პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს
პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცელ­და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც თავ­შე­სა­ფარ­ში მიყ­ვა­ნი­ლი 11 გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლის შე­სა­ხებ წერ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ ასა­კო­ვა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის კარ­გი პატ­რო­ნის მო­ძებ­ნა­ში.

"შე­მოყ­ვა­ნი­ლია 11 ნა­გა­ზი, 6 ძუ, 5 ხვა­დი. არი­ან ასა­კოვ­ნე­ბი და ჩა­მო­წე­რი­ლი, თუმ­ცა, სუფ­თა სის­ხლის და ჩუქ­დე­ბი­ან კარგ პატ­რონ­ზე..." - ნათ­ქვა­მი იყო მი­მარ­თვა­ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა - ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ძაღ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა, მათი ერ­თგუ­ლე­ბის და შრო­მის და­ფა­სე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ, ვერც ადა­მი­ა­ნებს და­ა­ფა­სე­ბენ.

AMBEBI.GE გო­რის მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნელს, თა­მარ აფ­ცი­ა­ურს და­უ­კავ­შირ­და.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ ჰყავ­დათ რე­გი­ო­ნებ­ში კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ებ­ზე ნა­მუ­შე­ვა­რი ძაღ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მსა­ხუ­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლოთ და და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ ჩა­ი­ბა­რებ­და მათ თავ­შე­სა­ფა­რი.

"ჩვენ­თან ხში­რად მოჰ­ყავთ ცხო­ვე­ლე­ბი, შემ­დე­გი გა­ჩუ­ქე­ბის მიზ­ნით. გო­რის მე­რი­ას შე­ვუ­თან­ხმდი და უარი არ მით­ქვამს... სულ 11 ძაღ­ლი მო­იყ­ვა­ნეს და რამ­დე­ნი­მე უკვე გა­ვა­ჩუ­ქე კი­დეც" - დას­ძი­ნა აფ­ცი­ა­ურ­მა სა­უბ­რი­სას.

- ცხო­ვე­ლებს პენ­სია და­უ­ნიშ­ნეს?

- არა, არა­ვი­თა­რი პენ­სია არ ყო­ფი­ლა, არც უთ­ქვამთ... უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბა წა­ვი­კი­თხე, თით­ქოს ეკუთ­ვნით და ან ვინც წა­იყ­ვანს, იმათ გა­და­უხ­დი­ან და ა.შ. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა ყო­ველ­თვის, რომ კარ­გი პატ­რო­ნი ვუ­პოვ­ნოთ, მზრუნ­ვე­ლი და ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი...

ით­ქვა, რომ გამ­ხდრე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჯი­შია ასე­თი, ლაბ­რა­დო­რე­ბი მსუქ­ნე­ბი არი­ან, მა­ლი­ნუ­ე­ბი იყ­ვნენ გამ­ხდრე­ბი, ჯიში ყო­ფი­ლა ასე­თი... ვი­ღა­ცებ­მა მოგ­ვწე­რეს, რომ გა­სამ­რავ­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ ვუ­თხა­რი, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რად­გან უკვე ასა­კოვ­ნე­ბი არი­ან, მო­სავ­ლე­ლე­ბი და მხო­ლოდ იმათ უნდა წა­იყ­ვა­ნონ, ვი­საც მარ­თლა ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ძაღ­ლი.

- ძაღ­ლე­ბი ისევ თქვენ­თან რჩე­ბი­ან?

- არა, თით­ქმის ყვე­ლა გა­ვა­ჩუ­ქეთ, ხა­შუ­რის ერთ-ერთი მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა სე­ბას­ტი­ან­მა წა­იყ­ვა­ნა გუ­შინ... კი­დევ ერთ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ვე­ლო­დე­ბით, რო­მელ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ერ­თდრო­უ­ლად ხუთს წა­ვიყ­ვან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი არი­ა­ნო. ერთი ძაღ­ლი ატოც­ში რომ არი­ან, ქა­ცა­ვა­რა და ბი­ჭე­ბი, იმა­თაც წა­იყ­ვა­ნეს... ფაქ­ტობ­რი­ვად არც გვრჩე­ბა, თუმ­ცა, რომ არ გვე­აქ­ტი­უ­რა, ასე არ მოხ­დე­ბო­და.

მამა სე­ბას­ტი­ან ნე­ფა­რი­ძე:

- გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი წა­მო­ვიყ­ვა­ნე და ძა­ლი­ან მი­ხა­რია...…ემო­ცი­ებს ვერ ვმა­ლავ. ხან­ში შე­სუ­ლია და დინ­ჯია. ვეც­დე­ბი, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ მო­ვაკ­ლო. ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე თავ­შე­სა­ფარ­მა და მის­მა თა­ნამ­შრობ­ლებ­მა, ყვე­ლა ძაღ­ლი მოვ­ლი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე და ბედ­ნი­ე­რი ცუ­გე­ბი არი­ან.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა თუ არა, წლე­ბის მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ბა­რე­ბა. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი არა­ფე­რია, რად­გან ეს არის მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი, რო­დე­საც პენ­სი­ა­ზე გა­სულ ძაღ­ლებს კი არ აძი­ნე­ბენ, არა­მედ თავ­შე­სა­ფარ­ში მიჰ­ყავთ...

ცნო­ბის­თვის, ძაღ­ლებს, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უმ­სა­ხუ­რი­ათ, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში სი­ცო­ცხლე­ში და შემ­დე­გაც, დიდ პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დგას ძაღ­ლის ძეგ­ლე­ბი, რაც მათი ერ­თგუ­ლე­ბის, უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თავ­გან­წირ­ვის ერ­თგვა­რი და­ფა­სე­ბაა.

მა­გა­ლი­თის­თვის, 1925 წლის და­სა­წყის­ში ალი­ას­კა­ზე გავ­რცელ­და დიფ­ტე­რი­ის ეპი­დე­მია, რა­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ციმ­ბი­რულ­მა ჰასკმა "ბალ­ტომ", უა­მინ­დო­ბი­სას, რო­დე­საც სამ­კურ­ნა­ლო შრა­ტის მო­ტა­ნა მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბის მარ­ხი­ლით შე­იძ­ლე­ბო­და, სხვა ძაღ­ლებ­თან ერ­თად, უმ­ძი­მე­სი გზა გა­ი­ა­რა და სამ­კურ­ნა­ლო შრა­ტი და­ნიშ­ნულ ად­გი­ლას მი­ი­ტა­ნა. მად­ლი­ერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მას ნიუ-იორ­კის ცენ­ტრა­ლურ პარკში ძეგლი და­უდ­გა...

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ცი­ელ ძაღლს - კაის (K-9 Kye), რო­მე­ლიც 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში, ოკ­ლაჰო­მა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლა. 3 წლის ძაღ­ლი დიდი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს - მისი კუბო რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელს მიჰ­ქონ­და, პრო­ცე­სი­ას კი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ეს­წრე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს

პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქში" გავრცელდა გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელობის მიმართვა, რომელშიც თავშესაფარში მიყვანილი 11 გაწვრთნილი ძაღლის შესახებ წერდნენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ ასაკოვანი ცხოველებისთვის კარგი პატრონის მოძებნაში.

"შემოყვანილია 11 ნაგაზი, 6 ძუ, 5 ხვადი. არიან ასაკოვნები და ჩამოწერილი, თუმცა, სუფთა სისხლის და ჩუქდებიან კარგ პატრონზე..." - ნათქვამი იყო მიმართვაში.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ადამიანებს, რომელთაც ძაღლებთან მეგობრობა, მათი ერთგულების და შრომის დაფასება არ შეუძლიათ, ვერც ადამიანებს დააფასებენ.

AMBEBI.GE გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელს, თამარ აფციაურს დაუკავშირდა.

მისი თქმით, პოლიციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჰყავდათ რეგიონებში კრიმინალურ საქმეებზე ნამუშევარი ძაღლები, რომელთაც მსახურება აღარ შეეძლოთ და დაინტერესდნენ, თუ ჩაიბარებდა მათ თავშესაფარი.

"ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ცხოველები, შემდეგი გაჩუქების მიზნით. გორის მერიას შევუთანხმდი და უარი არ მითქვამს... სულ 11 ძაღლი მოიყვანეს და რამდენიმე უკვე გავაჩუქე კიდეც" - დასძინა აფციაურმა საუბრისას.

- ცხოველებს პენსია დაუნიშნეს?

- არა, არავითარი პენსია არ ყოფილა, არც უთქვამთ... უამრავი მოსაზრება წავიკითხე, თითქოს ეკუთვნით და ან ვინც წაიყვანს, იმათ გადაუხდიან და ა.შ. მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, ჩვენი მოთხოვნაა ყოველთვის, რომ კარგი პატრონი ვუპოვნოთ, მზრუნველი და ცხოველების მოყვარული...

ითქვა, რომ გამხდრები არიან, მაგრამ ჯიშია ასეთი, ლაბრადორები მსუქნები არიან, მალინუები იყვნენ გამხდრები, ჯიში ყოფილა ასეთი... ვიღაცებმა მოგვწერეს, რომ გასამრავლებლად სჭირდებოდათ, მაგრამ ვუთხარი, რომ გამორიცხული იყო, რადგან უკვე ასაკოვნები არიან, მოსავლელები და მხოლოდ იმათ უნდა წაიყვანონ, ვისაც მართლა ძალიან უყვარს ცხოველი და განსაკუთრებით, ძაღლი.

- ძაღლები ისევ თქვენთან რჩებიან?

- არა, თითქმის ყველა გავაჩუქეთ, ხაშურის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა მამა სებასტიანმა წაიყვანა გუშინ... კიდევ ერთ სასულიერო პირს ველოდებით, რომელმაც შემოგვთავაზა, ერთდროულად ხუთს წავიყვან, რომლებიც ყველაზე ასაკოვანი არიანო. ერთი ძაღლი ატოცში რომ არიან, ქაცავარა და ბიჭები, იმათაც წაიყვანეს... ფაქტობრივად არც გვრჩება, თუმცა, რომ არ გვეაქტიურა, ასე არ მოხდებოდა.

მამა სებასტიან ნეფარიძე:

- გერმანული ნაგაზი წამოვიყვანე და ძალიან მიხარია...…ემოციებს ვერ ვმალავ. ხანში შესულია და დინჯია. ვეცდები, სითბო და სიყვარული არ მოვაკლო. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავშესაფარმა და მისმა თანამშრობლებმა, ყველა ძაღლი მოვლილი და მოწესრიგებულია, იდეალური სისუფთავე და ბედნიერი ცუგები არიან.

AMBEBI.GE დაინტერესდა, მიღებული ფორმაა თუ არა, წლების მსახურების შემდეგ, გაწვრთნილი ძაღლების თავშესაფარში ჩაბარება. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამაში განსაკუთრებული და მიუღებელი არაფერია, რადგან ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, როდესაც პენსიაზე გასულ ძაღლებს კი არ აძინებენ, არამედ თავშესაფარში მიჰყავთ...

ცნობისთვის, ძაღლებს, რომელთაც საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის უმსახურიათ, ყველა განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლეში და შემდეგაც, დიდ პატივს მიაგებენ. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დგას ძაღლის ძეგლები, რაც მათი ერთგულების, უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის ერთგვარი დაფასებაა.

მაგალითისთვის, 1925 წლის დასაწყისში ალიასკაზე გავრცელდა დიფტერიის ეპიდემია, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ციმბირულმა ჰასკმა "ბალტომ", უამინდობისას, როდესაც სამკურნალო შრატის მოტანა მხოლოდ ძაღლების მარხილით შეიძლებოდა, სხვა ძაღლებთან ერთად, უმძიმესი გზა გაიარა და სამკურნალო შრატი დანიშნულ ადგილას მიიტანა. მადლიერმა მოსახლეობამ მას ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ძეგლი დაუდგა...

კიდევ ერთი გახმაურებული ისტორია უკავშირდება პოლიციელ ძაღლს - კაის (K-9 Kye), რომელიც 2014 წლის აგვისტოში, ოკლაჰომაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყაჩაღობაში ბრალდებულმა მოკლა. 3 წლის ძაღლი დიდი პატივით დაკრძალეს - მისი კუბო რამდენიმე პოლიციელს მიჰქონდა, პროცესიას კი ათასობით მოქალაქე ესწრებოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ