საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება
"შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ღია წე­რილს ეხ­მა­უ­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეშ­მაკს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით სპე­კუ­ლი­რებს. ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ღია წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და, მისი და­წე­რი­ლი არაა.

"ხან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­თი სპე­კუ­ლი­რებს, ხან მისი პი­რა­დი მტრით, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლით, ხან ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­თი, ახლა მი­ად­გა 9 აპ­რილს და­ღუ­პულ ჩვენს გმი­რებს. ამ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია ეშ­მაკ­ზე, რო­მე­ლიც თი­შავს. ახლა მინ­და გკი­თხოთ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლებს - აბა გა­მო­ი­ცა­ნით რა შე­იძ­ლე­ბა ერ­ქვას იმ არ­სე­ბას, ვინც 9 აპ­რი­ლის ჯა­ლათს ლე­ბედს მუდ­მი­ვად აფი­ნან­სებ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ?! შე­იძ­ლე­ბა ეშ­მა­კი ეწო­დოს ხო? რა ქვია იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა შე­ა­ჩე­რა? შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კის ხელი ხომ არ ურე­ვია ამა­ში?

რა ქვია იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩა­იგ­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ხელ­ში, გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლად მთა­ვა­რი მე­ვახ­შე, ყვე­ლა ბან­კი პრაქ­ტი­კუ­ლად მის ხელ­შია, ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლი გა­ა­კოტ­რა და მი­ლი­ო­ნამ­დე ქარ­თვე­ლი გა­აგ­დო ქვეყ­ნი­დან, შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კი ხომ არა? რა ქვია იმ არ­სე­ბას, ვინც რო­მან შა­მა­თა­ვას ალ­პობს ცი­ხე­ში, იმ დროს როცა აფხა­ზეთ­ში ხალ­ხს გვი­ხო­ცა­ვენ, ვინც ცი­ხე­ში ჩას­ვა 2008 წლის ომის გმი­რე­ბი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ჩა­დე­ბით. ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ იქ­ცე­ვა ეშ­მა­კი­ვით? შემ­თხვე­ვით ის არ­სე­ბა ხომ არა, რო­მე­ლიც ხე­ებს ჯერ გლეჯს, ანად­გუ­რებს? შემ­თხვე­ვით ეშ­მა­კი 1 მეტ­რი და 65 სან­ტი­მეტ­რი ხომ არ არის სი­მაღ­ლე­ში, ლურჯ კოს­ტუ­მებს ხომ არ იც­ვამს, სო­ლო­ლა­კის მთა­ზე ხომ არ არის წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი და ხომ არ და­ყუ­რებს ხალ­ხს ზე­მო­დან", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

ავტორი:

"შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება

"შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეშმაკს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილი მიცვალებულებით სპეკულირებს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ღია წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელდა, მისი დაწერილი არაა.

"ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს. ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ?! შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?

რა ქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში ყველა ბიზნესი ხელში, გახდა საქართველოს პრაქტიკულად მთავარი მევახშე, ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? რა ქვია იმ არსებას, ვინც რომან შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს როცა აფხაზეთში ხალხს გვიხოცავენ, ვინც ციხეში ჩასვა 2008 წლის ომის გმირები ფარული ჩანაწერების ჩადებით. ბოლოს და ბოლოს ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს? შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ხალხს ზემოდან", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები