დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოგამოეხმაურა.
"აფეთქების შედეგად დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 2 პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებში გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის"–განაცხადა დავით სერგეენკომ.
აფეთქება დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე 12 საათსა და 20 წუთზე მოხდა. დანგრეულია იმ ბინის კედელი, სადაც აფეთქება მოხდა. ასევე, დაზიანებულია მეორე და მეოთხე სართულის კედლები. აფეთქების შედეგად გამოწვეული ძლიერი წნევის გამო, ჩამსხვრეულია მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრები. ასევე, დაზიანებულია 5 ავტომობილი, შედეგად ნანგრევები დაეცა.