პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურიაში 9 წლის ბავშვი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა - "შემთხვევას ბებია შეესწრო..."
გურიაში 9 წლის ბავშვი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა - "შემთხვევას ბებია შეესწრო..."

გუ­რი­ა­ში, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ჯა­ლი­ა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - 9 წლის ბავ­შვი თა­მა­შის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი სა­ქა­ნე­ლი­დან გად­მო­ვარ­და და და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ბავ­შვის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა აფხა­ზა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭუ­ნა მე­ო­თხე კლა­სის მოს­წავ­ლე გი­ორ­გი ბოლ­ქვა­ძეა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 7 აპ­რილს მოხ­და.

"თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე... სი­ტყვე­ბი, ემო­ცი­ე­ბი, ცრემ­ლე­ბიც კი უძ­ლუ­რია ამ ტრა­გე­დი­ის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად... ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­მეც­ვა­ლა მე-4 კლა­სის მოს­წავ­ლე გი­ორ­გი ბოლ­ქვა­ძე... გა­უფრ­თხილ­დით შვი­ლებს, გა­უფრ­თხილ­დით მოს­წავ­ლე­ებს, გა­უფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს..." - წერს პე­და­გო­გი. აფხა­ზა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით ბავ­შვს ბე­ბია ზრდი­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც ეზო­ში მოხ­და, ბი­ჭუ­ნას ბე­ბია შე­ეს­წრო.

"ბავ­შვი ძმას­თან ერ­თად ეზო­ში თა­მა­შობ­და, სა­ქა­ნე­ლა­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვას ბე­ბია შე­ეს­წრო. მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით" - გა­ნა­ცხა­და ლან­ჩხუ­თის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი გუ­ჯა­ბი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გურიაში 9 წლის ბავშვი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა - "შემთხვევას ბებია შეესწრო..."

გურიაში 9 წლის ბავშვი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა - "შემთხვევას ბებია შეესწრო..."

გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში უბედური შემთხვევა მოხდა - 9 წლის ბავშვი თამაშის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც ბავშვის მასწავლებელი ხათუნა აფხაზავა "ფეისბუქზე" წერს, გარდაცვლილი ბიჭუნა მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძეა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა 7 აპრილს მოხდა.

"თავზარდამცემი ამბავი გავიგე... სიტყვები, ემოციები, ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატავად... ტრაგიკულად გარდამეცვალა მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე... გაუფრთხილდით შვილებს, გაუფრთხილდით მოსწავლეებს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს..." - წერს პედაგოგი. აფხაზავას ინფორმაციით ბავშვს ბებია ზრდიდა.

როგორც ცნობილია ტრაგიკულ შემთხვევას, რომელიც ეზოში მოხდა, ბიჭუნას ბებია შეესწრო.

"ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელადან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით" - განაცხადა ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გუჯაბიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო