პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს
"ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღია წე­რილს ავ­რცე­ლებს. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი 1989 წლის 9 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე ქვეყ­ნის მიერ გან­ვლილ გზას აფა­სებს, შე­დე­გებს აჯა­მებს და მი­იჩ­ნევს, რომ „წარ­სულ­ში მიბ­რუ­ნე­ბა დღეს სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“.

მი­სი­ვე თქმით, „უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ „ეშ­მა­კი ყოფს“ და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს!“

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ივა­ნიშ­ვი­ლის ღია წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ბევ­რი ისე­თი დღე ახ­სოვს, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი ერის ბედი გან­სა­ზღვრა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვი­ტა. სწო­რედ ასე­თი დღეა 9 აპ­რი­ლი. დღე, რო­მელ­მაც ოც­და­ა­თი წლის წინ ახალ ეპო­ქას მის­ცა და­სა­ბა­მი.

საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მარ­წუ­ხე­ბის­გან სამ­შობ­ლოს დახ­სნა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ეს იყო ის დიდი ეროვ­ნუ­ლი იდეა, რომ­ლის გარ­შე­მოც გა­ერ­თი­ან­და და ერთ მუშ­ტად შე­იკ­რა მთე­ლი ერი.

1989 წლის 9 აპ­რი­ლი იყო უმ­ძი­მე­სი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღე, მაგ­რამ ეს დღე ჩვენ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა - მთე­ლი გან­ვლი­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე შე­ძენლ­მა ეროვ­ნულ­მა ენერ­გი­ამ ერთ პა­ტა­რა მო­ე­დან­ზე მო­ი­ყა­რა თავი და დაღ­ვრი­ლი სის­ხლის მი­უ­ხე­და­ვად, ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლი­დან ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­რა­ლუ­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და.

ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მელ­მაც მა­შინ ჩვენს ხალ­ხს შე­აძ­ლე­ბი­ნა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბო­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კეს, წინ დად­გო­მო­და საბ­ჭო­თა ტან­კებს, ეს იყო სამ­შობ­ლოს უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი და შიშ­ვე­ლი ემო­ცია. სწო­რედ ამ მუხტმა და ემო­ცი­ამ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა რა­ცი­ო­ნა­ლურ კა­ლა­პოტ­ში მოგ­ვექ­ცია და ორი წლის თავ­ზე, 1991 წლის 9 აპ­რილს, რო­გორც ამ ბრძო­ლის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას ცივი გო­ნე­ბა, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია სჭირ­დე­ბო­და, ჩვენს რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მზე ემო­ცი­ამ იმ­ძლავ­რა და მას შემ­დეგ, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე გვიხ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სწავ­ლა:

ჯერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ვამ­ხეთ და ქვე­ყა­ნა სის­ხლი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ქა­ოს­ში გა­და­ვის­რო­ლეთ, შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლებს ვა­ჯიჯგნი­ნეთ სამ­შობ­ლო, მერე, თით­ქოს გონს მო­სუ­ლებ­მა, ქვე­ყა­ნას გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ფუნ­ქცი­აც შევ­ძი­ნეთ და ნატო-ს კარ­ზეც და­ვა­კა­კუ­ნეთ, მაგ­რამ კო­რუფ­ცი­ა­სა და უძ­რა­ო­ბა­ში ჩაფ­ლუ­ლებ­მა იმ­დე­ნი ვქე­ნით, სა­ნამ ემო­ცი­ურ ტალ­ღა­ზე შინ­ნა­ზარ­დი დიქ­ტა­ტო­რი არ გა­მო­ვი­ძა­ხეთ, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ისევ სის­ხლში ახ­შობ­და სა­ხალ­ხო პრო­ტესტს.

2012 წლის 9 აპ­რილს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ოც­და­მე­ერ­თე წელს, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­სა­ხის გა­რე­შე, გა­დავ­სე­ბუ­ლი ცი­ხე­ე­ბით, ხმა­გაკ­მენ­დი­ლი მე­დი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­თა და აღ­მო­სავ­ლუ­რი ტი­რა­ნი­ის ისე­თი ცი­ნი­კუ­რი მო­დე­ლით შეხ­ვდა, რო­მე­ლიც ხალ­ხის ჯი­ბი­დან წა­გ­ლე­ჯი­ლი ფუ­ლით­ვე ყი­დუ­ლობ­და დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­ღაბს შინ თუ გა­რეთ.

ასე­თი იყო ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რია - თავ­დაღ­მარ­თში სვლის ტე­ხი­ლი, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ცოტა იყო და­რაზ­მუ­ლო­ბის, შრო­მი­სა და ურ­თი­ერ­თგა­ტა­ნის ად­გი­ლი, რო­მელ­შიც თით­ქმის ყვე­ლა ის­ტო­რი­უ­ლი გარ­და­ტე­ხა სულსწრა­ფო­ბი­თა და ემო­ცი­ით ხდე­ბო­და, რის შე­დე­გა­დაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ათწლე­უ­ლე­ბით დავ­ხი­ეთ უკან.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2012 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა შე­საძ­ლებ­ლის ზღვარ­ზე გა­ი­ა­რა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ბევ­რს არ სჯე­რო­და, რომ ნგრე­ვის, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის, ყო­ველ­გვა­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის გა­რე­შე, ჩვენ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში მო­ვახ­დენ­დით ემო­ცი­უ­რი მუხ­ტი­სა და რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის იდე­ა­ლურ შერ­წყმას, მაგ­რამ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით - ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი ისე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, უსის­ხლოდ მო­ვი­შო­რეთ თა­ვი­დან, რომ თვი­თო­ნაც ბო­ლომ­დე არ იჯე­რებ­დნენ მომ­ხდარს. ამ დღეს ხელ­მე­ო­რედ და­ი­ბა­და 9 აპ­რი­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა და უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია, ქვე­ყა­ნას მარ­თავს რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­მაც უწყვე­ტი სა­გა­რეო და სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა მო­ი­ტა­ნა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

მაგ­რამ მა­ინც მი­ვი­ღეთ პა­რა­დოქ­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა:

რო­გორც წესი, ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას თან სდევს დე­მოკ­რა­ტი­ის პროგ­რე­სი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტის ზრდა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, იმის გამო, რომ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში თა­მა­სა ევ­რო­პულ სი­მაღ­ლემ­დე ას­წია, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა ობი­ექ­ტუ­რად ჩა­მორ­ჩა ამ სტან­დარტს. სწო­რედ ამას იყე­ნე­ბენ ქა­ო­სის მსურ­ვე­ლი ძა­ლე­ბი, სარ­გებ­ლო­ბენ რა ჩვენს მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით და ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბით კვლავ ფიქ­რო­ბენ რე­ვან­შზე, ცდი­ლო­ბენ დაგ­ვაბ­რუ­ნონ 90-იანი წლე­ბის სიბ­ნე­ლე­ში და დღე­საც, მათი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი კვლავ რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ექ­ვსი წლის მან­ძილ­ზე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თუ გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის თით­ქმის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა და ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სფე­რო­ში თვალ­სა­ჩი­ნო პროგ­რე­სი აჩ­ვე­ნა, სწო­რედ „ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნე­ბენ პრე­ტენ­ზი­ას იმ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სის­თვის, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა იმ ხალ­ხის პრე­ტენ­ზია ის­მის, ვინც იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ეს კო­ლაფ­სი დამ­დგა­რი­ყო.

ქვეყ­ნის სტა­ბი­ლურ წინსვლას რე­ა­ლის­ტუ­რი და მკა­ფიო ამო­ცა­ნე­ბი, მოთ­მი­ნე­ბა და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. წინსვლა არ არის მყი­სი­ე­რი პრო­ცე­სი. ის ითხოვს ხან­გრძლივ სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბას, რო­მე­ლიც არ მი­იღ­წე­ვა ბა­რი­კა­დე­ბის პი­რო­ბებ­ში. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. სწო­რედ ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით 1989 წლის 9 აპ­რილს, რო­დე­საც არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და, თუ ვინ სად იდგა მა­ნამ­დე, როცა ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ეგო­იზ­მი ვერ ერე­ო­და სა­ერ­თო საქ­მეს, როცა სა­კუ­თა­რი თავი კი არ მოს­წონ­დათ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში, არა­მედ პი­რი­ქით, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა - სა­კუ­თარ თავ­ში.

პო­ლი­ტი­კა არის შე­საძ­ლებ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა, ანუ მხო­ლოდ ის, რაც რე­ა­ლუ­რად მიღ­წე­ვად მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ხოლო ხალ­ხის­თვის პო­ლი­ტი­კად შე­სა­ღე­ბა იმი­სა, რაც შე­საძ­ლებ­ლის მიღ­მა დგას - უბ­რა­ლოდ მავ­ნებ­ლო­ბაა, რად­გან არა­რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი ქმნი­ან ცრუ მო­ლო­დი­ნებს, მათი მი­უღ­წევ­ლო­ბა კი შობს იმედ­გაც­რუ­ე­ბას და ნი­ჰი­ლიზმს და ძა­ლი­ან სწრა­ფად იწ­ვევს ეროვ­ნუ­ლი ენერ­გი­ის სრულ გა­მო­ფიტ­ვას. გა­მოც­დი­ლე­ბა გვას­წავ­ლის, რომ ასე­თი სულსწრა­ფი მცდე­ლო­ბე­ბი, წინსვლის და გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვლად უკუს­ვლას იწ­ვევს, რა­საც, რო­გორც წესი, შე­დე­გად ქა­ო­სი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­სა, დღეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისევ ერთი მიზ­ნის­თვის უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ.

ეს არ ნიშ­ნავს მეხ­სი­ე­რე­ბის წაშ­ლას, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინ­მეს მი­ე­ტე­ვოს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ „ეშ­მა­კი ყოფს“ და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს! უნდა დას­რულ­დეს პრინ­ცი­პუ­ლო­ბის ლო­ზუნ­გით სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლეჩ­ვა, თი­თის გაშ­ვე­რა, ერ­თმა­ნე­თის და­მუ­ნა­თე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის მუდ­მი­ვი შეხ­სე­ნე­ბა. ყველ­გან, სა­დაც იქ­ნე­ბა ემო­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა საღ აზ­რზე, გან­ზე გად­გო­მა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, იქ იქ­ნე­ბა ქა­ო­სის ძა­ლე­ბის და­საყ­რდე­ნი, იქ იქ­ნე­ბა 9 აპ­რი­ლის იდე­ა­ლე­ბის ღა­ლა­ტი.

წარ­სულ­ში მიბ­რუ­ნე­ბა დღეს სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. წინ მხო­ლოდ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გზაა. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­რაზ­მუ­ლო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

9 აპ­რი­ლი მუდ­მი­ვად გვახ­სე­ნებს ამას!“, - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს

"ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! - ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერი 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილ გზას აფასებს, შედეგებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ „წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია“.

მისივე თქმით, „უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“

„ინტერპრესნიუსი“ ივანიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.

საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.

1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენლმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.

ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:

ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.

2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.

ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთგატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.

მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ნგრევის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის, ყოველგვარი რევოლუციური სცენარების გარეშე, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში მოვახდენდით ემოციური მუხტისა და რაციონალიზმის იდეალურ შერწყმას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით - ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მაგრამ მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება:

როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.

პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას - უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.

წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული.

9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები