საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი
მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი

ფი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მკერ­დის კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლო ახა­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვეს. ეს მე­თო­დი მი­მარ­თუ­ლია ონ­კოპ­რო­ტე­ი­ნის MYC წი­ნა­აღ­მდეგ და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ანტი-PD1 იმუ­ნო­თე­რა­პი­ით. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გენ­ზე - MYC, გა­ნა­პი­რო­ბებს სიმ­სივ­ნურ უჯრედ­თა თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას, მას­თან შე­ჭი­დუ­ლი (კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში მყო­ფი) იმუ­ნო­თე­რა­პია კი და­მა­ტე­ბით ააქ­ტი­ვებს იმუ­ნურ სის­ტე­მას ხან­გრძლი­ვი და გა­მო­ხა­ტუ­ლი თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტის­თვის.

ვირ­თაგ­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გებ­მა მწვა­ნე შუქი აუნ­თო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის ახა­ლი სქე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკერ­დის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მკერ­დის კი­ბოს ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე შემ­თხვე­ვა არა სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნით, არა­მედ, სხვა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნით იწყე­ბა.

ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე 2300 ქა­ლის ჯამ­რთე­ლო­ბის ის­ტო­რია შე­ის­წავ­ლეს, მო­უ­წო­დე­ბენ ქა­ლებს უფრო ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ და ექიმ­თან ვი­ზი­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­ნიშ­ნონ.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ძუ­ძუს თა­ვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ცვლი­ლე­ბის ან გა­მო­ნა­დე­ნის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ უნდა დარ­ჩეს. შეშ­ფო­თე­ბა იღ­ლი­ის ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის შე­სი­ე­ბამ, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ან­თე­ბამ და წყლუ­ლე­ბის გა­ჩე­ნა­მაც უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლე­ბი მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ექიმ­თან წას­ვლას არ ჩქა­რო­ბენ.

"ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ არ იცი­ან, რომ მკერ­დის კიბო შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­მოვ­ლინ­დეს და მისი წარ­მო­შო­ბა მხო­ლოდ სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის გა­ჩე­ნას არ უკავ­შირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ინ­სი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­მა კა­რენ კე­ნე­დიმ.

სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თა აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ექიმს უნდა მივ­მარ­თოთ:

1. მკერ­დის ჯირ­კვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გამ­კვრი­ვე­ბა ან დარ­ბი­ლე­ბა;

2. ერთი ან ორი­ვე მკერ­დის ფორ­მი­სა და ზო­ლის ცვლი­ლე­ბა;

3. ძუ­ძუს თა­ვი­დან სის­ხლის­მაგ­ვა­რი გა­მო­ნა­დე­ნი;

4. იღ­ლი­ის ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის შე­სი­ე­ბა ან გაზ­რდა;

5. ძუ­ძუს თა­ვის ან მის ირ­გვლივ ად­გი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა;

6. ძუ­ძუს თა­ვის გა­რეგ­ნუ­ლი იერ­სა­ხის ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა.

მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნოზს ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ქალს უს­ვა­მენ. ზოგ­ჯერ ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი გა­უ­გე­ბა­რია, ზოგ­ჯერ კი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გან­წყო­ბა ან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი სა­ხელ­დე­ბა. მა­ინც რა ფაქ­ტო­რე­ბი უწყობს ხელს ძუ­ძუს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას? მეც­ნი­ე­რებ­მა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზე­ზად ზედ­მე­ტი წონა და­ა­სა­ხე­ლეს. კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ კი­ბოს რის­კი მა­ტუ­ლობს, თუ ქალ­მა წო­ნა­ში 18 წლის ასა­კის შემ­დეგ მო­ი­მა­ტა. თურ­მე რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამ­საც კი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

კლი­მაქ­ტე­რი­ულ ასაკ­ში მყო­ფი 60 000 ქა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის შეს­წავ­ლით დად­გინ­და, წო­ნის ნორ­მი­დან 5% გა­დახ­რაც მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ზრდის. რაც უფრო მე­ტია წონა, მით მა­ღა­ლია რის­კიც. ამ გა­რე­მო­ე­ბას ექი­მე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად ხსნი­ან: ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ჰორ­მონ ესტრო­გენს გა­მო­ყოფს, თუმ­ცა მისი და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი ჰორ­მო­ნის, პრო­ჟეს­ტე­რო­ნის გა­მო­ყო­ფა არ შე­უძ­ლია. ამის გამო ჰორ­მო­ნუ­ლი ბა­ლან­სი ირ­ღვე­ვა და ესტრო­გე­ნი დო­მი­ნან­ტუ­რი ხდე­ბა, რაც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის­თვის ხე­ლის­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია.

ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ახერ­ხე­ბენ მე­ნო­პა­უ­ზამ­დე და­იკ­ლონ ან შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ოპ­ტი­მა­ლუ­რი წონა, რის­კი 40%-ით უმ­ცირ­დე­ბათ. და­ა­ვა­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა რომ მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ, ექი­მე­ბი ყვე­ლა ქალს სწორ კვე­ბას ურ­ჩე­ვენ. პირ­ვე­ლი რი­გის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შია ალ­კოჰო­ლის შემ­ცი­რე­ბა და კვი­რა­ში 5 დღით 54-წუ­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი

მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი

ფინელმა მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი კომბინირებული მეთოდი შეიმუშავეს. ეს მეთოდი მიმართულია ონკოპროტეინის MYC წინააღმდეგ და გაძლიერებულია ანტი-PD1 იმუნოთერაპიით. უფრო კონკრეტულად, მკურნალობა მიზანმიმართულია ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებასთან დაკავშირებულ გენზე - MYC, განაპირობებს სიმსივნურ უჯრედთა თვითგანადგურებას, მასთან შეჭიდული (კომბინაციაში მყოფი) იმუნოთერაპია კი დამატებით ააქტივებს იმუნურ სისტემას ხანგრძლივი და გამოხატული თერაპიული ეფექტისთვის.

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებმა მწვანე შუქი აუნთო კომბინირებული თერაპიის ახალი სქემების შემუშავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მკერდის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის.

ბრიტანელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მკერდის კიბოს ყოველი მეექვსე შემთხვევა არა სიმსივნური წარმონაქმნით, არამედ, სხვა სიმპტომების გამოვლენით იწყება.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნული დაავადების მქონე 2300 ქალის ჯამრთელობის ისტორია შეისწავლეს, მოუწოდებენ ქალებს უფრო ყურადღებით იყვნენ და ექიმთან ვიზიტი ნებისმიერი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში დანიშნონ.

მეცნიერების განმარტებით, ძუძუს თავის ნებისმიერი სახის ცვლილების ან გამონადენის შემჩნევის შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შეშფოთება იღლიის ლიმფური კვანძების შესიებამ, სარძევე ჯირკვლების ანთებამ და წყლულების გაჩენამაც უნდა გამოიწვიოს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან წასვლას არ ჩქარობენ.

"ადამიანებმა სავარაუდოდ არ იციან, რომ მკერდის კიბო შესაძლოა, სხვადასხვანაირად გამოვლინდეს და მისი წარმოშობა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენას არ უკავშირდება", - განაცხადა ინსიტუტის პროფესორმა კარენ კენედიმ.

სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ:

1. მკერდის ჯირკვლოვანი ქსოვილის გამკვრივება ან დარბილება;

2. ერთი ან ორივე მკერდის ფორმისა და ზოლის ცვლილება;

3. ძუძუს თავიდან სისხლისმაგვარი გამონადენი;

4. იღლიის ლიმფური კვანძების შესიება ან გაზრდა;

5. ძუძუს თავის ან მის ირგვლივ ადგილის გაღიზიანება;

6. ძუძუს თავის გარეგნული იერსახის ნებისმიერი ცვლილება.

მკერდის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ქალს უსვამენ. ზოგჯერ ამ დაავადების მიზეზი გაუგებარია, ზოგჯერ კი მემკვიდრეობითი განწყობა ან ჰორმონალური დარღვევები სახელდება. მაინც რა ფაქტორები უწყობს ხელს ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას? მეცნიერებმა ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ზედმეტი წონა დაასახელეს. კვლევის პერიოდში გამოვლინდა, რომ კიბოს რისკი მატულობს, თუ ქალმა წონაში 18 წლის ასაკის შემდეგ მოიმატა. თურმე რამდენიმე კილოგრამსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი 60 000 ქალის მონაცემების შესწავლით დადგინდა, წონის ნორმიდან 5% გადახრაც მენოპაუზის შემდეგ დაავადების განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია წონა, მით მაღალია რისკიც. ამ გარემოებას ექიმები შემდეგნაირად ხსნიან: ცხიმოვანი ქსოვილი ჰორმონ ესტროგენს გამოყოფს, თუმცა მისი დამაბალანსებელი ჰორმონის, პროჟესტერონის გამოყოფა არ შეუძლია. ამის გამო ჰორმონული ბალანსი ირღვევა და ესტროგენი დომინანტური ხდება, რაც ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია.

ქალებს, რომლებიც ახერხებენ მენოპაუზამდე დაიკლონ ან შეინარჩუნონ ოპტიმალური წონა, რისკი 40%-ით უმცირდებათ. დაავადების საშიშროება რომ მინიმუმამდე დაიყვანონ, ექიმები ყველა ქალს სწორ კვებას ურჩევენ. პირველი რიგის რეკომენდაციებშია ალკოჰოლის შემცირება და კვირაში 5 დღით 54-წუთიანი ვარჯიში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს