ავტორი:

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემრორიალთან, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადებით ეხმაურება:

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ "სკანდალურ" ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას "გაპარვად" აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!" - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი დღეს 9 აპრილის მემორიალთან პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და ტერიტორია 30 წლის წინანდელი მოვლენების შეფასების გარეშე დატოვა.

ამის შემდეგ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა, რამაც მამამისის პროტესტი გამოიწვია და ღონისძიება დატოვა.

"რეგულაციები ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს - ფეხბურთის სტადიონზე, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე" - სალომე ზურაბიშვილი

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე