პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს... - რას ჰყვება აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე
მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს... - რას ჰყვება აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე

მკვლე­ლებ­სა და კა­ცი­ჭა­მი­ებ­თან ერ­თად ვიხ­დი სას­ჯელს, მაგ­რამ კი­დევ უფრო მკაც­რი რე­ჟი­მის სა­პა­ტიმ­რო­შიც რომ გა­და­მიყ­ვა­ნონ, იქაც პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი ჩემი პა­ტი­ოს­ნე­ბით, დის­ციპ­ლი­ნი­თა და რე­ჟი­მით, - ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე აცხა­დებს.

იხი­ლეთ: ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნა­ლის­ტთან, რო­მელ­მაც მო­ჭი­და­ვე ამე­რი­კის ცი­ხე­ში ჩა­წე­რა

ხურ­ცი­ძემ გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვიუ ამე­რი­კუ­ლი ცი­ხი­დან მის­ცა. ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვემ მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე და ცი­ხე­ში მის ყო­ფა­ზე ისა­უბ­რა. ხურ­ცი­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა და აგენ­ტებ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს.

„არას­დროს ვყო­ფილ­ვარ არც "ძვე­ლი" და არც "ქუ­ჩის" ბიჭი, სი­მარ­თლის, პა­ტი­ოს­ნე­ბის და ვაჟ­კა­ცო­ბის­თვის კი გა­ქა­ნე­ბულ მა­ტა­რე­ბელს და­ვე­ტა­კე­ბი და ვარ კი­დეც და­ტა­კე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრალს ვა­ღი­ა­რებ­დი, სამ წელს მო­მის­ჯიდ­ნენ, 200-ათა­სი­ან ჯა­რი­მა­სა და აშშ-დან დე­პორ­ტა­ცი­ას, მე კი ვი­თხოვ "და­ნა­შა­უ­ლის" მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც დღემ­დე არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­ან­თი აგენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ცრუჩ­ვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს სა­სა­მარ­თლოს. აგენ­ტმა მილ­მან­მა თქვა, თით­ქოს 2017 წლის 23 აპ­რილს კა­ზი­ნო­ში წა­ვიყ­ვა­ნე­ და "ვეხ­მა­რე­ბო­დი". არა­და, 22 აპ­რილს ინ­გლის­ში ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი, 23-ში კი თბი­ლის­ში ჩა­მოვფრინ­დი, რაც პას­პორ­ტის შტამ­პი­თაც დას­ტურ­დე­ბა. ისიც თქვა, რომ ბრუკ­ლინ­ში რო­მე­ლი­ღაც თავ­შეყ­რა­ზე მნა­ხა, მა­შინ, როცა იმ დროს სან-ფრან­ცის­კო­ში ვი­ყა­ვი და ამას ჩემი მწვრთნე­ლე­ბი და სპა­რინგ-პარტნი­ო­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მე­ო­რე­ "მოწ­მეს" ჰკი­თხეს, ხურ­ცი­ძეს თუ იც­ნო­ბო?­ ვიც­ნო­ბო, მაგ­რამ როცა ჩემი ამოც­ნო­ბა სთხო­ვეს, ვერ მიც­ნო, დარ­ბაზ­ში არ არი­სო“, - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ.

ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვემ ამე­რი­კულ ცი­ხე­ში მომ­და­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­დე­საც მას პა­ტიმ­რებ­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­წია.

„როცა კა­მე­რა­ში შე­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ერთ ქარ­თველს თხუთ­მე­ტი ლა­თი­ნო­სი ეჩხუ­ბე­ბო­და, შუ­ლა­ი­ას ხე­ლის­გუ­ლი მოჭ­მუ­ლი ჰქონ­და (ხომ გი­თხა­რით, კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი­ არი­ან-მეთ­ქი). და­მი­ნა­ხეს თუ არა, ყვე­ლა ერ­თად და­მე­სია. ერთი მოლ­დო­ვე­ლი ბიჭი იყო კი­დევ, მო­ჭი­და­ვე ვარო. ყუ­რე­ბი კი ჰქონ­და ხინ­კლის ნა­ო­ჭე­ბი­ვით, მაგ­რამ მო­ჭი­და­ვე კი არა, მორ­ბე­ნა­ლი ყო­ფი­ლა. დანა რომ და­ი­ნა­ხა, ერთი კი და­ი­ძა­ხა რუ­სუ­ლად, "მა­მაო", და ისე­თი სის­წრა­ფით გა­იქ­ცა, კი­ნა­ღამ წა­მაქ­ცია ჰა­ე­რის ტალ­ღამ. ერთი თვის შემ­დეგ, როცა სა­ერ­თო სა­კან­ში დავ­ბრუნ­დი, სხვა პა­ტიმ­რებ­მაც მო­ირ­ბი­ნეს ბო­დი­შე­ბით, საშ­ხა­პე­ში რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, და­გეხ­მა­რე­ბო­დი­თო. მო­რი­გე არც გა­მო­სუ­ლა ოთა­ხი­დან. რო­გორც მი­თხრეს, მხო­ლოდ ხელი გა­მო­ყო და პილ­პი­ლის დე­ო­დო­რან­ტი გა­მო­აფ­რქვი­აო. კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბი ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი იყ­ვნენ, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ცალი თვა­ლი სის­ხლით მქონ­და სავ­სე, ვი­საც მი­ვაწ­ვდი­ნე ეს ბე­ბე­რი მუშ­ტი, ფეხ­ზე არც ერთი არ და­მი­ტო­ვე­ბია. და­ნის პატ­რონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი "პა­ტი­ვი ვეცი": რომ და­ვარ­ტყი, დანა გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, მაგ­რამ გრძელ კი­კი­ნა­ში ვწვდი და კარ­გად "და­ვა­მუ­შა­ვე“, - აღ­ნიშ­ნა ხურ­ცი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის ივ­ლის­ში,15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბო­დათ. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. მა­ყაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ქარ­თველ მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე კი ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლომ რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რად ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

ავტორი:

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს... - რას ჰყვება აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს... - რას ჰყვება აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აცხადებს.

იხილეთ: ვიდეოინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მოჭიდავე ამერიკის ციხეში ჩაწერა

ხურციძემ გამოცემას ინტერვიუ ამერიკული ციხიდან მისცა. ქართველმა მოკრივემ მისი ბრალდების საქმეზე და ციხეში მის ყოფაზე ისაუბრა. ხურციძე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აგენტებმა მის წინააღმდეგ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს.

„არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული. იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს. აგენტმა მილმანმა თქვა, თითქოს 2017 წლის 23 აპრილს კაზინოში წავიყვანე და "ვეხმარებოდი". არადა, 22 აპრილს ინგლისში ჩემპიონი გავხდი, 23-ში კი თბილისში ჩამოვფრინდი, რაც პასპორტის შტამპითაც დასტურდება. ისიც თქვა, რომ ბრუკლინში რომელიღაც თავშეყრაზე მნახა, მაშინ, როცა იმ დროს სან-ფრანცისკოში ვიყავი და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ადასტურებენ. მეორე "მოწმეს" ჰკითხეს, ხურციძეს თუ იცნობო? ვიცნობო, მაგრამ როცა ჩემი ამოცნობა სთხოვეს, ვერ მიცნო, დარბაზში არ არისო“, - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

ქართველმა მოკრივემ ამერიკულ ციხეში მომდარი ინციდენტის დეტალებზეც ისაუბრა, როდესაც მას პატიმრებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუწია.

„როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია. ერთი მოლდოველი ბიჭი იყო კიდევ, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. მორიგე არც გამოსულა ოთახიდან. როგორც მითხრეს, მხოლოდ ხელი გამოყო და პილპილის დეოდორანტი გამოაფრქვიაო. კოლუმბიელები ჩვენზე გაცილებით ბევრი იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ცალი თვალი სისხლით მქონდა სავსე, ვისაც მივაწვდინე ეს ბებერი მუშტი, ფეხზე არც ერთი არ დამიტოვებია. დანის პატრონს განსაკუთრებული "პატივი ვეცი": რომ დავარტყი, დანა გაუვარდა ხელიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ გრძელ კიკინაში ვწვდი და კარგად "დავამუშავე“, - აღნიშნა ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე კი ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი