პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსების თეთრად გადაღებვა, შესაძლოა, საჭირო აღარ გახდეს - რას ამბობს მერის მოადგილე
ტაქსების თეთრად გადაღებვა, შესაძლოა, საჭირო აღარ გახდეს - რას ამბობს მერის მოადგილე

ტაქ­სის მძღო­ლებს შე­საძ­ლოა, მან­ქა­ნე­ბის გა­და­ღებ­ვა აღარ მო­უ­წი­ოთ და მათ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე მხო­ლოდ თეთ­რი ფე­რის ფირი გა­და­აკ­რან. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ ილია ელოშ­ვილ­მა გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ელოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ დრო­ის­თვის ლი­ცენ­ზია 27 ათას მძღოლს აქვს აღე­ბუ­ლი.

"თეთ­რი ფე­რით გა­და­ღე­ბის ნაც­ვლად, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნას გა­და­აკ­რა­ვენ თეთრ ფირს. ეს გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ თეთ­რი ფე­რით შე­ღებ­ვა, მათი გან­ცხა­დე­ბით, იწ­ვევს მან­ქა­ნის ფა­სის და­ვარ­დნას, ამი­ტომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ილია ელოშ­ვილ­მა.

მე­რის მო­ად­გი­ლემ ტაქ­სის რე­ფორ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სი იმ­სა­ხუ­რებს ქა­ლაქ­ში და­დი­ოდ­ნენ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, თეთ­რი ფე­რის, სუფ­თა ტაქ­სე­ბი".

"ამას იმ­სა­ხუ­რებს ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ეს არის ორ­მხრი­ვი რე­ფორ­მა და ტაქ­სის მძღო­ლე­ბი, 27000 მძღო­ლი ვინც გა­ი­ა­რა ლი­ცენ­ზი­რე­ბა, მათ მე­რი­ის მხრი­დან გა­და­ე­ცე­მათ უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი, მა­ნა­თო­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, ღებ­ვი­სა და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბი რეკ­ლა­მის სა­ნაც­ვლოდ, შე­მო­სავ­ლის წყა­რო უფა­სო რეკ­ლა­მის სა­ხით, ასე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან. ყო­ვე­ლი­ვე ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის",- გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა. ამ დრო­ი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის უნდა იყოს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ტაქ­სის მძღო­ლებს მან­ქა­ნე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა აღარ მო­უ­წევთ - რას ალ­ტერ­ნა­ტი­ვას გთა­ვა­ზობთ მე­რია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ტაქსების თეთრად გადაღებვა, შესაძლოა, საჭირო აღარ გახდეს - რას ამბობს მერის მოადგილე

ტაქსების თეთრად გადაღებვა, შესაძლოა, საჭირო აღარ გახდეს - რას ამბობს მერის მოადგილე

ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ლიცენზია 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.

"თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მერის მოადგილემ ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისი იმსახურებს ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები".

"ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და ტაქსის მძღოლები, 27000 მძღოლი ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის",- განაცხადა ელოშვილმა.

ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.

იხილეთ ვიდეო: ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ - რას ალტერნატივას გთავაზობთ მერია?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ