საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს-ს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.დ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ს., ასე­ვე, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 3 პირი: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ბ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ო. და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ქ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა დროს ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ორ კლუბ­ში, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­დნენ არარ­სე­ბუ­ლი მე­ნი­უს სა­ფა­სურს და შე­უ­სა­ბა­მოდ დიდ თან­ხას ახ­დე­ვი­ნებ­დნენ. სულ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 8 ტუ­რისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურ­ქუ­ლი ლირა გა­მოს­ძა­ლეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს