ავტორი:

„თავისუფლება სიტყვიდან იწყება“- 17 წლის „სიტყვებისგან შეწუხებული“ ბიჭის პირველი წიგნის ისტორია

„თავისუფლება სიტყვიდან იწყება“- 17 წლის „სიტყვებისგან შეწუხებული“ ბიჭის პირველი წიგნის ისტორია

პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. რიგ შემთხვევაში კი მწერლები ცნობილები თავისი პირველივე ნაწარმოებით ხდებიან. საინტერესოა, რომელია ცნობილი ქართველი მწერლების პირველი ნაწარმოებები და რა ბედი ეწია მათ. გადავწყვიტეთ, პირველი წიგნის ისტორიები შეგვეგროვებინა.

დათო ტურაშვილი იხსენებს ისტორიას, როგორი იყო მისი პირველი წიგნი:

„მე საბჭოთა საქართველოში დავიბადე და საბჭოთა საქართველოში ვიზრდებოდი, ჩემი პირველი წიგნიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე შვიდი წლით ადრე, ჩვიდმეტი წლის ასაკში დავწერე.

ჩემი პირველი წიგნი, ჩემი პირველი რომანია… თუ ჩვიდმეტი წლის ასაკში რომანის დაწერა შეგიძლია, რასაკვირველია იმის დავიწყებაც შეგიძლია, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობ. თუმცა მოთხრობების წერა, კიდევ უფრო ადრე დავიწყე და შეიძლება ამიტომაც მავიწყდებოდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც თავისუფლების ძალიან ეშინოდა ხელისუფლებას და ყველაზე მეტად კი ეშინოდა სიტყვის, რადგან იცოდა, რომ თავისუფლება სიტყვიდან იწყება.

ჰოდა, რა უნდა მექნა ჩვიდმეტი წლის სიტყვებისაგან შეწუხებულ ადამიანს ამდენი ხელნაწერით ხელდამშვენებულს და მივადექი იმ ორი რედაქციიდან ერთ-ერთს, რომელიც მაშინ საბჭოთა საქართველოში არსებობდა (როგორც ლიტერატურული ჟურნალი). არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, იქიდან როგორ გამომისტუმრეს. რაც შეეხება ჩემს პირველ, დაბეჭდილ და გამოცემულ წიგნს. ეს მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და წიგნის გამოცემას საქართველოში აღარ ესაჭიროებოდა საბჭოთა წესების, კანონებისა და ტრადიციის დაცვა.

რასაკვირველია, ნებისმიერი გამოცემული წიგნი, ნებისმიერი ავტორისთვის (ალბათ), განსაკუთრებული, აღუწერელი და აუხსნელი ბედნიერების განცდაა, მაგრამ იმ პირველს, მაინც არაფერი შეედრება და არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როცა ჩემი პირველი წიგნი ვნახე - ჩემი მოთხრობების პატარა კრებული, რომელმაც ყველაზე დიდი სიხარული მაჩუქა...

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მშურს იმ ახალგაზრდა მწერლების, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით, სიხარულით ეპატიჟებიან ლიტერატურაში და იმაშიც ეხმარებიან, რომ ბესტსელერის ავტორები გახდნენ.

არადა სულ არ ვარ შურიანი“...

ასეთია დათო ტურაშვილის პირველი წიგნის ისტორია. დამწყებ მწერლებს კი დიდი შანსი ეძლევათ, რომ მათი პირველივე წიგნები ბესტსელერები გახდნენ. ამ შესაძლებლობას ავტორებს „პალიტრა L-ის“ კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ აძლევს. თუ გაქვს სურვილი და ნიჭი იმისა, რომ წერო, ეს კონკურსი ნამდვილად შენთვისაა, რადგან კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

უკვე ორი წელია კონკურსი „ გახდი ბესტსელერის ავტორი“ ნიჭიერ ადამიანებს ეძებს და აძლევს იმის საშუალებას, აიხდინონ ყველაზე სანუკვარი სურვილი - შეუერთდნენ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების რიგებს. პირველი ორი კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები დღეს ქართულ ბაზარზე რეალური ბესტსელერები არიან, ახლა კი შენი ჯერია!

თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა შენი სახელი ამ სამყაროს დაუკავშირო, 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება.

განაცხადის შესახებ და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის