პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს
"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

მსა­ხი­ო­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტის ლე­ვან ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ბე­გაშ­ვი­ლი მე­ფეს უშიშ­რო­ე­ბამ მი­უგ­ზავ­ნა".

"სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი. სე­ზო­ნი ჩა­უ­ვარ­დათ და მი­იწ­ვი­ეს შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი? მე რო­გორც აგენ­ტად მიგ­ზავ­ნი­ლი (რო­გორც ამას ბო­დავს "მე­ფის" ად­ვო­კა­ტი) ვა­ცხა­დებ კი­დევ ერთხელ - მა­ხა­თი იშო­ვეთ, ჯო­ბია... p.s გლე­ხის ქალი" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ბე­გაშ­ვი­ლი.

"შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს, უშიშ­რო­ე­ბამ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს აგენ­ტად მი­უგ­ზავ­ნა", – ამის შე­სა­ხებ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კატ­მა დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, არ­სად მიხ­სე­ნე­ბია. ერთხელ მიხ­სე­ნეს ბე­გაშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი2-ზე", იქაც გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი იყო უშიშ­რო­ე­ბის­გან ჩას­მუ­ლი აგენ­ტი. ამის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და მისი მე­უღ­ლე, მთხო­ვა, ჩემი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნოო. მე მას ვუ­თხა­რი, რომ არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი გვაქვს ბე­გაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა. თუ არ უნდა, მას რომ მე მისი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი ვახ­სე­ნო, მა­შინ რა­ტომ მო­დის ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა და იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ?"- აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ჩხა­ი­ძემ.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ეხე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც გა­მო­კი­თხავს. ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მცემ­დაო, ეს ყვე­ლამ მო­ის­მი­ნა ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან. გა­მო­ძი­ე­ბა გა­მოჰ­კი­თხავს ბე­გაშ­ვილ­საც და კი­დევ სხვა ქალს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მა­საც სცემ­და. შე­საძ­ლოა და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა მხო­ლოდ ანამ, სხვებ­მაც ამ­ხი­ლონ ძა­ლა­დო­ბა­ში. ანა ბაგ­რა­ტი­ონს სხე­ულ­ზე 30-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, უმო­წყა­ლოდ იყო ნა­ცე­მი. ჯერ მუშ­ტე­ბით სცე­მა და წაქ­ცე­ულს ბო­ტა­სით შედ­გა და წიხ­ლე­ბი ურტყა. ძა­ლი­ან კარ­გად იცის ბა­ტონ­მა და­ვით­მა ეს და წას­ვლით თა­ვის დაძ­ვრე­ნა სცა­და,“ - გა­ნა­ცხა­და ელი­სო რუ­ხა­ძემ.

ავტორი:

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბეგაშვილი მეფეს უშიშროებამ მიუგზავნა".

"სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე როგორც აგენტად მიგზავნილი (როგორც ამას ბოდავს "მეფის" ადვოკატი) ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - წერს "ფეისბუქზე" ბეგაშვილი.

"შორენა ბეგაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, უშიშროებამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აგენტად მიუგზავნა", – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შორენა ბეგაშვილის სახელი, თუ დააკვირდებით, არსად მიხსენებია. ერთხელ მიხსენეს ბეგაშვილი "რუსთავი2-ზე", იქაც გავეცი პასუხი, რომ შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი მეუღლე, მთხოვა, ჩემი მეუღლის სახელი აღარ ახსენოო. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი სურვილი გვაქვს ბეგაშვილის სახელის ხსენებისა. თუ არ უნდა, მას რომ მე მისი მეუღლის სახელი ვახსენო, მაშინ რატომ მოდის ქალბატონი შორენა და იძლევა ჩვენებას ჩვენ წინააღმდეგ?"- აღნიშნა ლევან ჩხაიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ.

იტალიაში კორონავირუსით ორი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

მუხიანში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?