მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს დღეს მანანა მაისურაძე, რომელმაც 18 წლის წინ ტელეშოუში 20 000 ლარი მოიგო - "რაც დავიბადე, სულ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ"
როგორ ცხოვრობს დღეს მანანა მაისურაძე, რომელმაც 18 წლის წინ ტელეშოუში 20 000 ლარი მოიგო - "რაც დავიბადე, სულ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ"

ამ ქალ­მა 2001 წელს ქარ­თუ­ლი შო­უ­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, მა­ყუ­რე­ბელ­ში არ­სე­ბუ­ლი ეჭვი გა­ფან­ტა და სტე­რე­ო­ტი­პი - "შო­უ­ში დიდ თან­ხას ვინ მო­გა­გე­ბი­ნებს" - და­ამ­სხვრია. დიახ, მა­ნა­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ სა­უ­კე­თე­სო თა­მა­შით და­ამ­ტკი­ცა, რომ შო­უ­ში 20 000 ლა­რის მო­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

მას შემ­დეგ თით­ქმის 20 წელი გა­ვი­და... რა მოხ­და ამ ხნის მან­ძილ­ზე ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორ ცხოვ­რობს, რაზე წუხს - ამა­ზე AMBEBI.GE-ის თა­ვად უყ­ვე­ბა.

"რა აზრი აქვს ისეთ ად­გი­ლას წას­ვლას, თუ წი­ნას­წარ ხარ მარ­ცხის­თვის გან­წი­რუ­ლი? სას­წა­უ­ლი ემო­ცია იყო... მა­ნამ­დე გა­და­ცე­მა რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და ნა­ნა­ხი, ემო­ცი­უ­რად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც კი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გო­ნე­ბა­ში ვთა­მა­შობ­დი კი­დეც, მაგ­რამ თუ ისე­თი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

შო­უ­ში მის­ვლამ­დე თუ გგო­ნია, მიხ­ვალ და ითა­მა­შებ, სკამ­ზე რომ ჯდე­ბი, ურ­თუ­ლე­სი რა­მაა... ამი­ტომ, მე­გო­ნა, ასე - 800 ლარს მო­ვი­გებ­დი, რაც იმ დრო­ის­თვის ჩემი ერთი წლის ბი­უ­ჯე­ტი იყო, მაგ­რამ 20.000 ლარი? არც მი­ფიქ­რია, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი," - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და ამ­ბობს, რომ მო­გე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე გონ­ზე ვერ მო­დი­ო­და, ვერ იაზ­რებ­და, რა მოხ­და.

- ე.ი. გა­გი­ჭირ­დათ წარ­მა­ტე­ბის აღ­ქმა...

- ის ხომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შოუ იყო და არა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რი. შოუს თა­ვი­სი ელე­მენ­ტე­ბი აქვს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­ჯიბრს - თა­ვი­სი. როცა შოუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უამ­რა­ვი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­დის, ცხა­დია, მა­ყუ­რე­ბელ­მაც უნდა ისი­ა­მოვ­ნოს და ეს სულ მახ­სოვ­და, იქ ყოფ­ნი­სას არ დამ­ვი­წყე­ბია. მა­ყუ­რე­ბე­ლი არ უნდა და­გა­ვი­წყდეს და შენ­თვის არ უნდა ითა­მა­შო.

მე­ცი­ნე­ბა, როცა მსგავს შო­უ­ში ძა­ლი­ან ად­ვი­ლი შე­კი­თხვა და­ის­მე­ბა და სა­ნამ წამ­ყვა­ნი და­ას­რუ­ლებს, მა­ნამ­დე წა­მო­ი­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე პა­სუხს. ამით მა­შინ­ვე აგ­დე­ბენ შოუს ხა­რისხს და ვერ ხვდე­ბი­ან. მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ ვერ სა­ზღვრა­ვენ, სად მი­დი­ან. ამის გარ­და, თუ ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ არ იცი­ან, იქ ფუ­ლის გამო ნუ მივ­ლენ, თავს ნუ გა­ი­მას­ხა­რა­ვე­ბენ...

- რა მო­გი­ტა­ნათ ცნო­ბილ შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ეტა­პი და­ი­წყო. რისი თქმა მინ­და - ბავ­შვო­ბი­დან­ვე წიგ­ნი იყო ჩემი ყვე­ლა­ფე­რი... 1991 წელს, ჩემს სახ­ლს ზნა­ურ­ში (დაბა ზნა­უ­რი ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ) ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და დავ­რჩით უსახ­ლკა­რო­ე­ბი, უმუ­შევ­რე­ბი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, - რა მოხ­და ასე­თი, რა­ტომ და­მე­მარ­თა ასე? რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ერთი ჭერი ჩემ­თვი­საც იყოს? სად წა­ვი­და ამ­დე­ნი ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა, ასე რო­გორ ჩა­ი­ყა­რა წყალ­ში ყვე­ლა­ფე­რი?.. ფი­ლო­ლო­გი ვარ და იმ დრო­ის­თვის უკვე 20 წლის მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და...

20 000 ლა­რის მო­გე­ბის შემ­დგომ კი, ამ წარ­მა­ტე­ბამ ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­მიბ­რუ­ნა, მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ვი­ღაც ვი­ყა­ვი... ცუ­დია, როცა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა გე­კარ­გე­ბა... მერე ადა­მი­ა­ნებ­მაც და­მი­ნა­ხეს, გზა გა­მეხ­სნა, თბი­ლის­ში სახ­ლი ვი­ყი­დე. თბი­ლის­ში იმი­ტომ ვი­ყი­დე, რომ ფეს­ვე­ბი სა­დაც მქონ­და, იქი­დან ამომ­გლი­ჯეს. მერე უკვე მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, სად ვი­ცხოვ­რებ­დით...

მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა იმე­დი არ და­კარ­გოს. იმე­დი რომ და­მე­კარ­გა და იმ შო­უ­ში არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ხომ ვერ მო­ვი­გებ­დი?! ე.ი. ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!

- მო­გე­ბი­დან თით­ქმის 20 წელი გა­ვი­და, რო­გორ წა­რი­მარ­თა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე?

- თბი­ლის­ში ბევ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, ვას­წავ­ლი­დი ორ ლი­ცე­უმ­ში - „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცეს­ში“ და „თა­მა­რი­ონ­ში“. იქაც დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი იყო - და­ვით კახ­ნი­აშ­ვილ­მა და გუ­ლი­კო კვი­ცი­ან­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, რე­პე­ტი­ტო­რო­ბა და­ვი­წყე. დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, ლი­ცე­უ­მე­ბი­დან წა­მო­ვე­დი და ამ საქ­მეს მივ­ყე­ვი. შე­იძ­ლე­ბა რე­პე­ტი­ტო­რებს ზო­გი­ერ­თი ცე­რად უყუ­რებს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი შრო­მაა ამ საქ­მე­ში... ბევ­რი კარ­გი ბავ­შვი გა­ვი­ცა­ნი.

ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა სა­ოც­რე­ბაა. ყვე­ლა­ზე ნაღ­დი ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რო­მე­ლიც არას­დროს გი­ღა­ლა­ტებს და ზურ­გში არა­ფერს ჩაგ­ცემს

- რო­გორც პე­და­გო­გი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, რას ფიქ­რობთ, ადა­მი­ა­ნი წიგნს და­შორ­და?

- მა­ში­ნაც კი, როცა ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო, იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, ვი­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა და იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც წიგნს ვერ და­ა­ჭე­რი­ნებ­დნენ ხელ­ში. ასე­თე­ბი ახ­ლაც არი­ან. წიგ­ნი ადა­მი­ანს ძა­ლას და სიბ­რძნეს მა­ტებს. იმის ძა­ლას აძ­ლევს, რომ მშვი­დად შეხ­ვდეს ყვე­ლა­ფერს, ბევ­რი რამ გან­სა­ზღვროს და ჯან­სა­ღად იაზ­როვ­ნოს... თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბა­შიც გა­მო­დის კარ­გი წიგ­ნე­ბი, მაგ­რამ მე ძვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უფრო მომ­წონს.

არა­ერ­თი მოს­წავ­ლე მყავს, რომ­ლე­ბიც კი­თხუ­ლო­ბენ და ინ­ფორ­მა­ცი­ას მაწ­ვდი­ან - რო­მე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მო­აქვთ კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ასე წა­ვი­კი­თხე ჰა­რუ­კი მუ­რა­კა­მი, ჟოზე სა­რა­მა­გუ, არუნ­და­ტი როი, ელიფ შა­ფა­ქი და ბევ­რი სხვა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უ­ბა­რი. იმის თქმა მინ­და, რომ დღე­საც კი­თხუ­ლო­ბენ.

- ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით...

- კი, ად­ვი­ლი და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი არ ვარ. ვის უყ­ვარს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა, მაგ­რამ ადა­მი­ანს გი­წევს ეს. რაც და­ვი­ბა­დე, სულ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ვარ და უკვე საკ­მა­ოდ კარ­გად ვარ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

- თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ?

- მყავს ვაჟი - გი­ორ­გი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცოლ-შვი­ლით მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ნა კი თბი­ლის­შია - 2 შვი­ლი ჰყავს. მე ცალ­კე ვცხოვ­რობ, მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლია...

გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ 1991 წელს, სექ­ტემ­ბერ­ში ჩემს სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და დაწ­ვეს. იმის მერე ვიბ­რძვი იმის­თვის, რომ ჩემი სახ­ლის კომ­პენ­სა­ცია მომ­ცენ, მაგ­რამ ამას ჯერ ვერ მი­ვაღ­წიე. როცა სახ­ლი არ მქონ­და, არ მო­უ­ცი­ათ და ახლა, მით უმე­ტეს, აღარ იწუ­ხე­ბენ თავს. ბი­ნა­ზე კი არ არის აქ საქ­მე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია!

2 წლის წინ ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ვინ­მე ცოტ­ნი­აშ­ვილს შევხდი. ხელ­გაშ­ლი­ლი შე­მო­მე­გე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ამა­ზე თქვენ აქ მო­სუ­ლი­ყა­ვით, რო­გორ გაწ­ვა­ლე­ბე­ნო. კი, მო­გიგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ფერ­სო, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი...

ჯერ ერთი - ენა­ზე ვინ ექა­ჩე­ბო­და, თუ არ შე­ეძ­ლო, რა­ტომ მპირ­დე­ბო­და, თუ დამ­პირ­და, რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა?! მისი ბავ­შვი და მო­სა­ტყუ­ა­რი ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი, არც ის ადა­მი­ა­ნი, რომ მის ან­კესს წა­მოვ­გე­ბო­დი. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლას, ვინც მას­თან სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მით მი­დი­ო­და, ასე ხვდე­ბო­და და ასე ატყუ­ებ­და. რაში სჭირ­დე­ბო­და?!

იმას ხომ არ ვი­კად­რებ, მი­ვი­დე, მუ­რი­ა­ნი, ჭუ­ჭყი­ა­ნი, გა­ჩე­ჩი­ლი, ერთ ხელ­ში ბენ­ზი­ნის ბოთ­ლი და მე­ო­რე­ში - "ზა­ჟი­კგალ­კა" მე­ჭი­როს, ვი­წი­ო­კო ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს წინ - თუ არ მომ­ცემთ კომ­პენ­სა­ცი­ას, ბენ­ზინს გა­და­ვის­ხამ და თავს და­ვიწ­ვავ-მეთ­ქი?! ჩემი პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე არ მი­ვალ. თუ მთავ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქედ არ მთვლის, ამის გამო პრო­ტესტს მე ასე გა­მო­ვუ­ცხა­დებ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

როგორ ცხოვრობს დღეს მანანა მაისურაძე, რომელმაც 18 წლის წინ ტელეშოუში 20 000 ლარი მოიგო - "რაც დავიბადე, სულ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ"

როგორ ცხოვრობს დღეს მანანა მაისურაძე, რომელმაც 18 წლის წინ ტელეშოუში 20 000 ლარი მოიგო - "რაც დავიბადე, სულ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ"

ამ ქალმა 2001 წელს ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელში არსებული ეჭვი გაფანტა და სტერეოტიპი - "შოუში დიდ თანხას ვინ მოგაგებინებს" - დაამსხვრია. დიახ, მანანა მაისურაძემ საუკეთესო თამაშით დაამტკიცა, რომ შოუში 20 000 ლარის მოგება შესაძლებელი იყო.

მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა... რა მოხდა ამ ხნის მანძილზე ქალბატონი მანანას ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობს, რაზე წუხს - ამაზე AMBEBI.GE-ის თავად უყვება.

"რა აზრი აქვს ისეთ ადგილას წასვლას, თუ წინასწარ ხარ მარცხისთვის განწირული? სასწაული ემოცია იყო... მანამდე გადაცემა რამდენჯერმე მქონდა ნანახი, ემოციურად, ინტელექტუალურად და ფსიქოლოგიურადაც კი, მომზადებული ვიყავი. გონებაში ვთამაშობდი კიდეც, მაგრამ თუ ისეთი რთული იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდი...

შოუში მისვლამდე თუ გგონია, მიხვალ და ითამაშებ, სკამზე რომ ჯდები, ურთულესი რამაა... ამიტომ, მეგონა, ასე - 800 ლარს მოვიგებდი, რაც იმ დროისთვის ჩემი ერთი წლის ბიუჯეტი იყო, მაგრამ 20.000 ლარი? არც მიფიქრია, ვერც წარმოვიდგენდი," - გვიყვება ქალბატონი მანანა და ამბობს, რომ მოგების შემდეგ რამდენიმე თვე გონზე ვერ მოდიოდა, ვერ იაზრებდა, რა მოხდა.

- ე.ი. გაგიჭირდათ წარმატების აღქმა...

- ის ხომ ინტელექტუალური შოუ იყო და არა ინტელექტუალური შეჯიბრი. შოუს თავისი ელემენტები აქვს, ინტელექტუალურ შეჯიბრს - თავისი. როცა შოუ ტელევიზიაში უამრავი მაყურებლისთვის გადის, ცხადია, მაყურებელმაც უნდა ისიამოვნოს და ეს სულ მახსოვდა, იქ ყოფნისას არ დამვიწყებია. მაყურებელი არ უნდა დაგავიწყდეს და შენთვის არ უნდა ითამაშო.

მეცინება, როცა მსგავს შოუში ძალიან ადვილი შეკითხვა დაისმება და სანამ წამყვანი დაასრულებს, მანამდე წამოიძახებენ ხოლმე პასუხს. ამით მაშინვე აგდებენ შოუს ხარისხს და ვერ ხვდებიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ საზღვრავენ, სად მიდიან. ამის გარდა, თუ ელემენტარული რამ არ იციან, იქ ფულის გამო ნუ მივლენ, თავს ნუ გაიმასხარავებენ...

- რა მოგიტანათ ცნობილ შოუში გამარჯვებამ?

- ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ეტაპი დაიწყო. რისი თქმა მინდა - ბავშვობიდანვე წიგნი იყო ჩემი ყველაფერი... 1991 წელს, ჩემს სახლს ზნაურში (დაბა ზნაური ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ) ცეცხლი წაუკიდეს და დავრჩით უსახლკაროები, უმუშევრები. გაოგნებული ვიყავი, ვფიქრობდი, - რა მოხდა ასეთი, რატომ დამემართა ასე? რატომ არ შეიძლება, ერთი ჭერი ჩემთვისაც იყოს? სად წავიდა ამდენი ცოდნა, განათლება, ასე როგორ ჩაიყარა წყალში ყველაფერი?.. ფილოლოგი ვარ და იმ დროისთვის უკვე 20 წლის მუშაობის გამოცდილება მქონდა...

20 000 ლარის მოგების შემდგომ კი, ამ წარმატებამ ჯერ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა, მაგრძნობინა, რომ ვიღაც ვიყავი... ცუდია, როცა საკუთარი თავის რწმენა გეკარგება... მერე ადამიანებმაც დამინახეს, გზა გამეხსნა, თბილისში სახლი ვიყიდე. თბილისში იმიტომ ვიყიდე, რომ ფესვები სადაც მქონდა, იქიდან ამომგლიჯეს. მერე უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვიცხოვრებდით...

მთავარია, ადამიანმა იმედი არ დაკარგოს. იმედი რომ დამეკარგა და იმ შოუში არ მივსულიყავი, ხომ ვერ მოვიგებდი?! ე.ი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

- მოგებიდან თითქმის 20 წელი გავიდა, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება ამ წლების მანძილზე?

- თბილისში ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი, ვასწავლიდი ორ ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესში“ და „თამარიონში“. იქაც დიდი ადამიანური ფაქტორი იყო - დავით კახნიაშვილმა და გულიკო კვიციანმა საშუალება მომცეს, მასწავლებელი ვყოფილიყავი. ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ, რეპეტიტორობა დავიწყე. დავწერე განცხადება, ლიცეუმებიდან წამოვედი და ამ საქმეს მივყევი. შეიძლება რეპეტიტორებს ზოგიერთი ცერად უყურებს, მაგრამ საკმაოდ დიდი შრომაა ამ საქმეში... ბევრი კარგი ბავშვი გავიცანი.

ბავშვებთან მუშაობა საოცრებაა. ყველაზე ნაღდი ადამიანები და საზოგადოებაა, რომელიც არასდროს გიღალატებს და ზურგში არაფერს ჩაგცემს

- როგორც პედაგოგი, ინტელექტუალი, რას ფიქრობთ, ადამიანი წიგნს დაშორდა?

- მაშინაც კი, როცა ინტერნეტი არ იყო, იყვნენ ბავშვები, ვისაც ძალიან უყვარდა კითხვა და იყვნენ ისეთები, რომლებსაც წიგნს ვერ დააჭერინებდნენ ხელში. ასეთები ახლაც არიან. წიგნი ადამიანს ძალას და სიბრძნეს მატებს. იმის ძალას აძლევს, რომ მშვიდად შეხვდეს ყველაფერს, ბევრი რამ განსაზღვროს და ჯანსაღად იაზროვნოს... თანამედროვე მწერლობაშიც გამოდის კარგი წიგნები, მაგრამ მე ძველი ლიტერატურა უფრო მომწონს.

არაერთი მოსწავლე მყავს, რომლებიც კითხულობენ და ინფორმაციას მაწვდიან - რომელი წიგნი გამოვიდა და მოაქვთ კიდეც. მაგალითად, ასე წავიკითხე ჰარუკი მურაკამი, ჟოზე სარამაგუ, არუნდატი როი, ელიფ შაფაქი და ბევრი სხვა. ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებთან საუბარი. იმის თქმა მინდა, რომ დღესაც კითხულობენ.

- ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით...

- კი, ადვილი დასამარცხებელი არ ვარ. ვის უყვარს წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ ადამიანს გიწევს ეს. რაც დავიბადე, სულ ამ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ და უკვე საკმაოდ კარგად ვარ შეიარაღებული.

- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ?

- მყავს ვაჟი - გიორგი ხარაზიშვილი, რომელიც ცოლ-შვილით მოსკოვში ცხოვრობს. ქალიშვილი მარინა კი თბილისშია - 2 შვილი ჰყავს. მე ცალკე ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილია...

გული იმაზე მწყდება, რომ 1991 წელს, სექტემბერში ჩემს სახლს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. იმის მერე ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი სახლის კომპენსაცია მომცენ, მაგრამ ამას ჯერ ვერ მივაღწიე. როცა სახლი არ მქონდა, არ მოუციათ და ახლა, მით უმეტეს, აღარ იწუხებენ თავს. ბინაზე კი არ არის აქ საქმე, სამართლიანობაზე მაქვს პრეტენზია!

2 წლის წინ ლტოლვილთა სამინისტროში ვიყავი, მინისტრის მოადგილეს, ვინმე ცოტნიაშვილს შევხდი. ხელგაშლილი შემომეგება, როგორ შეიძლებოდა, ამაზე თქვენ აქ მოსულიყავით, როგორ გაწვალებენო. კი, მოგიგვარებთ ყველაფერსო, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი...

ჯერ ერთი - ენაზე ვინ ექაჩებოდა, თუ არ შეეძლო, რატომ მპირდებოდა, თუ დამპირდა, რატომ არ შეასრულა?! მისი ბავშვი და მოსატყუარი ნამდვილად არ ვიყავი, არც ის ადამიანი, რომ მის ანკესს წამოვგებოდი. მერე აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც მასთან საკუთარი პრობლემით მიდიოდა, ასე ხვდებოდა და ასე ატყუებდა. რაში სჭირდებოდა?!

იმას ხომ არ ვიკადრებ, მივიდე, მურიანი, ჭუჭყიანი, გაჩეჩილი, ერთ ხელში ბენზინის ბოთლი და მეორეში - "ზაჟიკგალკა" მეჭიროს, ვიწიოკო ლტოლვილთა სამინისტროს წინ - თუ არ მომცემთ კომპენსაციას, ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ-მეთქი?! ჩემი პროტესტი იქნება, რომ არჩევნებზე არ მივალ. თუ მთავრობა სახელმწიფოს მოქალაქედ არ მთვლის, ამის გამო პროტესტს მე ასე გამოვუცხადებ!

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რომელ რეგიონებშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

Zoomart-ის და Wolt-ის საახალწლო საჩუქარი მიუსაფარ ცხოველებს