დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული რვა თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრმა სოფიო კუსიანმა განაცხადა. ექიმის ცნობით, პაციენტს მცირე ექსკორიაციები აღენიშნებოდა და ამ ეტაპზე დაკვირვების მიზნით კლინიკაში რჩება.
"ჩვენთან შემოყვანილია 8 თვის პაციენტი სასწრაფო დახმარების მიერ. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. შემოყვანისას აღენიშნებოდა მცირე ზომის ექსკორიაციები შუბლისა და მარჯვენა ლოყის არეში. მდგომარეობა რჩება სტაბილური. პაციენტი კლინიკაში რჩება მონიტორინგის მიზნით",- განაცხადა ექიმმა.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქება დღეს მოხდა.