პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება
საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება

9 აპ­რი­ლის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან 32 წელი გა­ვი­და. ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო ინა­ხე­ბო­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IDFI) გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი IDFI-ის ამე­რი­კულ­მა პარტნი­ო­მა კვლე­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, „ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ვი“ მი­ა­წო­და.

დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ი­ცავს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, მათ შო­რის: დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რა­ტის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, მოს­კოვ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს და სხვა­თა მიერ, 1989 წლის აპ­რი­ლის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ ცნო­ბებს. დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­ხი­ლუ­ლია 1989 წლის 9 აპ­რი­ლამ­დე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია გა­მო­იწ­ვი­ეს.

1989 წლის აპ­რი­ლი. ფოტო: მზია ჯა­ფა­რი­ძე

ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­ე­ხე­ბა „პო­ლი­ტი­კურ არე­უ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, „აფხა­ზე­თის პირ­ვე­ლი მდივ­ნის გა­და­ყე­ნე­ბას და თბი­ლის­ში და­წყე­ბულ დე­მონ­სტრა­ცი­ებს“ და სხვა.

დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ ის­ტო­რი­ულ ძვრებს, თუმ­ცა არ ჰქონ­დათ ად­გილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია და მეტ­წი­ლად ეყ­რდნო­ბოდ­ნენ საბ­ჭო­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ცნო­ბებს.

1989 წლის 7 აპ­რი­ლით და­თა­რი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტში, ანა­ლი­ზის ავ­ტო­რი წერს, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის ქარ­თველ ლი­დე­რებს შო­რის სო­ხუმ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბელ სა­კი­თხზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, „რა­დი­კა­ლუ­რი“ ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის მო­თხოვ­ნა­ზე გა­და­ტა­ნი­ლი­ყო.

მა­გა­ლი­თად, 1989 წლის 8 აპ­რილს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­ზე იგ­ზავ­ნე­ბა და­შიფ­რუ­ლი ცნო­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბა ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტის და­სა­წყი­სა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თბი­ლის­ში შე­ვი­და ჯა­რის და­მა­ტე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბი, რათა აკონ­ტრო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით. დო­კუ­მენ­ტი­დან ჩანს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის საფრ­თხეს.

1989 წლის 10 აპ­რი­ლის დო­კუ­მენ­ტი და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია ასე - „საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და“. წყა­როს მი­ხედ­ვით, 16 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა და და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და მას შემ­დეგ, რაც ჯა­რის­კა­ცებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს 8,000 მო­მი­ტინ­გე­ზე. მოხ­სე­ნე­ბის შემ­დგენ­ლის აზ­რით, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ დე­მონ­სტრან­ტებ­სა და ჯარს შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად ერთ დღე­ში და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე.

ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბის ავ­ტო­რი კო­მენ­ტა­რის სა­ხით აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ეს ტრა­გე­დია დიდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ქარ­თველ­თა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე. ზე­წო­ლა უფრო რა­დი­კა­ლურს გახ­დის ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად იკ­რე­ბენ მხარ­დამ­ჭე­რებს გარ­შე­მო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას აფხა­ზე­თის გა­მო­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ".

11 აპ­რი­ლის ჩა­ნა­წე­რებ­ში ავ­ტო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლის ნაც­ვლად, 9აპ­რი­ლის მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია: „და­სავ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ სულ და­ით­ვა­ლეს 22 გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო თბი­ლის­ში გა­მოკ­რულ სი­ა­ში 30 ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა­წე­რია. სამი ძი­რი­თა­დი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბი­დან ორის ლი­დე­რი­და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია, ბევ­რი სა­წარ­მო გა­ფი­ცუ­ლია. 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ამ­დე ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს და და­ა­დას­ტუ­რეს, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­გაგ­რძელ­დე­ბო­და პა­რას­კე­ვამ­დე, რათა სიმ­ბო­ლუ­რად დამ­თხვე­ო­და 1978 წლის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის თა­რიღს, რო­მე­ლიც ენის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით­გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - ვკი­თხუ­ლობთ აშშ-ს არ­ქივ­ში და­ცულ მა­სა­ლებ­ში.

კი­დევ ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც კარ­გად მე­ტყვე­ლებს იმ და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე, რაც არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში, არის, ლე­ნინ­გრად­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­კონ­სუ­ლოს ოფიც­რის 1989 წლის 27 მა­ისს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი მოხ­სე­ნე­ბა. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ფი­ნეთ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩომ გა­აგ­ზავ­ნა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია რო­გორც: "სა­უ­ბა­რი ქარ­თველ დი­სი­დენ­ტთან".

დო­კუ­მენ­ტში გად­მო­ცე­მუ­ლია სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დერ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი. სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, გამ­სა­ხურ­დი­ამ ღიად გა­აკ­რი­ტი­კა იმ დრო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტი გორ­ბა­ჩო­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და ორი­ვე მათ­გა­ნი მო­იხ­სე­ნია, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი". მან სა­უ­ბა­რი და­ი­წყო იმით, რომ აღ­ნიშ­ნა:

ქარ­თვე­ლებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ ამ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის­გან, რო­მე­ლიც ცდი­ლობს მისი გე­ნო­ცი­დი მო­ა­წყოს

გამ­სა­ხურ­დია ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მთე­ლი თბი­ლი­სი მო­წამ­ლუ­ლი იყო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. ის ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ხალ­ხის დიდი მა­სის სამ­ხედ­რო ნიჩ­ბე­ბით დარ­ბე­ვის დროს. მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე იმი­ტომ არ მოხ­და და­ნარ­ჩე­ნი გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რომ მათ ოჯა­ხის წევ­რებს აში­ნებ­დნენ.

აპ­რი­ლის გლო­ვის დღე­ე­ბი თბი­ლის­ში. ფოტო: ელეფ­თერ ლა­ფა­ჩი

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ავა­ლიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა:

"ეს ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბია იმ კუ­თხით, რომ ამით ჩვენ ვხე­დავთ, რო­გო­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე აშშ-ს, რო­გორ აღიქ­მე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­სავ­ლეთ­ში და ამ არას­წორ­მა აღ­ქმამ გა­ნა­პი­რო­ბა შემ­დეგ­ში სუს­ტი და­სავ­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მი­მართ, როცა ის მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამან კი თა­ვის მხრივ გა­მო­იწ­ვია ის რომ, რუ­სეთ­მა გა­ცი­ლე­ბით მეტი შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში.

დო­კუ­მენ­ტე­ბი ბევ­რი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის, მკვლე­ვა­რე­ბის­თვის და უბ­რა­ლოდ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბაა, მოს­კოვ­სა და ლე­ნინ­გრად­ში არ­სე­ბუ­ლი აშშ-ს სა­ელ­ჩოს ანა­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბია, თუ რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში.

ეს მა­სა­ლა ძი­რი­თა­დად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბარ­ზე, საბ­ჭო­თა მე­დი­ა­ზე და ა.შ. ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კას არ ჰქონ­და რე­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლო რა ვი­თა­რე­ბა­ში იყო, რა იყო სა­ერ­თოდ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, რას ითხოვ­დნენ და ა.შ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სუ­ლი­ყო და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში".

ფო­ტო­ე­ბი: IDFI; ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე - მფლო­ბე­ლე­ბი: მზია ჯა­ფა­რი­ძე, ელეფ­თერ ლა­ფა­ჩი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
19

ვახ ვახ ეს რა გავიგონე ემერიკას არ ცოდნია რა ხდებოდა არა და ეს უკვე 85 ში დაიგეგმა გახსოვთ ალბათ სტაჟიანებს პროჟექტორ პერესტროიკი.

civi
20

ჰაჰ ამერკიამ არც ის იცის დღეს რა ხდება ხო გჯერავს ზოგიერთებს? თქვით გულით.

ავტორი:

საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება

საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ტრაგიკული ღამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში, წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა დოკუმენტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) გაასაჯაროვა. აღნიშნული დოკუმენტები IDFI-ის ამერიკულმა პარტნიომა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ მიაწოდა.

დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების სხვადასხვა სამსახურების მიერ, მათ შორის: დაზვერვის დირექტორატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს და სხვათა მიერ, 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს.

1989 წლის აპრილი. ფოტო: მზია ჯაფარიძე

შინაარსობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში არსებული მასალები შეეხება „პოლიტიკურ არეულობას საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“, „აფხაზეთის პირველი მდივნის გადაყენებას და თბილისში დაწყებულ დემონსტრაციებს“ და სხვა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს.

1989 წლის 7 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, ანალიზის ავტორი წერს, რომ დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის სოხუმში დაპირისპირება გასაპროტესტებელ საკითხზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. კერძოდ, „რადიკალური“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ მთელი ყურადღება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნაზე გადატანილიყო.

მაგალითად, 1989 წლის 8 აპრილს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საიდუმლო სამსახურების სახელზე იგზავნება დაშიფრული ცნობა, რომელშიც საქართველოში არსებული პოლიტიკური მღელვარება ეთნიკური კონფლიქტის დასაწყისადაა შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში შევიდა ჯარის დამატებითი ნაწილები, რათა აკონტროლოს დაახლოებით 100 000 ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დოკუმენტიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აცნობიერებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყების საფრთხეს.

1989 წლის 10 აპრილის დოკუმენტი დასათაურებულია ასე - „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“. წყაროს მიხედვით, 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს 8,000 მომიტინგეზე. მოხსენების შემდგენლის აზრით, ეს დაპირისპირება გამოირჩევა იმით, რომ დემონსტრანტებსა და ჯარს შორის შეტაკების შედეგად ერთ დღეში დაშავებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ორი წლის მანძილზე.

ანალიტიკური მოხსენების ავტორი კომენტარის სახით აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამხედრო ძალის გამოყენებისა, ეს ტრაგედია დიდ გავლენას იქონიებს ქართველთა ნაციონალისტურ მისწრაფებებზე. ზეწოლა უფრო რადიკალურს გახდის ეროვნულ მოძრაობებს, რომლებიც სწრაფად იკრებენ მხარდამჭერებს გარშემო. სავარაუდოდ, საქართველოს ხელმძღვანელობა, განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პოზიციას აფხაზეთის გამოყოფის წინააღმდეგ".

11 აპრილის ჩანაწერებში ავტორი ვარაუდობს, რომ ოფიციალურად გამოცხადებულის ნაცვლად, 9აპრილის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია: „დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ სულ დაითვალეს 22 გარდაცვლილი, ხოლო თბილისში გამოკრულ სიაში 30 ადამიანის ვინაობაწერია. სამი ძირითადი ნაციონალისტური დაჯგუფებიდან ორის ლიდერიდაპატიმრებულია, ბევრი საწარმო გაფიცულია. 9 აპრილის ტრაგედიამდე ნაციონალისტებმა განაცხადეს და დაადასტურეს, რომ საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა პარასკევამდე, რათა სიმბოლურად დამთხვეოდა 1978 წლის დემონსტრაციების თარიღს, რომელიც ენის საკითხთან დაკავშირებითგაიმართა საქართველოში“ - ვკითხულობთ აშშ-ს არქივში დაცულ მასალებში.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი მასალებში, რომელიც კარგად მეტყველებს იმ დაინტერესებაზე, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატებში, არის, ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება. დოკუმენტი, რომელიც ფინეთში შეერთებული შტატების საელჩომ გააგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტში, დასათაურებულია როგორც: "საუბარი ქართველ დისიდენტთან".

დოკუმენტში გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი. საუბრის ჩანაწერის მიხედვით, გამსახურდიამ ღიად გააკრიტიკა იმ დროინდელი საბჭოთა მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი გორბაჩოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ორივე მათგანი მოიხსენია, როგორც "საქართველოს მტრები". მან საუბარი დაიწყო იმით, რომ აღნიშნა:

ქართველებს საფრთხე ემუქრებათ ამ ბოროტების იმპერიისგან, რომელიც ცდილობს მისი გენოციდი მოაწყოს

გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ მთელი თბილისი მოწამლული იყო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც 9 აპრილის აქციის დასაშლელად გამოიყენეს. ის ირწმუნებოდა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხედროების მიერ ხალხის დიდი მასის სამხედრო ნიჩბებით დარბევის დროს. მისივე თქმით, აქამდე იმიტომ არ მოხდა დანარჩენი გმირულად დაღუპული დემონსტრანტების იდენტიფიცირება, რომ მათ ოჯახის წევრებს აშინებდნენ.

აპრილის გლოვის დღეები თბილისში. ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი AMBEBI.GE-ს აღნიშნული დოკუმენტების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

"ეს ისტორიული მნიშნელობის დოკუმენტებია იმ კუთხით, რომ ამით ჩვენ ვხედავთ, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ს, როგორ აღიქმებოდა ეროვნული მოძრაობა დასავლეთში და ამ არასწორმა აღქმამ განაპირობა შემდეგში სუსტი დასავლური მხარდაჭერა ეროვნული მოძრაობის მიმართ, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში. ამან კი თავის მხრივ გამოიწვია ის რომ, რუსეთმა გაცილებით მეტი შეძლო საქართველოში, ვიდრე ბალტიისპირეთში.

დოკუმენტები ბევრი ანალიზის საშუალებას იძლევა ისტორიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის და უბრალოდ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობაა, მოსკოვსა და ლენინგრადში არსებული აშშ-ს საელჩოს ანალიტიკური მოხსენებებია, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში.

ეს მასალა ძირითადად დაფუძნებულია სხვადასხვა ადამიანებთან საუბარზე, საბჭოთა მედიაზე და ა.შ. ირკვევა, რომ ამერიკას არ ჰქონდა რეალური წარმოდგენა საქართველო რა ვითარებაში იყო, რა იყო საერთოდ ეროვნული მოძრაობა, რას ითხოვდნენ და ა.შ. საბჭოთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არასასურველი ინფორმაცია არ გასულიყო დანარჩენ მსოფლიოში".

ფოტოები: IDFI; ეროვნული ფოტომატიანე - მფლობელები: მზია ჯაფარიძე, ელეფთერ ლაფაჩი

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება