პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა
"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე იმა­ზე ისა­უბ­რა, რომ ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა აღარ მო­უ­წევთ. მე­რის თქმით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რად­გან თუ ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვა არ სურთ, შე­უძ­ლი­ათ თეთ­რი ფირი გა­და­აკ­რან და ეს გა­კეთ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე თეთრ ფირს ის სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია გა­და­აკ­რავს, რო­მელ­თა­ნაც მე­რი­ამ გა­და­ღებ­ვი­სა და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

„რო­დე­საც ამ რე­ფორ­მა­ზე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ღებ­ვის თან­ხე­ბი რომ არ და­აწ­ვეთ ტაქ­სის მძღო­ლებს, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ ავი­ღეთ და ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ას­თან გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გა­და­ღებ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. აქ ტაქ­სის მძღო­ლებს არ­ცერ­თი თეთ­რი არ უჯ­დე­ბათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ღებ­ვა. თუმ­ცა, მათ გა­მოთ­ქვეს აზრი, რომ გა­და­ღე­ბი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ისეთ ფას­ში ვერ გა­ყი­დონ წლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც მათ სურთ.

ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა ამ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის იყო, რომ ეს პრობ­ლე­მა რო­გორ­მე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. აქაც მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ტაქ­სის მძღო­ლებს დღე­ი­დან აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ გა­და­ღებ­ვა არ სურთ, თეთ­რი ფირი გა­და­აკ­რან ავ­ტო­მან­ქა­ნას. ამა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ მათი მხრი­დან გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე. მათ­თვის იქ­ნე­ბა უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი, ასე­ვე სა­შე­მო­სავ­ლოს­გან იქ­ნე­ბი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ტაქ­სის მძღო­ლებს მან­ქა­ნებ­ზე მე­რი­ის მიერ შერ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა მა­ინც მო­უ­წევთ, თუ ავ­ტო­მან­ქა­ნებს თეთ­რი ფე­რის ფირს გა­და­აკ­რა­ვენ:

„ფი­რის გა­დაკ­ვრის შემ­თხვე­ვა­შიც, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე რეკ­ლა­მას კომ­პა­ნია „ალმა“ გა­ნა­თავ­სებს 2 წლის ვა­დით, ან შე­საძ­ლოა, უფრო ნაკ­ლე­ბით და მი­ი­ღებს შე­მო­სა­ვალს, ორი წლის შემ­დეგ კი, ეს სა­რეკ­ლა­მო ად­გი­ლე­ბი მძღო­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ეთან­ხმე­ბა ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს მათი აზ­რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ითხო­ვენ ეტა­პობ­რი­ვად ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მე კი­დევ მაქვს პა­რას­კევს შეხ­ვედ­რა და ვნა­ხოთ, კი­დევ რისი გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ მი­ვა­წო­დეთ ფი­რის გა­დაკ­ვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია, რაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლის აქ­ცი­ას, რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი აქვს.

„უნ­დათ, რომ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს მათ­თან და მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ეს მათ­თვის, ისე­ვე, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვ­რობთ? - ვუ­ყუ­რებთ მო­მა­ვალს. ზო­გა­დად ტაქ­სი ქა­ლა­ქის სა­ხეა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, რო­გორც ეს გან­ვი­თა­რე­ბულ, ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­შია“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა. ამ დრო­ი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის უნდა იყოს. ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ტაქ­სის მძღო­ლებს მე­რი­ის მხრი­დან გა­და­ე­ცე­მათ უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი, მა­ნა­თო­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, ღებ­ვი­სა და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბი რეკ­ლა­მის სა­ნაც­ვლოდ, შე­მო­სავ­ლის წყა­რო უფა­სო რეკ­ლა­მის სა­ხით, ასე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა

"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე იმაზე ისაუბრა, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ. მერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან თუ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გადაღებვა არ სურთ, შეუძლიათ თეთრი ფირი გადააკრან და ეს გაკეთდება ყოველგვარი გადასახადების გარეშე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომანქანაზე თეთრ ფირს ის სარეკლამო კომპანია გადააკრავს, რომელთანაც მერიამ გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

„როდესაც ამ რეფორმაზე დავიწყეთ მუშაობა, ვითვალისწინებდით არსებულ სოციალურ მდგომარეობას, შესაბამისად, გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეთ ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა, მათ გამოთქვეს აზრი, რომ გადაღებილი ავტომობილი ისეთ ფასში ვერ გაყიდონ წლების შემდეგ, როგორც მათ სურთ.

ერთ-ერთი მოთხოვნა ამ საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან ავტომანქანას. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე. მათთვის იქნება უფასო საპარკინგე ადგილები დედაქალაქში გამოყოფილი, ასევე საშემოსავლოსგან იქნებიან გათავისუფლებული" - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს მანქანებზე მერიის მიერ შერჩეული კომპანიის სარეკლამო ბანერების განთავსება მაინც მოუწევთ, თუ ავტომანქანებს თეთრი ფერის ფირს გადააკრავენ:

„ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ავტომანქანაზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს 2 წლის ვადით, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებით და მიიღებს შემოსავალს, ორი წლის შემდეგ კი, ეს სარეკლამო ადგილები მძღოლების საკუთრება იქნება. თუმცა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმის განხორციელებას. ეს მათი აზრითაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ითხოვენ ეტაპობრივად ამის განხორციელებას. მე კიდევ მაქვს პარასკევს შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაწოდეთ ფირის გადაკვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც ძალიან მოეწონათ და გახარებულები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლების ნაწილის აქციას, როგორც კალაძე აცხადებს, ამას პოლიტიკური მოტივები აქვს.

„უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივაწოდეთ ინფორმაციები. ეს მათთვის, ისევე, როგორც მოსახლეობისთვისაც საინტერესოა. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? - ვუყურებთ მომავალს. ზოგადად ტაქსი ქალაქის სახეა და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ