Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ნაბაკევში 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს
სოფელ ნაბაკევში 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს

30 წლის წინ, 1989 წლის მი­წუ­რულს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში აღ­მარ­თუ­ლი 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­და­ა­კე­თეს და სახე შე­უც­ვა­ლეს. მე­მო­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ცხრა აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა, დღეს აწე­რია - "აფხა­ზე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის და­ცე­მუ­ლი მე­ომ­რე­ბის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად".

მე­მო­რი­ა­ლი 30 წლის წინ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა, ხურ­ჩის მცხოვ­რებ­მა ჯამ­ბულ ეხ­ვა­ი­ამ და ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­ა­წყვეს. ეხ­ვა­ია AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ ეს ნა­ბა­კევ­ში მა­შინ ყვე­ლა­ზე წმინ­და ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და. იხ­სე­ნებს, რომ მე­მო­რი­ა­ლის გახ­სნაც საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი იყო:

"ენა მა­მუ­ლი სარ­წმუ­ნე­ბა - ასეთ სიმ­ბო­ლოდ იყო აღ­მარ­თუ­ლი 9 აპ­რი­ლის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. პირ­ველ სვეტ­ზე დედა ენა, ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტუ­რუ­ლი რუკა და მე­სა­მე ფლი­გელ­ზე წმინ­და გი­ორ­გის ხატი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. მე­მო­რი­ალს ჰქონ­და გუმ­ბა­თის ფორ­მა და მას­ზე ჯვა­რი იყო აღ­მარ­თუ­ლი, გვერ­დით კი ზარი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ბა­კევ­ში ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ მე­მო­რი­ალ­თან და 21 სან­თელს ან­თებ­დნენ, იმ­დე­ნი შან­და­ლი იყო, რამ­დე­ნიც იმ ტრა­გი­კულ ღა­მეს და­ი­ღუ­პა..." - იხ­სე­ნებს ეხ­ვა­ია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, მე­მო­რი­ა­ლის ნა­ხა­ზი 1989 წელს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­კეთ­და და აღ­მარ­თვა მა­შინ­დელ­მა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბამ და­ა­ფი­ნან­სა:

"სიმ­ბო­ლუ­რად იყო ნი­ჩა­ბი და მის წინ აღ­მარ­თუ­ლი მტევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც უპი­რის­პირ­დე­ბო­და ამ ძა­ლა­დო­ბას. დღე­ვან­დე­ლი კურ­სით რომ დავ­თვა­ლოთ, 22 000 ლარი და­ი­ხარ­ჯა, რად­გან მარ­მა­რი­ლო­თი იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. ღობე და ეზოც მო­ვა­წყვეთ. პომ­პე­ზუ­რი გახ­სნა გვქონ­და - მღვდე­ლიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ილო­რი­დან, რო­მელ­მაც აკურ­თხა მე­მო­რი­ა­ლი“, - გვი­თხრა ჯამ­ბულ ეხ­ვა­ი­ამ.

რო­გორც ეხ­ვა­ია ამ­ბობს, მას ცოტა ხნის წინ გა­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ნა­ბა­კევ­ში აღ­მარ­თუ­ლი 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­და­ა­კე­თეს. მა­მა­კა­ცი წუხს, რომ ოკუ­პან­ტე­ბი კვლავ ცდი­ლო­ბენ შეც­ვა­ლონ ის­ტო­რია, თით­ქოს მე­მო­რი­ა­ლი "აფხა­ზე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის და­ცე­მუ­ლი მე­ომ­რე­ბის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად" არის აღ­მარ­თუ­ლი:

"რამ­დე­ნი ენერ­გია, შრო­მა და მხარ­და­ჭე­რა ჩა­ი­დო იმა­ში, რომ 1989 წელს, 9 აპ­რი­ლის ეს მე­მო­რი­ა­ლი აღ­მარ­თუ­ლი­ყო ნა­ბა­კე­ვის ცენ­ტრში. მე­მო­რი­ა­ლის კვარ­ცხლბეკ­ზე შე­მარ­თუ­ლი მარ­ჯვე­ნა, უარს ამ­ბობ­და რუ­სუ­ლი ხელ­ნი­ჩა­ბის ძალ­მომ­რე­ო­ბა­ზე. წლე­ბი გა­ვი­და და დღეს ეს მე­მო­რი­ა­ლი ოკუ­პან­ტებ­მა გა­და­ა­კე­თეს. ცვლი­ან ის­ტო­რი­ას, ცდი­ლო­ბენ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში წა­შა­ლონ ქარ­თუ­ლი კვა­ლი“ - ამ­ბობს ეხ­ვა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სოფელ ნაბაკევში 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს

სოფელ ნაბაკევში 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს

30 წლის წინ, 1989 წლის მიწურულს, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ნაბაკევში აღმართული 9 აპრილის მემორიალი, რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს და სახე შეუცვალეს. მემორიალს, რომელიც წლების წინ ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, დღეს აწერია - "აფხაზეთის თავისუფლებისათვის დაცემული მეომრების უკვდავსაყოფად".

მემორიალი 30 წლის წინ ეროვნული მოძრაობის წევრმა, ხურჩის მცხოვრებმა ჯამბულ ეხვაიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოაწყვეს. ეხვაია AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ეს ნაბაკევში მაშინ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა. იხსენებს, რომ მემორიალის გახსნაც საკმაოდ მასშტაბური იყო:

"ენა მამული სარწმუნება - ასეთ სიმბოლოდ იყო აღმართული 9 აპრილის დღის აღსანიშნავად. პირველ სვეტზე დედა ენა, ცენტრში საქართველოს კონტურული რუკა და მესამე ფლიგელზე წმინდა გიორგის ხატი იყო გამოსახული. მემორიალს ჰქონდა გუმბათის ფორმა და მასზე ჯვარი იყო აღმართული, გვერდით კი ზარი ჩამოკიდებული.

წლების განმავლობაში ნაბაკევში ახლადდაქორწინებულები მიდიოდნენ მემორიალთან და 21 სანთელს ანთებდნენ, იმდენი შანდალი იყო, რამდენიც იმ ტრაგიკულ ღამეს დაიღუპა..." - იხსენებს ეხვაია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, მემორიალის ნახაზი 1989 წელს მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა და აღმართვა მაშინდელმა კოლმეურნეობამ დააფინანსა:

"სიმბოლურად იყო ნიჩაბი და მის წინ აღმართული მტევნები, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ძალადობას. დღევანდელი კურსით რომ დავთვალოთ, 22 000 ლარი დაიხარჯა, რადგან მარმარილოთი იყო თავიდან ბოლომდე მოპირკეთებული. ღობე და ეზოც მოვაწყვეთ. პომპეზური გახსნა გვქონდა - მღვდელიც ჩამოვიყვანეთ ილორიდან, რომელმაც აკურთხა მემორიალი“, - გვითხრა ჯამბულ ეხვაიამ.

როგორც ეხვაია ამბობს, მას ცოტა ხნის წინ გალის მუნიციპალიტეტიდან შეატყობინეს, რომ ნაბაკევში აღმართული 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს. მამაკაცი წუხს, რომ ოკუპანტები კვლავ ცდილობენ შეცვალონ ისტორია, თითქოს მემორიალი "აფხაზეთის თავისუფლებისათვის დაცემული მეომრების უკვდავსაყოფად" არის აღმართული:

"რამდენი ენერგია, შრომა და მხარდაჭერა ჩაიდო იმაში, რომ 1989 წელს, 9 აპრილის ეს მემორიალი აღმართულიყო ნაბაკევის ცენტრში. მემორიალის კვარცხლბეკზე შემართული მარჯვენა, უარს ამბობდა რუსული ხელნიჩაბის ძალმომრეობაზე. წლები გავიდა და დღეს ეს მემორიალი ოკუპანტებმა გადააკეთეს. ცვლიან ისტორიას, ცდილობენ ყველგან და ყველაფერში წაშალონ ქართული კვალი“ - ამბობს ეხვაია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ