პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდემდე უნდა იყვნენ ღორები და მონები ჩვენი ქვეყნის საჭესთან?" - ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის
"როდემდე უნდა იყვნენ ღორები და მონები ჩვენი ქვეყნის საჭესთან?" - ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟი, სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"გუ­შინ ვუ­ყუ­რე ბი­ძი­ნას და ისევ იგი­ვე ტაქ­ტი­კა აქვს არ­ჩე­უ­ლი - ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცებს და­აბ­რა­ლოს და ამის ხარ­ჯზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვანს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს ორი სა­მარ­ცხვი­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ასაზ­რდო­ებს და აზი­ა­ნებს ჩვენს ისე­დაც გა­ღა­ტა­კე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს.

მაგ­რამ, მინ­და და­გამ­შვი­დოთ, რომ ძა­ლი­ან მალე აღარ იდ­გე­ბა ეს გუ­ლის ამ­რე­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი. უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო/პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა და მთლი­ა­ნად სუფ­თა ადა­მი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი! ჩვენ ვიქ­ნე­ბით არა მე­სა­მე, არა­მედ პირ­ვე­ლი ძალა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად შეც­ვლის პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უქ­ტუ­რას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში! ძა­ლი­ან მალე გა­ი­გებთ თუ ვინ იქ­ნე­ბა ამ მოძ­რა­ო­ბა­ში და რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს! ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ის მა­რაზ­მი, რაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ხდე­ბა! ყვე­ლამ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. უნდა შევ­ცვა­ლოთ დღე­ვან­დე­ლი უმოქ­მე­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გა­მო­ვი­დეთ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფე­ო­და­ლიზ­მი­დან და და­ვი­წყოთ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" იგი ცოტა ხნის წი­ნაც წერ­და:

"მარ­თლა და­ვი­ღა­ლე ქარ­თუ­ლი "პო­ლი­ტი­კის" გვერ­დი­დან ყუ­რე­ბით და ყო­ველ დღე ნერ­ვე­ბის შლით. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ასე? რო­დემ­დე უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა უბინ­ძუ­რე­სი სფე­რო? რა­ტომ არ უნდა უნ­დო­დეთ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი აი­ღონ ხელ­ში? რო­დემ­დე უნდა გა­ნა­გებ­დენ ჩვენს დღის წეს­რიგს საბ­ჭო­თა მა­ხინ­ჯი აზ­როვ­ნე­ბის ვა­და­გა­სუ­ლი კო­მსო­მო­ლე­ბი? რო­დემ­დე უნდა იყ­ვნენ ღო­რე­ბი და მო­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ჭეს­თან? რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ქვეყ­ნის დოვ­ლა­თის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მყოფ ადა­მა­ი­ენბ­ზე და მათ მო­ნებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა? გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­დემ­დე უნდა იხო­ცე­ბო­დენ შიმ­ში­ლით, ანაც იმის გამო, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბი არ არის და­ცუ­ლი? და სა­ერ­თოდ რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს სა­მარ­ხვი­ნო რე­ა­ლო­ბა, შუა სა­უ­კე­ნე­ე­ბის ფე­ო­და­ლიზ­მი, რო­მელ­შიც ყო­ველ დღე ვიღ­ვი­ძებთ? არ უნდა დას­რულ­დეს არას­დროს?

ერთი დიდი ჭა­ო­ბია ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და რო­დემ­დე უნდა იყოს ასე? მარ­თლა ასე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ პა­ტი­ო­სა­ნი, წე­სი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი შე­იქ­მნას და მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? მარ­თლა ასე­თი და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ეს ამ­ბა­ვი? იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა რე­ა­ლო­ბაც გვაქვს დღეს, არ უნდა ჩან­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. მთა­ვა­რია მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდეთ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებს, რომ გა­აქ­ტი­ურ­დენ, გვერ­დი­დან აღარ შე­ხე­დონ პრო­ცესს და იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს რამე. ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლია შე­იქ­მნას რამე სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ბევრ ასეთ ადა­მი­ანს და რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბაც არ უნდა იყოს პრობ­ლე­მა და და­ნარ­ჩე­ნი უკვე ტექ­ნი­კის საქ­მეა. მე პი­რა­დად მზად ვარ, რომ ჩა­ვერ­თო ასეთ მოძ­რა­ო­ბა­ში და იმის მზა­ო­ბაც მაქვს, რომ ასე­თი მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლე­ბი­ბის­თვის დიდი შრო­მა გავ­წიო. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რომ შე­იკ­რას ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხი. ვფიქ­რობ მალე და­ვი­წყო ეს ამ­ბა­ვი, უბ­რა­ლოდ სა­ი­დან და­ვი­წყო ეგ არ ვიცი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"როდემდე უნდა იყვნენ ღორები და მონები ჩვენი ქვეყნის საჭესთან?" - ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

"როდემდე უნდა იყვნენ ღორები და მონები ჩვენი ქვეყნის საჭესთან?" - ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. ამის შესახებ გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"გუშინ ვუყურე ბიძინას და ისევ იგივე ტაქტიკა აქვს არჩეული - ცდილობს ყველაფერი ნაცებს დააბრალოს და ამის ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. ასეთი მოცემულობა კატასტროფამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას. ეს ორი სამარცხვინო პოლიტიკური გაერთიანება ერთმანეთს ასაზრდოებს და აზიანებს ჩვენს ისედაც გაღატაკებულ სახელმწიფოს.

მაგრამ, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ძალიან მალე აღარ იდგება ეს გულის ამრევი პოლიტიკური დღის წესრიგი. უკვე ჩამოყალიბების პროცესშია ახალი სამოქალაქო/პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა და მთლიანად სუფთა ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული! ჩვენ ვიქნებით არა მესამე, არამედ პირველი ძალა, რომელიც მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ კონიუქტურას ჩვენს ქვეყანაში! ძალიან მალე გაიგებთ თუ ვინ იქნება ამ მოძრაობაში და რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის მარაზმი, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება! ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. უნდა შევცვალოთ დღევანდელი უმოქმედო ხელისუფლება, გამოვიდეთ შუა საუკუნეების ფეოდალიზმიდან და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა", - წერს ჟურნალისტი.გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსებით გამოირჩევა. სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" იგი ცოტა ხნის წინაც წერდა:

"მართლა დავიღალე ქართული "პოლიტიკის" გვერდიდან ყურებით და ყოველ დღე ნერვების შლით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე უნდა იყოს პოლიტიკა უბინძურესი სფერო? რატომ არ უნდა უნდოდეთ ნორმალურ ადამიანებს თავიანთი ქვეყნის სადავეები აიღონ ხელში? როდემდე უნდა განაგებდენ ჩვენს დღის წესრიგს საბჭოთა მახინჯი აზროვნების ვადაგასული კომსომოლები? როდემდე უნდა იყვნენ ღორები და მონები ჩვენი ქვეყნის საჭესთან? როდემდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის დოვლათის ძალაუფლებაში მყოფ ადამაიენბზე და მათ მონებზე გადანაწილება? გაჭირვებული ადამიანები როდემდე უნდა იხოცებოდენ შიმშილით, ანაც იმის გამო, რომ ელემენტარულად უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული? და საერთოდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარხვინო რეალობა, შუა საუკენეების ფეოდალიზმი, რომელშიც ყოველ დღე ვიღვიძებთ? არ უნდა დასრულდეს არასდროს?

ერთი დიდი ჭაობია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და როდემდე უნდა იყოს ასე? მართლა ასეთი წარმოუდგენელია, რომ პატიოსანი, წესიერი, განათლებული, საღად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი შეიქმნას და მოვიდეს ხელისუფლებაში? მართლა ასეთი დაუჯერებელია ეს ამბავი? იმის გათვალისწინებით, თუ რა რეალობაც გვაქვს დღეს, არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი ასეთი წარმოუდგენელი. მთავარია მოტივაცია გაუჩნდეთ ნორმალურ ადამიანებს, რომ გააქტიურდენ, გვერდიდან აღარ შეხედონ პროცესს და იქნებ გვეშველოს რამე. ვფიქრობ, აუცილებლია შეიქმნას რამე სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ბევრ ასეთ ადამიანს და რომელიც ძირითადად ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაფინანსების მოძიებაც არ უნდა იყოს პრობლემა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. მე პირადად მზად ვარ, რომ ჩავერთო ასეთ მოძრაობაში და იმის მზაობაც მაქვს, რომ ასეთი მოძრაობის ჩამოყალებიბისთვის დიდი შრომა გავწიო. პირველი ნაბიჯები არის ყველაზე რთული, რომ შეიკრას ნორმალური ხალხი. ვფიქრობ მალე დავიწყო ეს ამბავი, უბრალოდ საიდან დავიწყო ეგ არ ვიცი".

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე