ავტორი:

რატომ არ იყო მიღებაზე 9 აპრილის გმირის ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება და ოჯახის პასუხი

რატომ არ იყო მიღებაზე 9 აპრილის გმირის ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება და ოჯახის პასუხი

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის - ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამასთან, მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ სალოზე სურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

"ჩვენ, ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯხთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა?! ფიზიკურად ვერ მოხეხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო. ბეჟანიშვილის გვარი ჩვეულებრივად იქნა წაკითხული", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკა ბეჟანიშვილის დედამ უპასუხა. როგორც ლალი ყანჩაველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევა არ მიუღია.

"დღეს მიღებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. სიის წაკითხვის დროს ეკას გვარის შეშლია და სწორად არ უხსენებია. ჩემი ტელეფონი დაკავებული იყო ჟურნალისტებთან საუბრის დროს. სხვა დროს მე ტელეფონი არ დამიკავებია. ან, სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე?! დღეს, 14:30 საათიდან საღამომდე სასაფლაოზე ვიყავი. ჩემმა დამ დამირეკა და მითხა, რომ პრეზიდენტს ეკა ბეჟანიშვილის ნაცვლად ბეჟაშვილი უთქვამს. კონკრეტულად პრეზიდენტს არაფერს ვეტყოდი, ჩემი აზრით, უფრო იმის დანაშაულია, ვინც ეს დაუწერა და დაუდო", - განაცხადა ლალი ყანჩაველმა.

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გარდაიცვალა

მალე საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ - როდის იწყება რეგისტრაცია?

ბოლო დღე-ღამეში 36 578 ტესტი ჩატარდა - გამოვლინდა ინფიცრების 777 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი