პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოატყუეს თბილისში სავალუტო ჯიხურში ყაზახი სტუმარი - "ეს უბრალოდ ძარცვაა!"
როგორ მოატყუეს თბილისში სავალუტო ჯიხურში ყაზახი სტუმარი - "ეს უბრალოდ ძარცვაა!"

ხმა­უ­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში მოხ­და, მო­ქა­ლა­ქე ზაზა მეზვრიშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გა­ნა­თავ­სა.

სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჯი­ხუ­რის მო­ლა­რე­სა და მეზვრიშ­ვილს შო­რის იმას მოჰ­ყვა, რომ მა­მა­კა­ცის უცხო­ელ­მა სტუ­მარ­მა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტში დო­ლა­რი და­ა­ხურ­და­ვა, რის­თვი­საც სა­კო­მი­სიო 9% გა­და­ახ­დე­ვი­ნეს - ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეს 200 აშშ დო­ლა­რის გა­და­ხურ­და­ვე­ბა­ში მო­ლა­რემ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად 48 ლარი გა­მო­არ­თვა. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოთ­ქმის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ლა­რე კა­ნო­ნით ვალ­დე­ბუ­ლია 30 წუ­თის ვა­და­ში თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნოს მომ­ხმა­რე­ბელს, მან აღ­ნიშ­ნულ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას ჰყვე­ბა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში უცხო­ე­ლი­სა და მო­ლა­რის ინ­ცი­დენ­ტი გა­და­ი­ღო - "ნა­წყე­ნე­ბი იყ­ვნენ, ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან, მე­უღ­ლე დე­პუ­ტა­ტია"

ზაზა მეზვრიშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ფე­ის­ბუქ­მომ­ხა­რე­ბელ­თა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პოს­ტი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა და კო­მენ­ტა­რი და­წე­რა.

"ასე­თი პუნ­ქტე­ბი და­სა­ხუ­რია ყვე­ლა. ესაა თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, ან ვინ უწევს კონ­ტროლს ასეთ პუნ­ქტებს?!"

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა ესე­ნი უნდა და­ა­ჯა­რი­მოს! უნდა ჩა­მო­არ­თვას ლი­ცენ­ზია. კო­რუფ­ცი­აა და კო­რუფ­ცი­ა­ზე უა­რე­სია"

"ეგე­თი სა­ვა­ლუ­ტო­ე­ბი უნდა და­ი­ხუ­როს 9% რის სა­ფუძ­ველ­ზე, ვერ გა­ვი­გე? როცა გი­ხურ­და­ვებს ეროვ­ნუ­ლი კურ­სით, უკვე მო­გე­ბას ნა­ხუ­ლობს სა­ვა­ლუ­ტო, კიდე და­მა­ტე­ბით იღებს და ეს უბ­რა­ლოდ ძარ­ცვაა!"

"ჩვენც მოვ­ხვდით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩემს უცხო­ელ მე­უღ­ლეს და­აკ­ლეს 90 ლარი აი აქ!!! და­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნეთ თან­ხა, ზუს­ტად ასე გა­და­რე­კა მა­ში­ნაც. ვინ მფარ­ვე­ლობს ამ ქალს?" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

თით­ქმის ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ან ვი­დე­ო­ში ზაზა მეზვრიშ­ვი­ლი ავ­ლენს რამ­დე­ნი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქტს:

პირ­ვე­ლი - ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტი უგუ­ლე­ბელ­ყოფს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლა­ცი­ას ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის მო­წყო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებ­თან და­კა­ში­რე­ბით, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ჯი­ხუ­რის წინ მდე­ბა­რე გა­ნა­თე­ბულ ბილ­ბორ­დზე, ან­თე­ბუ­ლია გაც­ვლი­თი კურ­სის ამ­სახ­ვე­ლი ციფ­რე­ბი, ხოლო სა­კო­მი­სი­ოს ამ­სახ­ვე­ლი ციფ­რე­ბი ჩამ­ქრა­ლია. ამით ირ­ღვე­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის პრინ­ცი­პი, რომ ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ჯი­ხურ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე თვალ­ში უნდა მოხ­ვდეს სა­კო­მი­სი­ოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

მე­ო­რე - მო­ლა­რემ მომ­ხმა­რე­ბელს არ მის­ცა ოპე­რა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ქვი­თა­რი, რა­საც თა­ვად­ვე ადას­ტუ­რებს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში. მო­ლა­რე ამ­ბობს, რომ კლი­ენტს არ მო­უ­თხო­ვია ქვი­თა­რი და შე­სა­ბა­მი­სად არ მის­ცა.

ზაზა მეზვრიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ უამ­ბობს:

"წინა მოწ­ვე­ვის გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ვი­ყა­ვი და მა­შინ მქონ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყა­ზა­ხეთ­თან, ქა­ლაქ კო­კტე­ჩა­უ­სა და გო­რის და­მე­გობ­რე­ბის მიზ­ნით. იქ ყოფ­ნის დროს კო­ლე­გე­ბი გა­ვი­ცა­ნი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ჩანს, არის ყა­ზა­ხე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­თედ­რის გამ­გე, მისი მე­უღ­ლე ქა­ლაქ კოქ­ტე­ჩა­უს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტია. პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ურეკ­ში მი­დი­ოდ­ნენ სე­მი­ნარ­ზე, რად­გან ჩვენ მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, მთხო­ვეს მას­პინ­ძლო­ბა გა­მე­წია.

ყა­ზახ სტუმ­რებს დავ­ხვდი აე­რო­პორ­ტში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე თბი­ლი­სი და ურეკ­ში რომ უნდა გა­მე­ცი­ლე­ბი­ნა, თან­ხის გა­და­სა­ხურ­და­ვებ­ლად გა­ვუ­ჩე­რე პე­კინ­ზე მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხურ­თან. იქე­დან რომ დაბ­რუნ­და ქალ­ბა­ტო­ნი, დიდ­ხანს ით­ვლი­და თან­ხას და ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბა შე­ვა­ტყვე. ერ­თად დავ­თვა­ლეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ თან­ხას აკ­ლდა 50 ლა­რამ­დე. გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და მი­ვა­კი­თხეთ ისევ ჯი­ხურს, 15 წუ­თიც არ დაგ­ვჭირ­და იქ მი­სას­ვლე­ლად.

მის­ვლის­თა­ნა­ვე მო­ვი­თხო­ვეთ თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. კა­ნო­ნით, თუ 30 წუთი არ არის გა­სუ­ლი ოპე­რა­ცი­ი­დან, უნდა და­აბ­რუ­ნონ თან­ხა უკან. ჩვენ კი მი­ვე­დით 15 წუთ­ში, მაგ­რამ თან­ხას მა­ინც არ გვიბ­რუ­ნებ­და მო­ლა­რე. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოვ­თქვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა - ამ­ხე­ლა სა­კო­მი­სი­ოს გამო აღ­შფოთ­და ჩვე­ნი სტუ­მა­რი ყა­ზა­ხი ქალ­ბა­ტო­ნიც, "არ მე­გო­ნა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რა­მე­ე­ბი ხდე­ბო­დაო". ძა­ლი­ან შემ­რცხვა და ვუხ­სნი­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა­ფერ შუ­ა­შია ამ შემ­თხვე­ვას­თან და ეს იყო თაღ­ლი­თო­ბა.

ამ მო­ლა­რემ გა­მო­ი­ძა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. პო­ლი­ცია ისე­თი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ დე­ტა­ლებ­ში, რომ ალ­ბათ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო ეს ფაქ­ტი. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ, პატ­რუ­ლის ჩა­რე­ვის შე­დე­გად და­აბ­რუ­ნა ჩვე­ნი თან­ხა მო­ლა­რემ. ამ პა­ტა­რა გო­გომ მე მი­ჩივ­ლა პო­ლი­ცი­ა­ში და საქ­მე აღიძ­რა, რომ თით­ქოს მე მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. თუმ­ცა ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. ასე­თი ყა­ჩა­ღო­ბა და თაღ­ლი­თო­ბა ხდე­ბო­და 90-იან წლებ­ში, თუ ერთხელ გა­და­ა­ხურ­და­ვებ­დი, არა­ვინ და­გიბ­რუ­ნებ­და თან­ხას, ავ­ტო­მა­ტი­ა­ნე­ბი ედგნენ და აბა გა­გე­ბე­და და გეთ­ქვა თან­ხა და­მიბ­რუ­ნე უკა­ნო", - ამ­ბობს ზაზა მეზვრიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მეზვრიშ­ვი­ლის ნა­ამ­ბო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა მის მიერ მი­თი­თე­ბულ ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტშიც ვცა­დეთ. AMBEBI.GE-მ ჯი­ხუ­რის მფლო­ბე­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა იქ დღეს სხვა მო­ლა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ობი­ექ­ტის მე­სა­კუთ­რე­ე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია არ მოგ­ვცა და იქვე კე­დელ­ზე გა­მოკ­რულ დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე მიგ­ვი­თი­თა. დო­კუ­მენ­ტი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის 2017 წლის 3 აგ­ვის­ტოს გან­კარ­გუ­ლე­ბაა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტი შპს „ქარ­თუ ჯგუფს“ ეკუთ­ვნის.

ყა­ზახ სტუ­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის მსგავ­სი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც მოხ­და თბი­ლის­ში და გახ­მა­ურ­და მე­დი­ით. მა­შინ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის­თვის სა­კო­მი­სი­ოს და­წე­სე­ბა­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბით ახ­სნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი სურ­ვი­ლი­სა­მებრ წარ­მარ­თოს.

რო­გორც საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტებ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად. ვი­ნა­ი­დან კა­ნო­ნით, მო­ლა­რე ვალ­დე­ბუ­ლია და­ბეჭ­დოს ქვი­თა­რი და მომ­ხმა­რე­ბელს გა­დას­ცეს.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტის, ლია ელი­ა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ეს ფაქ­ტი ერ­თის მხრივ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ სან­ქცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, სა­შე­მო­სავ­ლო სამ­სა­ხუ­რის ან ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შეს­წავ­ლის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან იკ­ვე­თე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის ფაქ­ტი, რაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

ელი­ა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს ქვეყ­ნის იმიჯს და რე­პუ­ტა­ცი­ას, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა მთლი­ა­ნად უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

"ყვე­ლა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტი რე­გუ­ლირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ. და­წე­სე­ბუ­ლია, თუ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი და რო­გორ უნდა ვაჭ­რობ­დეს, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცია იმის შე­სა­ხებ, უნდა ჰქონ­დეს თუ არა და­წე­სე­ბუ­ლი რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტს სა­კო­მი­სი­ო­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურ პრაქ­ტი­კას, სა­ზღვარ­გა­რეთ ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლა ძი­რი­თა­დად ხდე­ბა უფა­სოდ, ანუ ჯი­ხუ­რე­ბის მო­გე­ბა არის მხო­ლოდ ვა­ლუ­ტის კურ­სის სხვა­ო­ბა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უნდა იყოს სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ელო­დე­ბა მას ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის დროს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, უცხო­ე­ლია თუ ქარ­თვე­ლი, მას თვალ­ში უნდა ეცეს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ვა­ლუ­ტის გაც­ვლა არის ფა­სი­ა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მა­ინც თავს იკა­ვებს რა­ი­მე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­გან და ამას ხსნის იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბი მოქ­მე­დებს. ამ ფაქ­ტზეც იმა­ვეს გა­ნა­ცხა­დებს, სა­ვა­რა­უ­დოდ" - გა­ნუ­მარ­ტა AMBEBI.GE-ს ლია ელი­ა­ვამ.

ჩვენ კო­მენ­ტა­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკსაც და­ვუ­კავ­შირ­დით. უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე სებ-მა და­ი­წყო სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და დარ­ღვე­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სებ-ი აკ­ვირ­დე­ბა ბაზ­რის დი­ნა­მი­კას და სწავ­ლობს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებს.

კი­თხვა­ზე, სა­კო­მი­სი­ოს და­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რია მიდ­გო­მა და ეროვ­ნულ ბანკთან შე­თან­ხმე­ბით აწე­სე­ბენ თუ არა სა­კო­მი­სი­ოს სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი, ეროვ­ნულ ბან­კში გან­გვი­ცხა­დეს, რომ მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით არ იკ­რძა­ლე­ბა სა­კო­მი­სი­ოს და­წე­სე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი არ სა­ჭი­რო­ებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თან­ხმო­ბას. თუმ­ცა, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პუნ­ქტი ვალ­დე­ბუ­ლია, მოქ­მე­დი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია (მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რად) აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ მოატყუეს თბილისში სავალუტო ჯიხურში ყაზახი სტუმარი - "ეს უბრალოდ ძარცვაა!"

როგორ მოატყუეს თბილისში სავალუტო ჯიხურში ყაზახი სტუმარი - "ეს უბრალოდ ძარცვაა!"

ხმაურიანი დაპირისპირება, რომელიც გუშინ პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მოხდა, მოქალაქე ზაზა მეზვრიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ონლაინ-რეჟიმში განათავსა.

სიტყვიერი შელაპარაკება ჯიხურის მოლარესა და მეზვრიშვილს შორის იმას მოჰყვა, რომ მამაკაცის უცხოელმა სტუმარმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოლარი დაახურდავა, რისთვისაც საკომისიო 9% გადაახდევინეს - ყაზახეთის მოქალაქეს 200 აშშ დოლარის გადახურდავებაში მოლარემ მომსახურების საფასურად 48 ლარი გამოართვა. უკმაყოფილების გამოთქმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოლარე კანონით ვალდებულია 30 წუთის ვადაში თანხა უკან დაუბრუნოს მომხმარებელს, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა.

იხილეთ ვიდეო: რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურში უცხოელისა და მოლარის ინციდენტი გადაიღო - "ნაწყენები იყვნენ, ტურისტები არ არიან, მეუღლე დეპუტატია"

ზაზა მეზვრიშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერს ფეისბუქმომხარებელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტი ათასობით ადამიანმა ნახა და კომენტარი დაწერა.

"ასეთი პუნქტები დასახურია ყველა. ესაა თაღლითური სქემა, ან ვინ უწევს კონტროლს ასეთ პუნქტებს?!"

"ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურმა ესენი უნდა დააჯარიმოს! უნდა ჩამოართვას ლიცენზია. კორუფციაა და კორუფციაზე უარესია"

"ეგეთი სავალუტოები უნდა დაიხუროს 9% რის საფუძველზე, ვერ გავიგე? როცა გიხურდავებს ეროვნული კურსით, უკვე მოგებას ნახულობს სავალუტო, კიდე დამატებით იღებს და ეს უბრალოდ ძარცვაა!"

"ჩვენც მოვხვდით ასეთ სიტუაციაში, ჩემს უცხოელ მეუღლეს დააკლეს 90 ლარი აი აქ!!! დავაბრუნებინეთ თანხა, ზუსტად ასე გადარეკა მაშინაც. ვინ მფარველობს ამ ქალს?" - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

თითქმის ნახევარსაათიან ვიდეოში ზაზა მეზვრიშვილი ავლენს რამდენიმე კანონდარღვევის ფაქტს:

პირველი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უგულებელყოფს ეროვნული ბანკის რეგულაციას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოწყობისა და მუშაობის პრინციპებთან დაკაშირებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჯიხურის წინ მდებარე განათებულ ბილბორდზე, ანთებულია გაცვლითი კურსის ამსახველი ციფრები, ხოლო საკომისიოს ამსახველი ციფრები ჩამქრალია. ამით ირღვევა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი თვალსაჩინოების პრინციპი, რომ ყველა მომხმარებელს ჯიხურში შესვლისთანავე თვალში უნდა მოხვდეს საკომისიოს შესახებ ინფორმაცია.

მეორე - მოლარემ მომხმარებელს არ მისცა ოპერაციის ამსახველი ქვითარი, რასაც თავადვე ადასტურებს ვიდეოჩანაწერში. მოლარე ამბობს, რომ კლიენტს არ მოუთხოვია ქვითარი და შესაბამისად არ მისცა.

ზაზა მეზვრიშვილი AMBEBI.GE-ს ინციდენტის შესახებ უამბობს:

"წინა მოწვევის გორის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი და მაშინ მქონდა საქმიანი ურთიერთობა ყაზახეთთან, ქალაქ კოკტეჩაუსა და გორის დამეგობრების მიზნით. იქ ყოფნის დროს კოლეგები გავიცანი, ეს ქალბატონი, რომელიც ვიდეოში ჩანს, არის ყაზახეთის უნივერსიტეტის კათედრის გამგე, მისი მეუღლე ქალაქ კოქტეჩაუს საკრებულოს დეპუტატია. პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში და ურეკში მიდიოდნენ სემინარზე, რადგან ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებდა, მთხოვეს მასპინძლობა გამეწია.

ყაზახ სტუმრებს დავხვდი აეროპორტში, დავათვალიერებინე თბილისი და ურეკში რომ უნდა გამეცილებინა, თანხის გადასახურდავებლად გავუჩერე პეკინზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან. იქედან რომ დაბრუნდა ქალბატონი, დიდხანს ითვლიდა თანხას და ცოტა უხერხულობა შევატყვე. ერთად დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ თანხას აკლდა 50 ლარამდე. გავაჩერეთ მანქანა და მივაკითხეთ ისევ ჯიხურს, 15 წუთიც არ დაგვჭირდა იქ მისასვლელად.

მისვლისთანავე მოვითხოვეთ თანხის უკან დაბრუნება. კანონით, თუ 30 წუთი არ არის გასული ოპერაციიდან, უნდა დააბრუნონ თანხა უკან. ჩვენ კი მივედით 15 წუთში, მაგრამ თანხას მაინც არ გვიბრუნებდა მოლარე. ბუნებრივია, გამოვთქვი უკმაყოფილება - ამხელა საკომისიოს გამო აღშფოთდა ჩვენი სტუმარი ყაზახი ქალბატონიც, "არ მეგონა თუ საქართველოში ასეთი რამეები ხდებოდაო". ძალიან შემრცხვა და ვუხსნიდი, რომ საქართველო არაფერ შუაშია ამ შემთხვევასთან და ეს იყო თაღლითობა.

ამ მოლარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიცია ისეთი გაცნობიერებული აღმოჩნდა ამ დეტალებში, რომ ალბათ პირველი შემთხვევა არ იყო ეს ფაქტი. მოკლედ, საბოლოოდ, პატრულის ჩარევის შედეგად დააბრუნა ჩვენი თანხა მოლარემ. ამ პატარა გოგომ მე მიჩივლა პოლიციაში და საქმე აღიძრა, რომ თითქოს მე მას შეურაცხყოფა მივაყენე. თუმცა ვიდეოში კარგად ჩანს ყველაფერი. ასეთი ყაჩაღობა და თაღლითობა ხდებოდა 90-იან წლებში, თუ ერთხელ გადაახურდავებდი, არავინ დაგიბრუნებდა თანხას, ავტომატიანები ედგნენ და აბა გაგებედა და გეთქვა თანხა დამიბრუნე უკანო", - ამბობს ზაზა მეზვრიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მეზვრიშვილის ნაამბობის გადამოწმება მის მიერ მითითებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტშიც ვცადეთ. AMBEBI.GE-მ ჯიხურის მფლობელებთან გასაუბრება სცადა, თუმცა იქ დღეს სხვა მოლარე იმყოფებოდა, რომელმაც ობიექტის მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვცა და იქვე კედელზე გამოკრულ დადგენილებაზე მიგვითითა. დოკუმენტი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 3 აგვისტოს განკარგულებაა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ობიექტი შპს „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

ყაზახ სტუმართან დაკავშირებული ინციდენტის მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა თბილისში და გახმაურდა მედიით. მაშინ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის საკომისიოს დაწესებაზე რეგულაციების არარსებობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ახსნა და განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება თავისი ბიზნესი სურვილისამებრ წარმართოს.

როგორც საქმესთან დაკავშირებით ექსპერტებმა AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ეს კონკრეტული შემთხვევა შესაძლოა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად. ვინაიდან კანონით, მოლარე ვალდებულია დაბეჭდოს ქვითარი და მომხმარებელს გადასცეს.

ეკონომიკის ექსპერტის, ლია ელიავას განმარტებით, ეს ფაქტი ერთის მხრივ ეროვნული ბანკის მიერ სანქციების გატარების საფუძველია, ხოლო მეორეს მხრივ, საშემოსავლო სამსახურის ან ფინანსთა სამინისტროს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინაიდან იკვეთება გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტი, რაც მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.

ელიავა მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნესსაქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად უცხოელი ტურისტების მოზიდვისკენაა მიმართული.

"ყველა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. დაწესებულია, თუ რეგულაციები როგორ უნდა იყოს მოწყობილი და როგორ უნდა ვაჭრობდეს, მაგრამ არ არსებობს რეგულაცია იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა დაწესებული რაიმე შეზღუდვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საკომისიოზე.

რაც შეეხება უცხოურ პრაქტიკას, საზღვარგარეთ ვალუტის გადაცვლა ძირითადად ხდება უფასოდ, ანუ ჯიხურების მოგება არის მხოლოდ ვალუტის კურსის სხვაობა. ეროვნული ბანკის რეგულაციებით, ნებისმიერი მომხმარებელი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ელოდება მას ვალუტის გადაცვლის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, უცხოელია თუ ქართველი, მას თვალში უნდა ეცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალუტის გაცვლა არის ფასიანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეროვნული ბანკი მაინც თავს იკავებს რაიმე რეგულაციების შემუშავებისგან და ამას ხსნის იმით, რომ საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მოქმედებს. ამ ფაქტზეც იმავეს განაცხადებს, სავარაუდოდ" - განუმარტა AMBEBI.GE-ს ლია ელიავამ.

ჩვენ კომენტარისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკსაც დავუკავშირდით. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ჩანაწერის გავრცელებისთანავე სებ-მა დაიწყო საკითხის შესწავლა და დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, სებ-ი აკვირდება ბაზრის დინამიკას და სწავლობს კონკრეტულ შემთხვევებს.

კითხვაზე, საკომისიოს დაწესებასთან დაკავშირებით, როგორია მიდგომა და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აწესებენ თუ არა საკომისიოს სავალუტო ჯიხურები, ეროვნულ ბანკში განგვიცხადეს, რომ მოქმედი რეგულაციებით არ იკრძალება საკომისიოს დაწესება და აღნიშნული არ საჭიროებს ეროვნული ბანკის თანხმობას. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია, მოქმედი წესის შესაბამისად, მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია (მათ შორის სიტყვიერად) აღნიშნულის თაობაზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ