პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცები ამ სიმღერით ბოდიშს იხდიან, რომ ვერ აეფარნენ ქალებს..." - როგორ ეხმაურებიან "ტიტების" ახალ ვერსიას ქალები, რომლებმაც ის პირველად იმღერეს
"კაცები ამ სიმღერით ბოდიშს იხდიან, რომ ვერ აეფარნენ ქალებს..." - როგორ ეხმაურებიან "ტიტების" ახალ ვერსიას ქალები, რომლებმაც ის პირველად იმღერეს

რამ­დე­ნი­მე დღეა არ წყდე­ბა სკან­და­ლი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის - "ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს ტი­ტე­ბი" ახა­ლი ვერ­სი­ის ირ­გვლივ... სე­ფი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რი­სე­ულ ახალ ვერ­სი­ას ბევ­რი იწუ­ნებს, ბევ­რიც იმ ფაქტს, რომ მას მხო­ლოდ კა­ცე­ბი მღე­რი­ან...

სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სი­ის პრე­მი­ე­რა 9 აპ­რილს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე შედ­გა და ის ცნო­ბილ­მა მომ­ღერ­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს, მათ შო­რის: რატი დურ­გლიშ­ვილ­მა, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძემ, აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ, ზუკა ხუ­ციშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძემ, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა, და­თუ­ნა მგე­ლა­ძემ და სხვებ­მა. შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რამ და სიმ­ღე­რის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბულ­მა ვერ­სი­ამ მსმე­ნე­ლი ვერ მო­ხიბ­ლა:

"17 ქალი და­ი­ღუ­პა 22-დან. და მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი ამ­ღე­რო დიდი ამ­ბით, ეს არის სირ­ცხვი­ლი! ახლა თუ უნ­დათ რე­მიქ­სი გა­უ­კე­თონ და უფრო მეტი კრუ­ტუნ-კრუ­სუ­ნი ჩას­ვან. სა­მარ­ცხვი­ნოა და არც ერ­თმა რომ არ გა­აპ­რო­ტეს­ტა, ძა­ლი­ან ცუ­დია ეგ"

"არის სიმ­ღე­რე­ბი, რო­მელ­საც არ უხ­დე­ბა გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა. ის ემო­ცია ვერ მო­ი­ტა­ნა, რაც ჰქონ­და პირ­ველს"

"სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ! კი­თხვა მა­ინც არ გა­გიჩ­ნდათ რა­ტომ არ მღე­რი­ან ქა­ლე­ბი? და თუ მაგ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მი­ი­ღეთ და მა­ინც იმ­ღე­რეთ, შე­მირ­ცხვე­ნია თქვე­ნი კა­ცო­ბა!"

"მე დი­დად არ მო­მე­წო­ნა! სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სის­ხლს და ხორცს მი­ყი­ნავ­და მთე­ლი 30 წლის მან­ძილ­ზე, იმ­ხე­ლა ტკი­ვილს გან­ვიც­დი­დი მოს­მე­ნი­სას, არა­ნა­ი­რი მსგავ­სი ემო­ცია არ და­მი­ტო­ვა! სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი იყო ზო­გი­ერ­თი მომ­ღერ­ლის მან­ჭვა-გრეხ­ვა, უად­გი­ლო იყო ფურ­ცე­ლა­ძის გა­ღი­მე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა და სტივ ვან­დე­რის მი­ბაძ­ვა ხომ სა­ერ­თოდ" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც "ტი­ტე­ბის" ახა­ლი ვერ­სია მო­ი­წო­ნა:

"კომ­პო­ზი­ტორ­მა და ბი­ჭებ­მა ახ­ლე­ბუ­რად მი­უ­ძღვნეს ჩვენ სა­ა­მა­ყო გმი­რებს და ყვე­ლა­ფერს ნუ ვი­გებთ ისე რომ ვაკ­რი­ტი­კოთ. მად­ლო­ბა ამ სიმ­ღე­რის­თვის ყვე­ლას"

"რო­გორ არ გიყ­ვართ ხალხნო ახა­ლი თა­ო­ბა. სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა აქ კრი­ტი­კა. და­ბა­დე­ბუ­ლიც არ იყ­ვნენ ამ ბი­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მაგ დროს და ისე გუ­ლით იმ­ღე­რეს, თქვენ კი­დევ აკ­რი­ტი­კებთ"

"ძა­ლი­ან კარ­გია! სიმ­ბო­ლუ­რია მხო­ლოდ ბი­ჭე­ბის სიმ­ღე­რაც გო­გო­ნე­ბის გა­რე­შე"

"გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, ბრწყინ­ვა­ლე სიმ­ღე­რა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეს­რუ­ლე­ბა. ბრა­ვო ბი­ჭებს! ბა­ტო­ნო ჯე­მალ, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბა გაქვთ. თქვე­ნი სიმ­ღე­რა სა­უ­კუ­ნის ჰი­ტია" - წერს კმა­ყო­ფი­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი.

რად­გან "ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს ტი­ტე­ბი" ხალ­ხმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რა და მის­მა ახალ­მა ვერ­სი­ა­მაც დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა და­იმ­სა­ხურ, და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ის ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ძველ ვერ­სი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აპ­რი­ლის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით იმ­ღე­რეს სიმ­ღე­რა.

სამ­წუ­ხა­როდ, თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ... ირმა სო­ხა­ძემ, მაია ჯა­ბუ­ამ და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა თა­ვი­ან­თი გულ­წრფე­ლი აზრი გა­უ­ზი­ა­რეს AMBEBI.GE-ს:

ირმა სო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

"მე არ ვე­თან­ხმე­ბი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლს და სა­ერ­თო­დაც ვერ ვხვდე­ბი რა არის საკ­რი­ტი­კო?! ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილს აკ­რი­ტი­კე­ბენ, რა­ტომ თქვა - კა­ცია ყვე­ლა­ფე­რიო და ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ამოგ­ლე­ჯი­ლი კონ­ტექ­სტი­დან მისი სი­ტყვე­ბი! მე ვიცი ჯე­მა­ლის აზრი ახა­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. თა­ვი­დან მეც შე­იძ­ლე­ბო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მქო­ნო­და, რა­ტომ არ უნდა გვემ­ღე­რა ქა­ლებს, მაგ­რამ როცა ჯე­მალს მო­ვუს­მი­ნე, მის ვერ­სი­ას ნამ­დვი­ლად აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა!

- რა თქვა ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა?

- თუნ­დაც ის, რაც 9 აპ­რილს მოხ­და, რომ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ის რომ არა­სო­დეს არ უნდა გან­მე­ორ­დეს... კა­ცე­ბი ამ სიმ­ღე­რით ერ­თგვარ ბო­დიშ­საც კი იხ­დი­ან, რომ ვერ აე­ფარ­ნენ ფა­რად მა­შინ ქა­ლებს... არის ლექსში სი­ტყვე­ბი თუ გახ­სოვთ - "ფა­რად ავე­ფა­როთ..." ის იდეა გა­ა­ტა­რა ახალ ვერ­სი­ა­ში ჯე­მალ­მა და ახლა სი­ტყვი­ე­რად თუ ვერ გა­მო­ხა­ტა და აღელ­ვე­ბის­გან ყვე­ლას მო­სა­წო­ნად აზრი ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, ამა­ზე ხომ არ უნდა გა­და­ი­რი­ოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო?! მე ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად კარ­გად მი­ი­ღო დარ­ბაზ­მა სიმ­ღე­რა...

- არ მი­უ­ღია მსმე­ნელს ერ­თგვა­როვ­ნად...

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ! მე თვი­თონ ვიმ­ღე­რე იმ კონ­ცერ­ტში და ნუ იცის ამ ხალ­ხმა ყვე­ლაფ­რის გა­და­კე­თე­ბა! დარ­ბა­ზი და­ინ­გრა ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წუთი ტაში არ წყდე­ბო­და და ბი­ჭებ­მა სიმ­ღე­რა გა­ი­მე­ო­რეს.

- თუმ­ცა, ხალ­ხმა ძვე­ლი ვერ­სია შე­იყ­ვა­რა...

- ძვე­ლი ვერ­სია შე­იყ­ვა­რა და ძა­ლი­ან ბევ­რს ალ­ბათ იმ სა­ო­ცარ ემო­ცი­ა­ზე ნამ­ღე­რის მოს­მე­ნა უნ­დო­და, მაგ­რამ ავ­ტორს აქვს უფ­ლე­ბა რა­ღაც შეც­ვა­ლოს... ჯე­მალ­მა ალ­ბათ ასე ჩათ­ვა­ლა, რომ 30 წლის მან­ძილ­ზე ის ტრა­გიზ­მი კი არ შე­ნელ­და და დაგ­ვა­ვი­წყდა, არა­მედ რა­ღაც დო­ზით შე­იძ­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ მო­წო­დე­ბით, ოპ­ტი­მიზ­მით, ერ­თმა­ნე­თის მო­ფე­რე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით, გა­გე­ბით... ასეთ გა­უ­გებ­რო­ბას თუ გა­მო­იწ­ვევ­და, ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?!

- უფრო სამ­ხი­ა­რუ­ლო სიმ­ღე­რას ჰგავ­სო...

- რას აღარ წე­რენ! აზრი ვერ და­მი­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სი მა­ქებს და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ქო­ქო­ლას მაყ­რის... ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მი­ზე­ზიც აღარ ჭირ­დე­ბათ, ერ­თმა­ნეთს აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მე მგო­ნია არ არის ეს თემა ასე ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლო. ეს არის კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნოს და ვი­ღა­ცას არა... ასე გა­დამ­ტე­რე­ბა და ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა გა­გო­ნი­ლა?!

ახლა მღე­რი­ან კა­ცე­ბი, ხუთი წლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლებს გვამ­ღე­როს, ბავ­შვებს და ასე შემ­დეგ... ავ­ტორ­მა ჩათ­ვა­ლა ასე სა­ჭი­როდ, რომ შე­ძა­ხი­ლით, ოპ­ტი­მის­ტუ­რად და ვაჟ­კა­ცუ­რად შევ­ხე­დოთ და ის შეც­დო­მე­ბი, რაც და­ვუშ­ვით, აღარ გა­ვი­მე­ო­როთ...

ქალი რომ აღა­რა­სო­დეს გა­ი­წი­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე სა­დღეგ­რძე­ლო­სა­ვით და და­პი­რე­ბა­სა­ვით მო­უნ­და კაცს ეთ­ქვა!

- ფიქ­რობთ, რომ ამ ვერ­სი­ას მსმე­ნე­ლი ისე­ვე შე­იყ­ვა­რებს, რო­გორც ძველს?

- ეგ გა­მო­რი­ცხუ­ლია და ჯე­მალ­მაც იცის! ისე, რო­გორც ის ვერ­სია შე­იყ­ვა­რა, სა­ერ­თოდ გა­მი­ჭირ­დე­ბა მე­ო­რე და მე­სა­მე სიმ­ღე­რის გახ­სე­ნე­ბა! და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს სიმ­ღე­რა იყო მათ­თვის მა­ლა­მო და ის დიდი ტკი­ვი­ლი გა­და­ა­ტა­ნი­ნათ! მე მომ­წონს თუ არა ახა­ლი ვერ­სია, ამა­ზე ერთ სი­ტყვა­საც არ ვი­ტყვი. უბ­რა­ლოდ იმას ვამ­ბობ, რომ აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და ცოტა და­ვი­ო­კოთ ნერ­ვე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და შე­ფა­სე­ბებ­ში ვი­ყოთ უფრო მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი!

მომ­ღე­რალ მაია ჯა­ბუ­ას ჯერ ახა­ლი ვერ­სია არ მო­უს­მე­ნია, მაგ­რამ თა­ვი­სი აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რა კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"სამ­წუ­ხა­როდ ახა­ლი ვერ­სია არ მო­მის­მე­ნია, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი დრო­ით ვი­ყა­ვი კონ­ცერ­ტზე და ჩვე­ნი ნომ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე წა­მო­ვე­დი... რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას, მხო­ლოდ კა­ცე­ბი რა­ტომ ას­რუ­ლე­ბე­ნო, მე კა­ცე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ირ ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ... ჯე­მა­ლის ალ­ბათ სხვა რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და და სხვა­ნა­ი­რად გა­მო­უ­ვი­და, თო­რემ ნამ­დვი­ლად არ მჯე­რა, თვლი­დეს კა­ცე­ბი ვართ ყვე­ლა­ფე­რიო!

ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილს მე ნამ­დვი­ლად ვერ და­ვაბ­რა­ლებ, რომ ის ქა­ლებს ჩაგ­რავს! სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მოკ­რძა­ლე­ბა აქვს ქა­ლე­ბის მი­მართ და ვი­ტყო­დი კი­დეც, რომ მის ოჯახ­ში ქა­ლე­ბის კულ­ტია, თუნ­დაც მისი მე­უღ­ლის, ქა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ

- გული არ დაგ­წყდათ ახალ ვერ­სი­ა­ში რომ არ მღე­რით?

- მეს­მის, რომ დიდი დატ­ვირ­თვა აქვს ამ სიმ­ღე­რას, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და მსმე­ნელ­ნი მა­შინ ერ­თნი ვი­ყა­ვით! ძა­ლი­ან დიდი სუ­ლი­ე­რე­ბა და თა­ნად­გო­მა იყო. ავ­ტო­რის გა­და­სა­წყვე­ტი იყო, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ახა­ლი ვერ­სია... მარ­თა­ლი გი­თხრათ გული არ დამ­წყვე­ტია, არ გა­მიჩ­ნდა ის გან­ცდა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ქა­ლებს ისევ უნდა გვემ­ღე­რა... გა­ცი­ლე­ბით სხვა რამ არის ხმა­მაღ­ლა სათ­ქმე­ლი და გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი ჩვენს გარ­შე­მო, ვიდ­რე ის, რომ მხო­ლოდ ბი­ჭებ­მა იმ­ღე­რეს!

ცოტა არ მეს­მის რის­თვის არის ამ­ხე­ლა კრი­ტი­კა და რე­აქ­ცია?! ოდ­ნა­ვაც არ აღ­მიქ­ვამს სი­ახ­ლე მტკივ­ნე­უ­ლად, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღე. ავ­ტორს ასე­თი ვერ­სია სურ­და და სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია!

მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს კრი­ტი­კამ ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა და AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ხალ­ხს მეტი პო­ზი­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და:

"იცით რას გე­ტყვით? ამ ხალ­ხს სულ კრი­ტი­კა ახ­სოვს, მეტი არა­ფე­რი და მო­დით რა, ყვე­ლამ თა­ვის თავი აკ­რი­ტი­კოს და ამ თე­მა­ზე მე არა­ნა­ი­რად სა­უ­ბა­რი არ მსურს! რას აკ­რი­ტი­კე­ბენ, სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დონ და ყვე­ლამ თა­ვის თავი აკ­რი­ტი­კოს! ცოტა პო­ზი­ტივ­ში ჩად­გნენ, ამო­ვიდ­ნენ ყელ­ში ბო­ლოს­და­ბო­ლოს! ჩვენ­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან?

კი მარ­თა­ლია ქა­ლე­ბის ეპო­ქაა და მატ­რი­არ­ქა­ტია, მაგ­რამ კა­ცე­ბის იმე­დი გვაქვს ყო­ველ­თვის! მეც ორი კაცი მეზ­რდე­ბა სახ­ლში და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ნამ­დვი­ლი კა­ცე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან, რად­გან ჩვენ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ...

ჩვენს სა­მე­გობ­რო­ში, სამ­შობ­ლო­ში, ოჯახ­ში და ყველ­გან, რომ ნამ­დვი­ლი კა­ცე­ბი იქ­ნე­ბი­ან! არ შე­მიძ­ლია ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი, მე­ზი­ზღე­ბა! ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი თა­ვის სიმ­ღე­რა­ში თუ კა­ცებს ამ­ღე­რებს, იტყვის კა­ცე­ბი ვართ ყვე­ლა­ფე­რიო, თუ ქა­ლებს ამ­ღე­რებს, ეს არა­ვის საქ­მე არ არის! ნუ წა­ი­ღეს ტვი­ნი, როცა ამის­თა­ნა ლე­გენ­და­რუ­ლი, ეპო­ქა­ლუ­რი სიმ­ღე­რა შექ­მნა კაც­მა!

ამ­დე­ნი მომ­ღერ­ლე­ბი გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, ახ­ლაც კონ­ცერ­ტზე ყვე­ლა ერ­თად ვი­ყა­ვით! ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ბი­ჭებ­მა იმ­ღე­რეს და ახა­ლი, მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კა შე­მო­ვი­და ამ ქა­ლე­ბის ეპო­ქა­ში! კა­ცებს შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, თუნ­დაც იქე­დან და­ვი­წყოთ, რომ კაცი ბავ­შვს აკე­თებს, ქალ­ზე ძლი­ე­რია ფი­ზი­კუ­რად! ქალი ჭკვი­ა­ნი უნდა იყოს ამ შემ­თხვე­ვა­ში, კი­სე­რი კა­ცის! ყვე­ლამ თა­ვის თავს მი­ხე­დოს, კაც­მაც და ქალ­მაც!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კაცები ამ სიმღერით ბოდიშს იხდიან, რომ ვერ აეფარნენ ქალებს..." - როგორ ეხმაურებიან "ტიტების" ახალ ვერსიას ქალები, რომლებმაც ის პირველად იმღერეს

"კაცები ამ სიმღერით ბოდიშს იხდიან, რომ ვერ აეფარნენ ქალებს..." - როგორ ეხმაურებიან "ტიტების" ახალ ვერსიას ქალები, რომლებმაც ის პირველად იმღერეს

რამდენიმე დღეა არ წყდება სკანდალი ცნობილი სიმღერის - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ახალი ვერსიის ირგვლივ... სეფიაშვილის სიმღერისეულ ახალ ვერსიას ბევრი იწუნებს, ბევრიც იმ ფაქტს, რომ მას მხოლოდ კაცები მღერიან...

სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა 9 აპრილს ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე შედგა და ის ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს, მათ შორის: რატი დურგლიშვილმა, აჩიკო ნიჟარაძემ, აჩი ფურცელაძემ, ზუკა ხუციშვილმა, გიორგი ნაკაშიძემ, კახა კუხიანიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ და სხვებმა. შესრულების მანერამ და სიმღერის გათანამედროვებულმა ვერსიამ მსმენელი ვერ მოხიბლა:

"17 ქალი დაიღუპა 22-დან. და მხოლოდ ბიჭები ამღერო დიდი ამბით, ეს არის სირცხვილი! ახლა თუ უნდათ რემიქსი გაუკეთონ და უფრო მეტი კრუტუნ-კრუსუნი ჩასვან. სამარცხვინოა და არც ერთმა რომ არ გააპროტესტა, ძალიან ცუდია ეგ"

"არის სიმღერები, რომელსაც არ უხდება გათანამედროვება. ის ემოცია ვერ მოიტანა, რაც ჰქონდა პირველს"

"სამარცხვინოები ხართ! კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ რატომ არ მღერიან ქალები? და თუ მაგ კითხვაზე პასუხი მიიღეთ და მაინც იმღერეთ, შემირცხვენია თქვენი კაცობა!"

"მე დიდად არ მომეწონა! სიმღერა, რომელიც სისხლს და ხორცს მიყინავდა მთელი 30 წლის მანძილზე, იმხელა ტკივილს განვიცდიდი მოსმენისას, არანაირი მსგავსი ემოცია არ დამიტოვა! სრულიად ზედმეტი იყო ზოგიერთი მომღერლის მანჭვა-გრეხვა, უადგილო იყო ფურცელაძის გაღიმებული გამომეტყველება და სტივ ვანდერის მიბაძვა ხომ საერთოდ" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც "ტიტების" ახალი ვერსია მოიწონა:

"კომპოზიტორმა და ბიჭებმა ახლებურად მიუძღვნეს ჩვენ საამაყო გმირებს და ყველაფერს ნუ ვიგებთ ისე რომ ვაკრიტიკოთ. მადლობა ამ სიმღერისთვის ყველას"

"როგორ არ გიყვართ ხალხნო ახალი თაობა. სრულიად უადგილოა აქ კრიტიკა. დაბადებულიც არ იყვნენ ამ ბიჭების უმრავლესობა მაგ დროს და ისე გულით იმღერეს, თქვენ კიდევ აკრიტიკებთ"

"ძალიან კარგია! სიმბოლურია მხოლოდ ბიჭების სიმღერაც გოგონების გარეშე"

"გენიალური კომპოზიტორის, ბრწყინვალე სიმღერა. არაჩვეულებრივი შესრულება. ბრავო ბიჭებს! ბატონო ჯემალ, მართლაც არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვთ. თქვენი სიმღერა საუკუნის ჰიტია" - წერს კმაყოფილი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი.

რადგან "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ხალხმა განსაკუთრებულად შეიყვარა და მისმა ახალმა ვერსიამაც დიდი მითქმა-მოთქმა დაიმსახურ, დავინტერესდით, რას ფიქრობენ ის ქალები, რომლებმაც ძველ ვერსიაში მიიღეს მონაწილეობა და აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ განსაკუთრებული ემოციით იმღერეს სიმღერა.

სამწუხაროდ, თემაზე საუბარი არ ისურვა თამრიკო ჭოხონელიძემ... ირმა სოხაძემ, მაია ჯაბუამ და ეკა კვალიაშვილმა თავიანთი გულწრფელი აზრი გაუზიარეს AMBEBI.GE-ს:

ირმა სოხაძე, მომღერალი:

"მე არ ვეთანხმები კრიტიკის ქარცეცხლს და საერთოდაც ვერ ვხვდები რა არის საკრიტიკო?! ჯემალ სეფიაშვილს აკრიტიკებენ, რატომ თქვა - კაცია ყველაფერიო და ძალიან ცუდად იყო ამოგლეჯილი კონტექსტიდან მისი სიტყვები! მე ვიცი ჯემალის აზრი ახალი ვერსიის შესახებ, ბევრი ვისაუბრეთ. თავიდან მეც შეიძლებოდა განსხვავებული აზრი მქონოდა, რატომ არ უნდა გვემღერა ქალებს, მაგრამ როცა ჯემალს მოვუსმინე, მის ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება!

- რა თქვა ბატონმა ჯემალმა?

- თუნდაც ის, რაც 9 აპრილს მოხდა, რომ არ უნდა მომხდარიყო, ის რომ არასოდეს არ უნდა განმეორდეს... კაცები ამ სიმღერით ერთგვარ ბოდიშსაც კი იხდიან, რომ ვერ აეფარნენ ფარად მაშინ ქალებს... არის ლექსში სიტყვები თუ გახსოვთ - "ფარად ავეფაროთ..." ის იდეა გაატარა ახალ ვერსიაში ჯემალმა და ახლა სიტყვიერად თუ ვერ გამოხატა და აღელვებისგან ყველას მოსაწონად აზრი ვერ ჩამოაყალიბა, ამაზე ხომ არ უნდა გადაირიოს მთელი საქართველო?! მე ძალიან ამაყი ვიყავი, იმდენად კარგად მიიღო დარბაზმა სიმღერა...

- არ მიუღია მსმენელს ერთგვაროვნად...

- როგორ გეკადრებათ! მე თვითონ ვიმღერე იმ კონცერტში და ნუ იცის ამ ხალხმა ყველაფრის გადაკეთება! დარბაზი დაინგრა ისეთი ამბავი იყო, დაახლოებით ხუთი წუთი ტაში არ წყდებოდა და ბიჭებმა სიმღერა გაიმეორეს.

- თუმცა, ხალხმა ძველი ვერსია შეიყვარა...

- ძველი ვერსია შეიყვარა და ძალიან ბევრს ალბათ იმ საოცარ ემოციაზე ნამღერის მოსმენა უნდოდა, მაგრამ ავტორს აქვს უფლება რაღაც შეცვალოს... ჯემალმა ალბათ ასე ჩათვალა, რომ 30 წლის მანძილზე ის ტრაგიზმი კი არ შენელდა და დაგვავიწყდა, არამედ რაღაც დოზით შეიძლება შევცვალოთ მოწოდებით, ოპტიმიზმით, ერთმანეთის მოფერებით, სიყვარულით, გაგებით... ასეთ გაუგებრობას თუ გამოიწვევდა, ამას ვინ წარმოიდგენდა?!

- უფრო სამხიარულო სიმღერას ჰგავსო...

- რას აღარ წერენ! აზრი ვერ დამიწერია სოციალურ ქსელში, ნახევარი თბილისი მაქებს და მეორე ნახევარი ქოქოლას მაყრის... ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება და მიზეზიც აღარ ჭირდებათ, ერთმანეთს აკრიტიკებდნენ. მე მგონია არ არის ეს თემა ასე ძალიან სანერვიულო. ეს არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოეწონოს და ვიღაცას არა... ასე გადამტერება და ერთმანეთის ლანძღვა გაგონილა?!

ახლა მღერიან კაცები, ხუთი წლის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ქალებს გვამღეროს, ბავშვებს და ასე შემდეგ... ავტორმა ჩათვალა ასე საჭიროდ, რომ შეძახილით, ოპტიმისტურად და ვაჟკაცურად შევხედოთ და ის შეცდომები, რაც დავუშვით, აღარ გავიმეოროთ...

ქალი რომ აღარასოდეს გაიწიროს საქართველოში, ასე სადღეგრძელოსავით და დაპირებასავით მოუნდა კაცს ეთქვა!

- ფიქრობთ, რომ ამ ვერსიას მსმენელი ისევე შეიყვარებს, როგორც ძველს?

- ეგ გამორიცხულია და ჯემალმაც იცის! ისე, როგორც ის ვერსია შეიყვარა, საერთოდ გამიჭირდება მეორე და მესამე სიმღერის გახსენება! დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები გვეუბნებოდნენ, რომ ეს სიმღერა იყო მათთვის მალამო და ის დიდი ტკივილი გადაატანინათ! მე მომწონს თუ არა ახალი ვერსია, ამაზე ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ აქვს არსებობის უფლება და ცოტა დავიოკოთ ნერვები, ემოციები და შეფასებებში ვიყოთ უფრო მეტად თავშეკავებულნი!

მომღერალ მაია ჯაბუას ჯერ ახალი ვერსია არ მოუსმენია, მაგრამ თავისი აზრი გაგვიზიარა კრიტიკასთან დაკავშირებით:

"სამწუხაროდ ახალი ვერსია არ მომისმენია, რადგან შეზღუდული დროით ვიყავი კონცერტზე და ჩვენი ნომრის დასრულებისთანავე წამოვედი... რაც შეეხება კრიტიკას, მხოლოდ კაცები რატომ ასრულებენო, მე კაცების შესრულებაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ... ჯემალის ალბათ სხვა რაღაცის თქმა უნდოდა და სხვანაირად გამოუვიდა, თორემ ნამდვილად არ მჯერა, თვლიდეს კაცები ვართ ყველაფერიო!

ჯემალ სეფიაშვილს მე ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ ის ქალებს ჩაგრავს! საოცარი დამოკიდებულება, მოკრძალება აქვს ქალების მიმართ და ვიტყოდი კიდეც, რომ მის ოჯახში ქალების კულტია, თუნდაც მისი მეუღლის, ქალიშვილის მიმართ

- გული არ დაგწყდათ ახალ ვერსიაში რომ არ მღერით?

- მესმის, რომ დიდი დატვირთვა აქვს ამ სიმღერას, მონაწილეები და მსმენელნი მაშინ ერთნი ვიყავით! ძალიან დიდი სულიერება და თანადგომა იყო. ავტორის გადასაწყვეტი იყო, როგორი იქნებოდა ახალი ვერსია... მართალი გითხრათ გული არ დამწყვეტია, არ გამიჩნდა ის განცდა, რომ მაინცდამაინც ქალებს ისევ უნდა გვემღერა... გაცილებით სხვა რამ არის ხმამაღლა სათქმელი და გასაპროტესტებელი ჩვენს გარშემო, ვიდრე ის, რომ მხოლოდ ბიჭებმა იმღერეს!

ცოტა არ მესმის რისთვის არის ამხელა კრიტიკა და რეაქცია?! ოდნავაც არ აღმიქვამს სიახლე მტკივნეულად, ძალიან ჩვეულებრივად მივიღე. ავტორს ასეთი ვერსია სურდა და სრულიად მისაღებია!

მომღერალი ეკა კვალიაშვილი, როგორც ჩანს კრიტიკამ ძალიან გააბრაზა და AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ხალხს მეტი პოზიტიურობისკენ მოუწოდა:

"იცით რას გეტყვით? ამ ხალხს სულ კრიტიკა ახსოვს, მეტი არაფერი და მოდით რა, ყველამ თავის თავი აკრიტიკოს და ამ თემაზე მე არანაირად საუბარი არ მსურს! რას აკრიტიკებენ, სარკეში ჩაიხედონ და ყველამ თავის თავი აკრიტიკოს! ცოტა პოზიტივში ჩადგნენ, ამოვიდნენ ყელში ბოლოსდაბოლოს! ჩვენზე ჭკვიანები არიან?

კი მართალია ქალების ეპოქაა და მატრიარქატია, მაგრამ კაცების იმედი გვაქვს ყოველთვის! მეც ორი კაცი მეზრდება სახლში და დიდი იმედი მაქვს, რომ ნამდვილი კაცები გაიზრდებიან, რადგან ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ...

ჩვენს სამეგობროში, სამშობლოში, ოჯახში და ყველგან, რომ ნამდვილი კაცები იქნებიან! არ შემიძლია ამდენი ნეგატივი, მეზიზღება! ჯემალ სეფიაშვილი თავის სიმღერაში თუ კაცებს ამღერებს, იტყვის კაცები ვართ ყველაფერიო, თუ ქალებს ამღერებს, ეს არავის საქმე არ არის! ნუ წაიღეს ტვინი, როცა ამისთანა ლეგენდარული, ეპოქალური სიმღერა შექმნა კაცმა!

ამდენი მომღერლები გაგვაერთიანა, ახლაც კონცერტზე ყველა ერთად ვიყავით! ახალგაზრდა თაობის ბიჭებმა იმღერეს და ახალი, მამაკაცური ენერგეტიკა შემოვიდა ამ ქალების ეპოქაში! კაცებს შეუძლიათ ყველაფერი, თუნდაც იქედან დავიწყოთ, რომ კაცი ბავშვს აკეთებს, ქალზე ძლიერია ფიზიკურად! ქალი ჭკვიანი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, კისერი კაცის! ყველამ თავის თავს მიხედოს, კაცმაც და ქალმაც!"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს