სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, გამოძიება გამოჰკითხავს მასაც და კიდევ სხვა ქალს" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე
"შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, გამოძიება გამოჰკითხავს მასაც და კიდევ სხვა ქალს" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ეხე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც გა­მო­კი­თხავს. ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ბე­გაშ­ვი­ლის გარ­და, კი­დევ სხვა ქალ­საც გა­მო­კი­თხავს, რო­მე­ლიც, ად­ვო­კა­ტის თქმით, ასე­ვე და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ელი­სო რუ­ხა­ძემ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ქმრის მიერ ცე­მის შე­დე­გად, 30-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

„და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ითხოვ­და გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის აღი­ა­რე­ბას. ძა­ლა­დო­ბა იყო ხერ­ხი, მი­ზა­ნი კი ის, რომ ანას კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენტზე მო­ე­წე­რა ხელი. ძა­ლა­დო­ბა ხში­რი იყო, პირ­ვე­ლად 2009 წელს, როცა თვე-ნა­ხევ­რის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მცემ­დაო, ეს ყვე­ლამ მო­ის­მი­ნა ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან. გა­მო­ძი­ე­ბა გა­მოჰ­კი­თხავს ბე­გაშ­ვილ­საც და კი­დევ სხვა ქალს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მა­საც სცემ­და. შე­საძ­ლოა და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა მხო­ლოდ ანამ, სხვებ­მაც ამ­ხი­ლონ ძა­ლა­დო­ბა­ში. ანა ბაგ­რა­ტი­ონს სხე­ულ­ზე 30-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, უმო­წყა­ლოდ იყო ნა­ცე­მი. ჯერ მუშ­ტე­ბით სცე­მა და წაქ­ცე­ულს ბო­ტა­სით შედ­გა და წიხ­ლე­ბი ურტყა. ძა­ლი­ან კარ­გად იცის ბა­ტონ­მა და­ვით­მა ეს და წას­ვლით თა­ვის დაძ­ვრე­ნა სცა­და,“ - გა­ნა­ცხა­და ელი­სო რუ­ხა­ძემ. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ilia ემიგრანტი
0

Botasebi Ar ecmeoda mefes))) tu rac iko princi

nnnn
1

ინცესტი რომ დაუშვეს ვერ ხვდებიან. ან ანას ჭკუა სად ქონდა , 11 საუკუნე ხომ არ იყო. ან ეკლესია რას ფანტაზიორობს, ილია 2 უნდა საერო ცხოვრებაზე მაღლა იდგეს. ეს ხელისუფლებაც რას არ აკეთებს არ იცის. დავბრუნდეთ 11 საუკუნეში.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, გამოძიება გამოჰკითხავს მასაც და კიდევ სხვა ქალს" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

"შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, გამოძიება გამოჰკითხავს მასაც და კიდევ სხვა ქალს" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ბეგაშვილის გარდა, კიდევ სხვა ქალსაც გამოკითხავს, რომელიც, ადვოკატის თქმით, ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. როგორც ელისო რუხაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქმრის მიერ ცემის შედეგად, 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

„დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარკვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.

ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ. იხილეთ სრულად

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს

"არ შემიცვლია არაფერი, რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ" - რა თქვა შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმემ სასამართლოში შესვლამდე

"გარკვევა მინდოდა, როდის დამიბრუნებენ ჩამორთმეულ კამერასა და ტელეფონს" - იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში იმყოფებოდა