ავტორი:

მაია რჩეულიშვილს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

მაია რჩეულიშვილს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

„ცენტრ პოინტის" საქმეზე „მიონის" ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

“ცენტრ პოინტის" საქმის მიონის" ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილთან ერთად სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელი პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დაარღვის ფაქტზე 3 პირი გამოავლინეს - შსს

გუკა რჩეულიშვილმა პოლიციაში გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით, "კოკაინი" იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა - პროკურატურა

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა