კომპანია "ყაზტრანსგაზი" თბილისი, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის აალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტების განმარტებით, დიღის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები.
მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.
"ყატრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას არ დატოვონ გაზდანადგარები უყურადღებოდ. გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
დიღმის მასივში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.