სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გამორიცხული, რუსეთმა ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს" - რა შეიძლება მოჰყვეს "კანონიერი ქურდის" "ტაროს" გათავისუფლებას
"არ არის გამორიცხული, რუსეთმა ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს" - რა შეიძლება მოჰყვეს "კანონიერი ქურდის" "ტაროს" გათავისუფლებას

ქარ­თვე­ლი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტა­რი­ელ ონი­ა­ნი დღეს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ტო­ვებს. რუ­სუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და სწო­რედ ამი­ტომ ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წევს.

ონი­ა­ნი რუ­სეთ­ში­ გა­მო­ძალ­ვი­სა და ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის გამო 2010 წელს მის­ჯილ 10-წლი­ან სას­ჯელს ორენ­ბურ­გის ოლ­ქში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნია "შავ დელ­ფინ­ში" იხ­დი­და. ის ეს­პა­ნე­თი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ონი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი რამ­დე­ნი­მე წლის წინ თქვა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­მენ­ტი­დან დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა მისი დე­პორ­ტა­ცი­ის სა­კი­თხი, ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თის შსს-ს ცნო­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის რუ­სე­თი­დან სა­მუ­და­მო გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტა­რი­ელ ონი­ანს რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეს­პა­ნეთს გა­დას­ცემ­დნენ, სა­დაც მას კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა­სა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს, თუმ­ცა "როს­ბალ­ტის" წყა­როს ცნო­ბით, დე­პორ­ტა­ცი­ის ერთ-ერთ მარ­შრუ­ტად სა­ქარ­თვე­ლოც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" მის­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში მო­ა­ხერ­ხოს გა­დას­ვლა... არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა­ ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" არ­ჩე­ვის სა­კი­თხი, რა­საც შე­საძ­ლოა ახა­ლი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვეს.

რო­მელ ქვე­ყა­ნას "გა­და­უ­ლო­ცავს" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" და რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს "ტა­როს" მზის სი­ნათ­ლე­ზე გა­მოს­ვლას - ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" ესა­უბ­რა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძეს - სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი­ სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს:

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მის გა­თა­ვი­სუ­ფლე­ბას საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვა, გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა და სის­ხლი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბა მოჰ­ყვე­ბა...

- ონი­ა­ნი ასაკ­შია, ახლა ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი წამო­ვიდ­ნენ­ და რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს ძვე­ლი გავ­ლე­ნის დაბ­რუ­ნე­ბას, ვერ გე­ტყვით. მურ­ტა­ლო­სი არ იყოს, სა­ქარ­თვე­ლო არ შე­ა­წუ­ხოს, თო­რემ­ სხვა­გან რაც უნდა, ის გა­უ­კე­თე­ბია.

- მა­ინც რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­თან შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს რუ­სეთ­მა ონი­ა­ნი?

- შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­დეს. უკ­რა­ი­ნა­ში ქურ­დე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პო­ლი­ტი­კურ გა­და­თა­მა­შე­ბებ­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მათ იმ­ხე­ლა წონა არა აქვთ. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ონი­ა­ნი­ იგორ კა­ლა­მო­ის­კის­თან მე­გობ­რობს­. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ონი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მო­ა­ყე­ნოს, მაგ­რამ ჩვე­ნი შს მი­ნის­ტრი არ არის ის კაცი, ზო­გი­ერ­თმა "კუკ­ლა" გა­უ­ჩა­ლი­ჩოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ არის გამორიცხული, რუსეთმა ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს" - რა შეიძლება მოჰყვეს "კანონიერი ქურდის" "ტაროს" გათავისუფლებას

"არ არის გამორიცხული, რუსეთმა ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს" - რა შეიძლება მოჰყვეს "კანონიერი ქურდის" "ტაროს" გათავისუფლებას

ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.

ონიანი რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 2010 წელს მისჯილ 10-წლიან სასჯელს ორენბურგის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია "შავ დელფინში" იხდიდა. ის ესპანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. რუსული მედიის ცნობით, ონიანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რამდენიმე წლის წინ თქვა.

გათავისუფლების მომენტიდან დღის წესრიგში დადგება მისი დეპორტაციის საკითხი, ვინაიდან რუსეთის შსს-ს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ ონიანის რუსეთიდან სამუდამო გაძევების შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების მითვისებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა "როსბალტის" წყაროს ცნობით, დეპორტაციის ერთ-ერთ მარშრუტად საქართველოც განიხილება.

როგორც რუსული მედია წერს, ტარიელ ონიანის ადვოკატები ცდილობენ, რომ "კანონიერმა ქურდმა" მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა... არ გამორიცხავენ, რომ მისი გათავისუფლების შემდგომ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველი "კანონიერი ქურდის" არჩევის საკითხი, რასაც შესაძლოა ახალი სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვეს.

რომელ ქვეყანას "გადაულოცავს" რუსეთის ფედერაცია "კანონიერ ქურდს" და რა შეიძლება მოჰყვეს "ტაროს" მზის სინათლეზე გამოსვლას - ამ თემაზე "კვირის პალიტრა" ესაუბრა ემზარ საბანაძეს - საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს:

- ვარაუდობენ, რომ მის გათავისუფლებას საქმეების გარჩევა, გავლენებისთვის ბრძოლა და სისხლიანი შურისძიება მოჰყვება...

- ონიანი ასაკშია, ახლა ახალი თაობის ავტორიტეტები წამოვიდნენ და როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით. მურტალოსი არ იყოს, საქართველო არ შეაწუხოს, თორემ სხვაგან რაც უნდა, ის გაუკეთებია.

- მაინც რომელი ქვეყნის საზღვართან შეიძლება მიიყვანოს რუსეთმა ონიანი?

- შესაძლოა უკრაინაში ჩავიდეს. უკრაინაში ქურდები უფრო აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ გადათამაშებებში, ვიდრე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მათ იმხელა წონა არა აქვთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ონიანი იგორ კალამოისკისთან მეგობრობს. არც ის არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციამ ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს, მაგრამ ჩვენი შს მინისტრი არ არის ის კაცი, ზოგიერთმა "კუკლა" გაუჩალიჩოს.

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს