ავტორი:

"საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 7 თვის ბავშვი" - შსს-ს წარმომადგენელი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

"საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 7 თვის ბავშვი" - შსს-ს წარმომადგენელი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის განცხადებით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის "ყაზტრანსაგაზის" თანამშრომლები.

"დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის ადგილზე 10-მდე სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

VIDEO: საავადმყოფოშია 7 ადამიანი, მათ შორის 7 თვის ბავშვი - საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი