პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი დღეს ციხეს დატოვებს - მას რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება
"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი დღეს ციხეს დატოვებს - მას რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება

ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ ტა­რი­ელ ონი­ა­ნი დღეს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ტო­ვებს. რუ­სუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და სწო­რედ ამი­ტომ ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წევს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სურ­დათ, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა 3-წლი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ყო­ფი­ლი­ყო. მათ სა­სა­მარ­თლოს თხოვ­ნით მი­მარ­თეს, რომ ონი­ან­მა თვე­ში ორ­ჯერ პრო­ბა­ცია გა­ი­ა­როს და აღ­რი­ცხვა­ზე იყოს, ასე­ვე სახ­ლი არ და­ტო­ვოს 22:00-დან 06:00-მდე. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მტკი­ცე­ბით, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის, რად­გან კო­ლო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ონი­ან­მა წეს­რი­გი 253-ჯერ და­არ­ღვია, ის ორ­ჯერ „კარ­ცერ­შიც“ მო­ა­თავ­სეს. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო, რად­გან ონი­ანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა.

რო­გორც „კვი­რის პა­ლიტ­რა“ წერს, 2010 წელს ონი­ანს, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თავ­და­პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლის მი­ხედ­ვით, ონი­ა­ნი 2019 წლის 11 ივ­ნისს უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მან სა­სა­მარ­თლოს გზით სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შეძ­ლო და სა­ბო­ლოო დას­კვნის მი­ხედ­ვით ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 2019 წლის 9 აპ­რილს და­ტო­ვებს.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2018 წლის ივ­ნის­ში, რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ონი­ა­ნი იმ პირ­თა სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა ყოფ­ნა რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლია. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა. რუ­სუ­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სად გაგ­ზავ­ნი­ან ონი­ანს რუ­სე­თი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ამ მო­მენ­ტის­თვის რუ­სე­თის და ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ონი­ა­ნი კარ­გა ხა­ნია ძებ­ნი­ლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მას ბრალს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში სდე­ბენ და თუ მისი დე­პორ­ტა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და, ის რუ­სე­თის ცი­ხი­დან ეს­პა­ნე­თის კო­ლო­ნი­ა­ში მოხ­ვდე­ბა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ის დე­პორ­ტა­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ამ­გზავ­რონ, თუმ­ცა ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან, ის 2006 წლი­დან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი დღეს ციხეს დატოვებს - მას რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება

"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი დღეს ციხეს დატოვებს - მას რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება

ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, რომ ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კი არის, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ „კარცერშიც“ მოათავსეს. თუმცა, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, 2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება. რუსული პრესის ინფორმაციით, სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ის 2006 წლიდან საკუთარი სურვილით საქართველოს მოქალაქე არ არის.

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა