სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?
საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა დღემ­დე მწვა­ვე პრობ­ლე­მაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით 1999 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მუ­შა­ობს. ასო­ცი­ა­ცი­ა­ში უკვე 2000-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი წევ­რია, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც წლი­დან წლამ­დე მზარ­დია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის 2018 წელი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის კი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი გეგ­მე­ბი აქვთ.

ასო­ცი­ა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­სა და მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი გიგა კო­ბა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით და­ი­წყეთ 2018 წელი და რა შე­დეგს მი­აღ­წი­ეთ წლის ბო­ლოს?

- პირ­ველ რიგ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს ასო­ცი­ა­ცია აქ­ტი­უ­რი იყო რო­გორც შიდა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. 2018 წელს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბამ 12%-ით გა­და­ა­ჭარ­ბა წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს. სა­ერ­თო ჯამ­ში შეგ­როვ­და 5 100 000 ლა­რამ­დე ჰო­ნო­რა­რი. ასე­ვე 25%-ით გა­ი­ზარ­და გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბა. ასო­ცი­ა­ცია ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩარ­თუ­ლი იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში და ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბით ბევ­რი სე­მი­ნა­რი თუ კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. 2018 წელი, საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა.

- გა­მო­ირ­ჩე­ო­და თუ არა გა­სუ­ლი წელი რე­პერ­ტუ­ა­რის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით? და­გე­მა­ტათ თუ არა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ახა­ლი წევ­რე­ბი?

- დიახ, ამ მხრი­ვაც ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო წელი გვქონ­და. შევ­ძე­ლით ოცამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­პერ­ტუ­ა­რის რე­გის­ტრა­ცია. ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბამ 2018 წლის ბო­ლოს­თვის 1939 სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი შე­ად­გი­ნა. გა­ვა­ფორ­მეთ 6 სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან რო­გო­რე­ბი­ცაა „SAZAS“ (სლო­ვე­ნია) „SESAC“ (აშშ ) „HFA“ (აშშ) „SABAM“ (ბელ­გია) “UACRR“ (უკ­რა­ი­ნა) და „PPL“ ( დიდი ბრი­ტა­ნე­თი).

- ლი­ცენ­ზი­რე­ბის კუ­თხით რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იყო ასო­ცი­ა­ცია 2018 წელს?

ასო­ცი­ა­ცი­ამ ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა სე­ზო­ნუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბას მი­აქ­ცია. მათ­თვის 2018 წელს მი­ვი­ღეთ ახა­ლი გა­ნაკ­ვე­თი. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სხვა სეგ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნო მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­როს ლი­ცენ­ზი­რე­ბის მზარ­დი ტენ­დე­ცია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­საც იყო სი­ახ­ლე­ე­ბი. გა­ი­ცა ლი­ცენ­ზია Yandex Music-ზე, დას­კვნით ფა­ზა­შია მო­ლა­პა­რა­კე­ბა Caltex Music-თან, ხოლო Deezer-თან არ­სე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია გა­ნახ­ლდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კონ­ტრაქ­ტის ვადა ავ­ტო­მა­ტუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა ყო­ვე­ლი წლის დას­რუ­ლე­ბი­სას.

- სავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი სფე­რო­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გა­კეთ­და?

ეს სა­კი­თხი ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი ხელს უწყობს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში დარ­ღვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ჰო­ნო­რა­რის ეფექ­ტუ­რად შეგ­რო­ვე­ბას. ასე რომ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვენს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ე­ბი და­ვი­წყეთ სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მო­ვუშ­ვით პირ­ვე­ლი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით „მემე, მემე, გვა­პოვ­ნი­ნე“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს ხელ­შე­წყო­ბით, უსას­ყიდ­ლოდ გავ­რცელ­და სკო­ლე­ბის და­წყე­ბით კლა­სებ­ში და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა ის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის, OVERLY-ს დახ­მა­რე­ბით ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ არა­მარ­ტო წა­ი­კი­თხონ ეს წიგ­ნი, არა­მედ მო­უს­მი­ნონ და უყუ­რონ კი­დეც ზღა­პარს.

ვთვლით, რომ ეს პრო­ექ­ტი დიდი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, რად­გან ხელს შე­უ­წყობს, რომ ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ო­დეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ლე­გა­ლურ მოხ­მა­რე­ბას. ასე­ვე ამა­ვე მიზ­ნით შევ­ქმე­ნით პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ტე­ლე­არხ „არ­ტა­რე­ას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (IFRRO) ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იქნა სე­მი­ნა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სათ­ვის.

სე­მი­ნა­რის თემა იყო „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სფე­რო­ში სა­ავ­ტო­რო ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვა“. ასე­ვე, ვუ­მას­პინ­ძლეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბას, აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლიო კო­მი­ტეტს. წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ ყო­ველ­წლი­უ­რი სე­მი­ნა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სფე­რო­ში, ევ­რო­პის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის (ELSA) სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში.

- მიმ­დი­ნა­რე წელს რა გეგ­მე­ბი გაქვთ? რო­გორ აპი­რებთ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას?

- 2019 წლის­თვის ვა­პი­რებთ გა­ვა­ფარ­თო­ოთ მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის არე­ა­ლი. გვინ­და, და­ვი­წყოთ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი სფე­როს ლი­ცენ­ზი­რე­ბა. ასე­ვე, ვგეგ­მავთ მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის ჰო­ნო­რა­რის გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის უკე­თე­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­ნერგვას. ასე­ვე დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და მთელ რიგ ახალ პრო­ექ­ტებს გპირ­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?

საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?

საავტორო უფლებების დაცვა დღემდე მწვავე პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით 1999 წლიდან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. ასოციაციაში უკვე 2000-მდე ადგილობრივი წევრია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე მზარდია. ორგანიზაციისთვის 2018 წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მიმდინარე წლისთვის კი საკმაოდ მასშტაბური გეგმები აქვთ.

ასოციაციის საქმიანობის საინტერესო დეტალებსა და მიღწეულ შედეგებზე ასოციაციის დირექტორი გიგა კობალაძე გვესაუბრება.

- რა მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყეთ 2018 წელი და რა შედეგს მიაღწიეთ წლის ბოლოს?

- პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ასოციაცია აქტიური იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 2018 წელს შეგროვებული ჰონორარის ოდენობამ 12%-ით გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს. საერთო ჯამში შეგროვდა 5 100 000 ლარამდე ჰონორარი. ასევე 25%-ით გაიზარდა გადახდილი ჰონორარის ოდენობა. ასოციაცია ტრადიციულად ჩართული იყო საგანმანათლებლო პროექტებში და ჩვენი ორგანიზებით ბევრი სემინარი თუ კონფერენცია გაიმართა. 2018 წელი, საქმიანობის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი გამოდგა.

- გამოირჩეოდა თუ არა გასული წელი რეპერტუარის მზარდი ტენდენციით? დაგემატათ თუ არა ასოციაციაში ახალი წევრები?

- დიახ, ამ მხრივაც ნამდვილად საინტერესო წელი გვქონდა. შევძელით ოცამდე საერთაშორისო მუსიკალური გამომცემლობის რეპერტუარის რეგისტრაცია. ასევე, ადგილობრივ წევრთა რაოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის 1939 საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელი შეადგინა. გავაფორმეთ 6 საერთაშორისო ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება, ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა „SAZAS“ (სლოვენია) „SESAC“ (აშშ ) „HFA“ (აშშ) „SABAM“ (ბელგია) “UACRR“ (უკრაინა) და „PPL“ ( დიდი ბრიტანეთი).

- ლიცენზირების კუთხით რამდენად აქტიური იყო ასოციაცია 2018 წელს?

ასოციაციამ ძირითადად ყურადღება სეზონური დაწესებულებების ლიცენზირებას მიაქცია. მათთვის 2018 წელს მივიღეთ ახალი განაკვეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სეგმენტებთან დაკავშირებით არაფერი გაგვიკეთებია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მომიჯნავე უფლებების სფეროს ლიცენზირების მზარდი ტენდეცია. საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ კომპანიებთან ურთიერთობისასაც იყო სიახლეები. გაიცა ლიცენზია Yandex Music-ზე, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება Caltex Music-თან, ხოლო Deezer-თან არსებული ლიცენზია განახლდა, რომლის თანახმადაც კონტრაქტის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველი წლის დასრულებისას.

- სავტორო უფლებები სფეროში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება საზოგადოების დაბალი ცნობიერება. ამ მიმართულებით რა გაკეთდა?

ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში დარღვევების შემცირებას და შესაბამისად, ჰონორარის ეფექტურად შეგროვებას. ასე რომ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამ მხრივ საინტერესო კამპანიები დავიწყეთ საგანამანათლებლო მიმართულებით, გამოვუშვით პირველი ზღაპრების წიგნი საავტორო უფლებებზე, სახელწოდებით „მემე, მემე, გვაპოვნინე“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, უსასყიდლოდ გავრცელდა სკოლების დაწყებით კლასებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. საინტერესო სიახლეა ის, რომ სპეციალური აპლიკაციის, OVERLY-ს დახმარებით ბავშვები შეძლებენ არამარტო წაიკითხონ ეს წიგნი, არამედ მოუსმინონ და უყურონ კიდეც ზღაპარს.

ვთვლით, რომ ეს პროექტი დიდი დატვირთვის მატარებელია, რადგან ხელს შეუწყობს, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვეოდეს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალურ მოხმარებას. ასევე ამავე მიზნით შევქმენით პირველი სატელევიზიო გადაცემა საავტორო უფლებების შესახებ, ტელეარხ „არტარეასთან“ თანამშრომლობით. რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორგანიზებული იქნა სემინარი ლიტერატურული ნაწარმოებების გამომცემლებისა და ბიბლიოთეკებისათვის.

სემინარის თემა იყო „ლიტერატურული ნაწარმოებების სფეროში საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა“. ასევე, ვუმასპინძლეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სფეროში მსოფლიო კომიტეტს. წარმატებით ჩავატარეთ ყოველწლიური სემინარი ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისთვის. მონაწილეობა მივიღეთ საავტორო უფლებების დაცვისა და კოლექტიური მართვის სფეროში, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.

- მიმდინარე წელს რა გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას?

- 2019 წლისთვის ვაპირებთ გავაფართოოთ მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული მომხმარებლების არეალი. გვინდა, დავიწყოთ აუდიოვიზუალური სფეროს ლიცენზირება. ასევე, ვგეგმავთ მომიჯნავე უფლებების ჰონორარის განაწილებისთვის უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას. ასევე დიდი სურვილი გვაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მთელ რიგ ახალ პროექტებს გპირდებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი