პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს
ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა - ვატო შა­ქა­რიშ­ვილ­მა და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ტო­ვეს.

ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

შა­ქა­რიშ­ვილ­მა იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

„სამ­წუ­ხა­როდ, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩვენ თვალს ვა­დევ­ნებთ მო­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის უხეშ მცდე­ლო­ბას. ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია შა­ვის თეთ­რად წარ­მო­ჩე­ნა. ჩვენ­თვის მი­ღე­ბე­ლია მუ­რუ­სი­ძე- ჩინ­ჩა­ლა­ძე-ზარ­დი­აშ­ვი­ლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თად გა­სა­ღე­ბა.

ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის უშე­დე­გოდ გა­მო­ცხა­დე­ბა, მათი დაკ­ნი­ნე­ბის და „ნა­ცე­ბად“ სა­ხელ­დე­ბის მცდე­ლო­ბა. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლის, ჯა­ლა­თე­ბის უხე­ში „გაპ­რა­ვე­ბა“. ეს ყვე­ლა­ფე­რი კრი­ტი­კულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია 2012 წლის იდე­ა­ლებ­თან და იმ და­პი­რე­ბას­თან, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხანს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ გა­ი­ცა.

სწო­რედ ამი­ტომ მე ვტო­ვებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას და 13 აპ­რილს, 14:00 სა­ათ­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ვუ­ერ­თდე­ბი „და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­გან­გე­ბო შეკ­რე­ბას. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერ­სპექ­ტი­ვო წრე გა­სარ­ღვე­ვია. შე­მოგ­ვი­ერ­თდით და ერ­თად შევ­ქმნათ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი, სა­დაც მო­ძა­ლა­დე და მედ­რო­ვე კი არ ფას­დე­ბა, არა­მედ ღირ­სე­უ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

შე­მოგ­ვი­ერ­თდით 13 აპ­რილს, 14:00 სა­ათ­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში - და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლო,“ - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ შა­ქა­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ის­ტო­რი­ის წაშ­ლა, თით­ქოს ის­ტო­რია და­ი­წყო 2012 წლი­დან და მა­ნამ­დე არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

„ჩვენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­დევ­ნებ­დით თვალს ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს პარ­ლა­მენ­ტში, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვნა­ხეთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­წო­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და აზ­რის მოხ­ვე­ვა, რომ თით­ქოს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე არის გმი­რი და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი და ის ბრძო­ლა სა­ერ­თოდ, რაც ვა­წარ­მო­ეთ 2012 წლამ­დე, იყო „ნა­ცე­ბის“ წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა და ჩვენ ვართ ყვე­ლა­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“, ვინც ამას ვი­ზი­ა­რებთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა და მი­უ­ღე­ბე­ლია.

ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ის წლე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ა­რეთ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 26 მა­ი­სის, 7 ნო­ემ­ბრის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის თე­მით მო­ვი­და და ეს ფონი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­თა­გან­მა შევ­ქმე­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად. ახლა ამ ის­ტო­რი­ის წაშ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თით­ქოს ის­ტო­რია და­ი­წყო 2012 წლი­დან.

გუნდში ყო­ველ­თვის იყო კომ­პლექ­სი, ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ კომ­პლექ­სი, რომ ისი­ნი არ არ­სე­ბობ­დნენ 2012 წლამ­დე. ისი­ნი იშ­ვნენ 2012-ში, 2014-ში, მა­გა­ლი­თად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მათი ის­ტო­რია სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო. ისი­ნი ჩვენ­ზე უფ­რო­სე­ბიც არი­ან ასა­კით, მაგ­რამ მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ პრო­ტეს­ტი სან­დრო გირ­გვლი­ან­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ავტორი:

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.

ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

შაქარიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე- ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და „ნაცებად“ სახელდების მცდელობა. ჩვენთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის, ჯალათების უხეში „გაპრავება“. ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებასთან, რომელიც სულ ახლახანს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა.

სწორედ ამიტომ მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერსპექტივო წრე გასარღვევია. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი.

შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში - დაიცავი საქართველო,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, მიმდინარეობს ისტორიის წაშლა, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან და მანამდე არაფერი მომხდარა.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტში, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი, ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა საერთოდ, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების“ წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები“, ვინც ამას ვიზიარებთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეურაცხყოფა და მიუღებელია.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში 26 მაისის, 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანის თემით მოვიდა და ეს ფონი თითოეულმა ჩვენთაგანმა შევქმენით საზოგადოებასთან ერთად. ახლა ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან.

გუნდში ყოველთვის იყო კომპლექსი, ადამიანებს ჰქონდათ კომპლექსი, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.