წყლის ხარისხი ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. მოხმარებადი წყალი არა მხოლოდ სუფთა, არამედ „ჯანმრთელი“ უნდა იყოს.
ნებისმიერი წყაროდან მიღებული წყალი - იქნება ეს ჭაბურღილი, მდინარე, ტბა, ოკეანე თუ წვიმა, სასმელი წყალის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სპეციალურ დამუშავებას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წყლის ხარისხთან დაკავშირებით შეკითხვები იშვიათად ჩნდება და ჩვენი ქვეყანა მინერალური წყლების სამშობლოდაც კი მიიჩნევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება დამატებითი ფილტრაციის და დარბილების გარეშე სასარგებლოა.
რა მინარევები აქვს წყალს და როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე?
წყალში უამრავი მინარევია: ქლორი, ორგანული ნაერთები, დამაბინძურებელი ნივთიერებები, უხსნადი ნაწილაკები, მძიმე მეტალები და სხვა მინარევები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ჩვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ მოქმედებენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 842 000 ადამიანი საფრთხისშემცველი წყლის მოხმარებით, ხელების ჰიგიენის დაუცველობითა და ანტისანიტარული პირობებით გამოწვეული მწვავე დიარეით იღუპება.
ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დაბინძურებული წყალი და სუსტად დაცული სანიტარული ნორმები, ისეთი დაავადებების გავრცელებასთანაა დაკავშირებული, როგორიც არის ქოლერა, A ჰეპატიტი, დიზენტერია, ტიფი და პოლიომიელიტი.
რაც შეეხება შედარებით მსუბუქ მინარევებს, ცნობილია რომ წყლის გამწმენდ სადგურებზე გაუსნებოვნების მიზნით, წყალში ქლორს ურევენ. ქლორი წყალში არსებულ ორგანულ ნაერთებთან რეაქციაში შედის და მთელ რიგ კარცეროგენულ (კიბოს დაავადების გამომწვევ) და ტოქსიკურ (მომწამვლელ) ნივთიერებებს წარმოშობს. აღნიშნული ნივთიერებიდან განსაკუთრებით საშიშია დიოქსიდები.
გარდა ამისა, წყალში გახსნილი ქლორი კუჭში მოხვედრისას ანადგურებს სასარგებლო მიკროფლორას, რაც დისბაქტერიოზს იწვევს.
წყლის დაბინძურებისა და მისგან გამოწვეული საფრთხის მიზეზი მხოლოდ მასში გამიზნულად შერეული ნივთიერებები არ არის.
უფრო კონკრეტულად, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის პროპორციულად, ადამიანები სულ უფრო მეტ მედიკამენტს გამოიყენებენ, რომელთა ნარჩენები წყალში წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი რაოდენობით ხვდება, რასაც შეიძლება, მომწამვლელი ეფექტი ჰქონდეს.
გარდა ფარმაცევტული ნივთიერებებისა, წყლის სხვა მრავალი დამაბინძურებელიც არსებობს: საკვები, კბილის პასტა, ხელოვნური დამატკბობლები, კოფეინი, ვიტამინები, კოსმეტიკა, ლოსიონები, მზისაგან დამცავი საცხები, სუნამოები, დეზოდორანტები და სხვა საშუალებები.
ფარმაცევტული პრეპარატებისა თუ ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებით დამაბინძურებელი ნივთიერებები აბრევიატურებით აღინიშნება და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამათგან ყველაზე გავრცელებულია PPCPs – ფარმაცევტული პრეპარატების და ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების ნარჩენი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთა იდენტიფიცირება წყლის ანალიზის მეშვეობით არის შესაძლებელი.
წყალში არსებული უხსნადი ნაწილაკები, შესაძლებელია მერყეობდეს მიკროსკოპული ბოჭკოებიდან პლასტმასის უმცირეს ნაწილაკებამდე. აღნიშნული ნივთიერებები ასევე ცნობილია ისეთი სახელწოდებებით, როგორიცაა ნანობოჭკო, ნანონაწილაკი, მიკროპლასტიკი, ნანომასალები და სხვა.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სასმელ წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების უზარმაზარი (და ჯერ კიდევ მზარდი) მასივი ჯანმრთელობის ახალი რისკების გამოვლენასთან მიგვიყვანს, ამიტომ სწრაფი და ამასთან, ეფექტური რეაგირება სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია.
თუ გვსურს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერების - წყლის დაბინძურების შეჩერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, შეგვიძლია, დამაბიძნურებელი ნივთიერებების ზემოქმედება წყალმომზადების თანამედროვე სისტემების მეშვეობით შევამციროთ.
ამ თემის განსახილველად 2019 წლის 12 აპრილს თბილისში წყალმომზადების სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია მიზნად ისახავს, სტუმრებისთვის აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე მათ ინფორმირებას.
კონფერენციის მთავარი თემაა: „წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა".
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის CAUCASUS BUILD-ის ფარგლებში ტარდება. მისი ორგანიზატორი და მასპინძელია კომპანია აკვალაინი. სტუმრების წინაშე წარსდგებიან, როგორც უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე კომპანიის უცხოელი პარტნიორები HERBORNER PUMPENTECHNIK (გერმანია); LUTZ JESCO (გერმანია); DINOTEC (გერმანია)
მას შემდეგ, რაც სუფთა სასმელ წყალზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდებოდა, კომპანია აკვალაინმა გერმანელ პარტიორებთან ერთად დაიწყო წყალმომზადების სისტემების დანეგვა საქართველოს ბაზარზე.
აკვალაინი მომხმარებელს სთავაზობს, როგორც წყლის წმენდის მაღალეფექტურ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სამეწარმეო მიზნებისთვის, ასევე რესტორნებში, კაფეებში და სახლში დასამონტაჟებელი წყლის ფილტრების ფართო არჩევანს, რომლებიც აკავებენ წყალში არსებულ მავნე მინარევებს, მძიმე მეტალებს, მიკროორგანიზმებს, ვირუსებსა და მედიკამენტების ნარჩენებსაც კი. სწორად შერჩეული წყალმომზადების სისტემა ყოველდღიურად სუფთა, მინარევებისგან თავისუფალი წყლის მიღებას ნიშნავს, რაც ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
R