ავტორი:

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 აპრილი

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ ნერვულმა სისტემამ, ღვიძლმა ან შარდის ბუშტის ინფექციამ. დასაქმებულ კირჩხიბებს შემოაწვებათ სიზარმაცე და მოეჩვენებათ, რომ არსებული გამოწვევევბის წინაშე უძლურები არიან. სწორედ ეს გახდება პროფესიული განვითარების ბიძგი. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, სანაცნობო წრის გაფართოება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. წარმატება გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. თქვენ და თქვენი პარტნიორი ურთიერთობის დალაგებას შეეცდებით, რაც დიდ როლს ითამაშებს თქვენი საერთო მომავლის შექმნაში. კირჩხიბები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ, გულის სიღრმეში თუ გაცხადებულად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქორწილს უკავშირდება.

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ თვალებმა, სახსრების ტკივილმა, თირკმელებმა. იზრდება ტრამვების მიღების ალბათობა,გამორიცხული არ არის, რომ სერიოზულად დაიზიანოთ ხელი. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, სამსახურში თავის გამოჩენისთვის. ამ კვირაში ელოდეთ შემოსავალს. თქვენი დამსაქმებელი გადაწყვეტს ახალი მოვალეობები დაგაკისროთ, რის ხარჯზეც თქვენი სტატუსიც გაიზრდება და ხელფასიც. იმ ლომებს, რომლებმაც სამსახურის დაწყების თაობაზე განცხადება გააგზავნეს, აუცილებლად დაურეკავენ და გასაუბრებაზე დაიბარებენ.

ქალწული

დაქორწინებული ქალწულები ოჯახის სიტკბოს სრულად შეიგრძნობენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინება იყო. ამ ნიშნით დაბადებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრების მეგზურს შეხვდება ამ კვირაში. ასე რომ, კარგად მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის და სიყვარულისთვის. სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა, ურთიერთობის შენებასა და შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სტუდენტები, რომლებიც სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობენ, საუკეთესო ქულებს მიიღებენ.

სასწორი

აღმავლობებისა და დაცემის კვირაა... დარწმუნდებით, რომ ცხოვრება გულის ცემას ჰგავს - ხან ჩქარდება და ნიშნული მაღლა იწევს, ხანაც ნელდება და დაბლა ეშვება. ამ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ბევრი სასწორი თავაუღებლად იმუშავებს სასურველი შედეგის მისაღებად. ელოდეთ პოზიტიურ ფინანსურ ცვლილებებს, შესაძლოა ჩაგერიცხოთ პრემია, ჰონორარი ან გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო.

მორიელი

კვირის შუა დღეებში შფოთი შემოგიტევთ, მაგრამ ნეგატიური ფიქრების მოშორება და საქმეზე კონცენტრირება უნდა შეძლოთ. შეგაწუხებთ გული ან წნევა. სამსახურში მხარს დაგიჭერენ კოლეგები ან უფროსი. ერთი ოჯახური საკითხი გექნებათ გადასაჭრელი. ამ პერიოდში კიდევ უფრო დაახლოვდებით მეგობრებთან. შესაძლოა იგრძნოთ, რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები გაკისრიათ და განსხვავებულად დაიწყოთ მსჯელობა რიგ საკითხებზე. ამ კვირაში მოგიწევთ სერიოზულად ჩაუჯდეთ სამეცადინოს, თორემ იმედგაცრუება გარდაუვალია...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს