პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია შამუგია ბიზნესმენს ხვდება - "ვიპოვე მამაკაცი ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით"
ხატია შამუგია ბიზნესმენს ხვდება - "ვიპოვე მამაკაცი ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით"

ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხეს, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსელ "ისი პა­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­ტია შა­მუ­გი­ას, "ქუ­ჩის ბიჭ" გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: "დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!" ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. მარ­თა­ლია, მის ვი­ნა­ო­ბას ხა­ტია კვლავ ასა­ი­დუმ­ლო­ებს, მაგ­რამ პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე "სარ­კეს­თან" და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რობს.

- ხა­ტია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლოთ პრე­სის­გან, მაგ­რამ ამ­ჯე­რად იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ იმ დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც გეწ­ვი­ათ.

- ჩემს გრძნო­ბა­სა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ახ­ლაც მი­ჭირს, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. მო­მავ­ლის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს.

- ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თქვენს ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და.

- მარ­თა­ლია, ჩვენ ბავ­შვო­ბა­ში ერთ უბან­ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ ვიც­ნობ­დით. ერთი თა­ო­ბა ვართ, ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში, უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბო­ბის გარ­და, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მეც მალე გა­და­ვე­დი იმ უბ­ნი­დან და შემ­დეგ სა­ერ­თოდ დავ­კარ­გეთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ გან­გე­ბამ ინე­ბა და ჩვე­ნი გზე­ბი 15-20 წლის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა.

- რო­გო­რია ეს სიყ­ვა­რუ­ლი?

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. სიყ­ვა­რუ­ლი დიდ ძა­ლას მაძ­ლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვი­ა­ლა ხარ. ერთი ჰო­როს­კო­პი გვაქვს, ორი­ვე ლომი ვართ და ხა­სი­ა­თი­თაც ვგა­ვართ. ევ­რო­პა­ში ხან­გრძლივ­მა ცხოვ­რე­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, მის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზეც სა­უ­კე­თე­სოდ იმოქ­მე­და. ის ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მა­მა­კა­ცი უნდა იყოს. სულ ვამ­ბობ­დი, ძა­ლი­ან "გრუ­ზინ" მა­მა­კაცს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი-მეთ­ქი, ამა­ში სწო­რედ მენ­ტა­ლი­ტეტს ვგუ­ლის­ხმობ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ხვდი ქარ­თველ მა­მა­კაცს, რო­მელ­საც აქვს ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ხა­სი­ა­თით მა­ინც ქარ­თვე­ლია. ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც იპო­ვი მა­მა­კაცს ქარ­თუ­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თით და ევ­რო­პუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ზუს­ტად ჩემ­თვის და­ი­ბა­და. ის ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და ეს მან­ძი­ლიც ძა­ლი­ან ალა­მა­ზებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას. ხში­რად ჩა­მო­დის, მაგ­რამ მა­ინც სულ არის მო­ნატ­რე­ბა. ჩვე­ნი ის­ტო­რია ლა­მაზ ზღა­პარს ჰგავს. როცა პრინ­ცი სხვა­გან არის და ელო­დე­ბი, ისიც მო­დის და ბედ­ნი­ე­რი ხარ.

ავთო ჩი­ტი­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ავტორი:

ხატია შამუგია ბიზნესმენს ხვდება - "ვიპოვე მამაკაცი ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით"

ხატია შამუგია ბიზნესმენს ხვდება - "ვიპოვე მამაკაცი ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით"

ქართველი სელებრითების ერთ-ერთ აქტიურ სახეს, პარფიუმერული ქსელ "ისი პარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ხატია შამუგიას, "ქუჩის ბიჭ" გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ ხმამაღლა და საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ შეყვარებულია. მის ცხოვრებაში თუ რაიმე სახის გრძნობა ან ურთიერთობა იყო, ამას არასდროს ასაჯაროებდა, მაგრამ დადგა ეტაპი, როდესაც შეუძლია თქვას: "დიახ, შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობ!" ხატიას ცხოვრებაში გამოჩნდა პრინცი, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს. ეს ქართველი მამაკაცი მის ბავშვობაშიც არსებობდა, მერვე კლასამდე უბნელები იყვნენ, შემდეგ ხატიამ საცხოვრებელი სახლი შეიცვალა და მათი გზებიც გაიყო. ამასობაში ხატია წარმატებულ ქალად იქცა, ის ქართველი ბიჭი კი ირლანდიაში წავიდა, ბიზნესი ააწყო და იმ ქვეყნის მოქალაქეც გახდა. მათი გზები წლების შემდეგ გადაიკვეთა და ძველი, ბავშვური ნაცნობობა სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა. მართალია, მის ვინაობას ხატია კვლავ ასაიდუმლოებს, მაგრამ პირად ბედნიერებაზე "სარკესთან" დაუფარავად საუბრობს.

- ხატია, ყოველთვის ახერხებთ, რომ პირადი ცხოვრების დეტალები საგულდაგულოდ დამალოთ პრესისგან, მაგრამ ამჯერად იქნებ მოგვიყვეთ იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც გეწვიათ.

- ჩემს გრძნობასა და ამ ურთიერთობაზე საუბარი ახლაც მიჭირს, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუყვარვარ, რომელთან ერთადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მომავლისთვისაც სერიოზული გეგმები გვაქვს.

- ამბობენ, რომ ეს ადამიანი თქვენს ბავშვობაშიც არსებობდა.

- მართალია, ჩვენ ბავშვობაში ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. ერთი თაობა ვართ, ჩემზე ერთი წლით უფროსია, მაგრამ ბავშვობაში, უბრალო ნაცნობობის გარდა, არაფერი ყოფილა. მეც მალე გადავედი იმ უბნიდან და შემდეგ საერთოდ დავკარგეთ ერთმანეთი, მაგრამ განგებამ ინება და ჩვენი გზები 15-20 წლის შემდეგ გადაიკვეთა.

- როგორია ეს სიყვარული?

- ძალიან ლამაზი. სიყვარული დიდ ძალას მაძლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვიალა ხარ. ერთი ჰოროსკოპი გვაქვს, ორივე ლომი ვართ და ხასიათითაც ვგავართ. ევროპაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ, ბუნებრივია, მის მენტალიტეტზეც საუკეთესოდ იმოქმედა. ის ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, რომ მამაკაცი უნდა იყოს. სულ ვამბობდი, ძალიან "გრუზინ" მამაკაცს ვერ შევეგუები-მეთქი, ამაში სწორედ მენტალიტეტს ვგულისხმობდი. საბედნიეროდ, შევხვდი ქართველ მამაკაცს, რომელსაც აქვს ევროპული აზროვნება და ხასიათით მაინც ქართველია. ძალიან კარგია, როდესაც იპოვი მამაკაცს ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით. მგონია, რომ ეს ადამიანი ზუსტად ჩემთვის დაიბადა. ის ირლანდიაში ცხოვრობს და ეს მანძილიც ძალიან ალამაზებს ჩვენს ურთიერთობას. ხშირად ჩამოდის, მაგრამ მაინც სულ არის მონატრება. ჩვენი ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს. როცა პრინცი სხვაგან არის და ელოდები, ისიც მოდის და ბედნიერი ხარ.

ავთო ჩიტიძე

ჟურნალი "სარკე"

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია