მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია მოკლული მამაკაცის შვილი
წყნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია მოკლული მამაკაცის შვილი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ წყნეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ც. და­ა­კა­ვეს.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მას - 1954 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ც.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

წყნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია მოკლული მამაკაცის შვილი

წყნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია მოკლული მამაკაცის შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია 1 პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას - 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს