პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა
კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

8 აპ­რილს, საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ რე­ნი­ში, რე­ნის ბიზ­ნე­სის სკო­ლის ბა­ზა­ზე, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი კამ­პუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და რე­ნის ბიზ­ნე­სის სკო­ლას შო­რის, რო­მე­ლიც ფლობს ე.წ. სამ­მაგ სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას მხა­რე­ებს შო­რის - სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი კამ­პუ­სის შექ­მნის ძი­რი­თად მი­ზანს წარ­მო­ად­გენს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, მისი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში კი­დევ უფრო მეტი ინ­ტეგ­რა­ცია. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხელს შე­უ­წყობს სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო აქ­ტი­ვო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გაღ­რმა­ვე­ბას. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას.

კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი კამ­პუ­სი საგ­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის და კვლე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

•​შე­იქ­მნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი;

•​შე­მუ­შავ­დე­ბა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა(DBA);

•​გან­ვი­თარ­დე­ბა ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბი;

•​გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა თა­ნა­ა­ფი­ლი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა;

•​გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი;

•​შე­მუ­შავ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­თა პრე­ზი­დენ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (IAUP) პრე­ზი­დენ­ტმა, კახა შენ­გე­ლი­ამ და რე­ნის ბიზ­ნე­სის სკო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და დე­კან­მა, თო­მას ფრო­ლი­შერ­მა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

8 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რენიში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტია. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და რენის ბიზნესის სკოლას შორის, რომელიც ფლობს ე.წ. სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას მხარეებს შორის - სწავლების, კვლევისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების და პროექტების განხორციელების მიმართულებით. კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, მხარეებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი საგნამანათლებლო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების და კვლევის გამოცდილების მიღებას.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

•​შეიქმნება ერთობლივი კვლევითი ცენტრი;

•​შემუშავდება ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა(DBA);

•​განვითარდება ორმაგი ხარისხის პროგრამები;

•​განისაზღვრება პროფესორ-მასწავლებელთა თანააფილირების პოლიტიკა;

•​განხორციელდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;

•​შემუშავდება ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამები და პროექტები.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და რენის ბიზნესის სკოლის გენერალურმა დირექტორმა და დეკანმა, თომას ფროლიშერმა.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის