ავტორი:

ბინები, ნაკვეთები, ანგარიშები - რა ქონებას ფლობს კიდევ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი

ბინები, ნაკვეთები, ანგარიშები - რა ქონებას ფლობს კიდევ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი

სულხან ზუმბურიძემ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა.

სულხან ზუმბურიძე საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი იყო. ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა და თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებით დატოვა თანამდებობა სულხან ზუმბურიძემ. მის მიერ 2019 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზუმბურიძე ფლობს ბორჯომში, 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2016 წელს 25 000 დოლარად შეიძინა და თბილისში მდებარე 150 კვ. მეტრი ფართობის ბინას.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სულხან ზუმბურიძეს, საბანკო ანგარიშებზე 17 950 ლარი და 10 000 ევრო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული თუ რა შემოსავალი მიიღო გასულ წელს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. თუმცა, 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მისმა შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე- 341 700 ლარი შეადგინა.

სულხან ზუმბურიძე ცხოვრობს მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს 80 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები