პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად - რა ხდება იქამდე, სანამ საიმედო პროფესიის ადამიანები შემთხვევის ადგილზე გადიან
ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად - რა ხდება იქამდე, სანამ საიმედო პროფესიის ადამიანები შემთხვევის ადგილზე გადიან

გზას, რო­მელ­საც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ცვლი­დან-ცვლამ­დე ან სუ­ლაც ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დი­ან, ბეწ­ვის ხიდს ჰგავს... შე­ტყო­ბი­ნებს შო­რის, მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბით შედ­გე­ნილ სხვა­დას­ხვა სა­ხის თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს გა­დი­ან. რო­გორც კი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­დის, იქ სრულ­დე­ბა მშვი­დი გა­რე­მო, - სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბის­თვის სულ რა­ღაც ერთი წუთი სჭირ­დე­ბათ, დის­პე­ჩე­რი საგ­ზურს უწერს, რაც შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბას ნიშ­ნავს.

მათი სა­მუ­შაო დღე 09:00 სა­ათ­ზე იწყე­ბა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი მას "გა­სა­ყარ­საც" უწო­დე­ბენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლი და ახა­ლი ცვლა ერ­თად იყ­რის თავს, 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, გა­ნი­ხი­ლა­ვენ ყვე­ლა დე­ტალს, ამოწ­მე­ბენ ნივ­თებს... იშ­ვი­ა­თა­დად, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ესა თუ ის ნივ­თი იკარ­გე­ბა... ერთ-ერთი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თა­ვად აწეს­რი­გე­ბენ სა­მუ­შაო ია­რა­ღებს... მა­გა­ლი­თად ამოწ­მე­ბენ ცულს, რო­მე­ლიც ხან­ძრი­სას ჩა­კე­ტი­ლი კა­რი­სა და კედ­ლის გა­სახ­სნე­ლად, ან სუ­ლაც სა­ხუ­რა­ვი­დან თო­კით დაშ­ვე­ბი­სას სჭირ­დე­ბათ... მათი ყვე­ლა ნივ­თი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დი­ლი­დან სიმ­შვი­დეა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა ისე გა­ვი­დეს, უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ცინ­დენ­ტე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მოხ­დეს, ზოგ­ჯერ კი, ერთ დღე­ში ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე დიდი ხან­ძა­რი ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­რი­ან ამინ­დში, რო­დე­საც ელექტრო სა­დე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ედე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ხე წა­იქ­ცეს, სა­დე­ნე­ბი ჩა­მო­წყვი­ტოს, ბა­ნე­რე­ბი ჩა­მოგ­ლი­ჯოს, რაც ხან­ძრის წარ­მოქ­მნის კე­რაა.

საკ­მა­ოდ ხში­რია ფიქ­ტი­უ­რი, ცრუ გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, რო­დე­საც ინი­ცი­ა­ტო­რი ამ­ბობს, რომ ხან­ძა­რია, ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს კი, ცე­ცხლის კვა­ლიც არ ხვდე­ბათ. მე­ხან­ძრე­ე­ბის ეკი­პი­რე­ბა გრძელ მა­გი­და­ზე ისეა და­ლა­გე­ბუ­ლი, მზად­ყოფ­ნის­თვის ერთი წუთი დას­ჭირ­დათ. თერ­მუ­ლი, სპეც­ნაჭ­რის­გან შე­კე­რილ ქურ­თუ­კი ისეა და­კე­ცი­ლი, რომ ჩაც­მა­ში დრო არ უნდა და­კარ­გონ. შემ­დეგ, ელ­ვის სის­წრა­ფით იც­ვა­მენ ძა­ლი­ან მძი­მე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ტე­რი­ის­გან დამ­ზა­დე­ბულ უსაფრ­თხო ჩექ­მებს, ფეხ­საც­მლის წვერ­სა და ძირ­ში რკი­ნის ფირ­ფი­ტე­ბია ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი, რომ ცე­ცხლს, ნაკ­ვერ­ცხლებს, ქრო­ბის პრო­ცეს­ში მი­მობ­ნე­ულ ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ან გა­ვარ­ვა­რე­ბულ სა­ხი­ფა­თო ნივ­თებს, ლურ­სმნებს და სხვა ბასრს საგ­ნებს გა­უძ­ლოს...

ასე­ვე იკე­თე­ბენ ქა­მარს, რო­მელ­შიც ცული აქვთ გარ­ჭო­ბი­ლი, იხუ­რა­ვენ ჩა­ფხუტს, რო­მელ­საც წინ სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი, უკან კი სა­ში­ში ნივ­თე­ბი­სა და ნა­პერ­წკლე­ბის ცვე­ნის­გან დამ­ცა­ვით არის და­ხუ­რუ­ლი... ჩა­ფხუ­ტი ქა­ლაქ­ში მუ­შა­ო­ბი­სას სჭირ­დე­ბათ, ტყე­ში, ხან­ძრის ქრო­ბი­სას ძი­რი­თა­დად ნაჭ­რის ე.წ. თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი აქვთ, კვამ­ლის შე­სუნ­თქვა არ მო­უ­წი­ოთ...

დღი­სით, თით­ქმის ყვე­ლა­ნი ეზო­ში არი­ან, რათა დრო­უ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ, თუმ­ცა, ღამე, გან­გა­შის ზა­რის ჩარ­თვის­თა­ნა­ვე, ზედა სარ­თუ­ლი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი ბო­ძის სა­შუ­ა­ლე­ბით იმ მა­გი­დას­თან ეშ­ვე­ბი­ან, სა­დაც ეკი­პი­რე­ბა აწყვია...

მათი სამ­ზა­დი­სი ერ­თგვა­რი ად­რე­ნი­ლი­ნია და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­და­გე­დოს... 3-ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი ჯდე­ბა, ძი­რი­თად ცვლა­შია, ანუ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი გა­დის, შემ­დეგ კი, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, საქ­მე­ში ერ­თვე­ბა "მძი­მე ტექ­ნი­კა", ოღონდ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, 5-ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა, 4 ეკი­პა­ჟით... ყვე­ლა ხან­ძა­რი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ად­გილ­ზე იგეგ­მე­ბა, თუ რა პრინ­ცი­პით უნდა ჩა­აქ­რონ.

ოც­მე­თა­უ­რი ირაკ­ლი და­ვი­თი­ძე მიხ­სნის, რომ სხვა­დას­ხვა ზო­მის კიბე აქვთ, მათ შო­რის ისე­თიც, რო­მელ­საც მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრი­სას იყე­ნე­ბენ... შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­სა­მარ­თზე გავ­დი­ვართ...

ზოგ­ჯერ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­ტა­რა ხან­ძარს თა­ვად აქ­რო­ბენ, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის - არა... შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტორს ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ამ­ჯე­რად სხვა მი­სა­მართს გვე­უბ­ნე­ბა, ახალ მი­სა­მარ­თზე მივ­დი­ვართ.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან და­ნა­ხუ­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არ­სე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ცალ­კე ფე­ნო­მე­ნია, აქე­დან უფრო კარ­გად ჩანს სი­რე­ნის ხმა­ზე დაბ­ნე­უ­ლი მძღო­ლე­ბი და ეს მხო­ლოდ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ მძღო­ლებს არ ეხე­ბათ. დაჩ­ქა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა და­იბ­ნენ და სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­უშ­ვან... ზოგი კი, ამ­დენ პიარ-კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არ თვლის სა­ჭი­როდ, სა­ხან­ძრო მან­ქა­ნას გზა და­უთ­მოს...

ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ფონ­ზე, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ნუ­მე­რა­ცია არე­უ­ლია, ლუ­წი­სა და კენ­ტის პრინ­ცი­პიც კი არ არის და­ცუ­ლი, მაგ­რამ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა თა­ვი­ანთ სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში ყვე­ლა შე­ნო­ბა და ობი­ექ­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა ზე­პი­რად იცი­ან. ასე­ვე ერთი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ შე­ა­ფა­სონ ხან­ძრის მას­შტა­ბი, თუ რა ფარ­თზეა ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი...

მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას ძვე­ლი ხან­ძრის კვა­ლი ეტყო­ბო­და. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი რა­ცი­ით და­უ­კავ­შირ­და სა­ო­პე­რა­ტო­რო სამ­სა­ხურს, რომ ხან­ძა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და და სა­ხან­ძრო-მან­ქა­ნა ად­გილ­ზე ბრუნ­დე­ბო­და.

ირაკ­ლი და­ვი­თი­ძე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი:

- სი­თხე­ე­ბი, ბენ­ზი­ნი, ნავ­თი, დი­ზე­ლი და ასე­თი სა­ხის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დია და სწრა­ფად იწ­ვის... ისე­ვე, რო­გორც ხის ნივ­თე­ბი. სა­ხი­ფა­თო ხან­ძა­რი აქვს ბამ­ბას და მის შემ­ცველ ნივ­თებს, ხრჩო­ლავს და მომ­წამ­ვლე­ლი კვამ­ლი აქვს... სა­ხი­ფა­თოა, ფრან­გუ­ლი ე.წ. შე­კი­დუ­ლი ჭე­რე­ბი, რო­მე­ლიც წვის შემ­დეგ აბ­ლა­ბუ­და­სა­ვით რჩე­ბა და წვი­სას სა­შიშ კვამლს გა­მო­ყოფს...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი თუ გახ­სენ­დე­ბათ...

- ერთხელ ტყის ხან­ძრი­სას, სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა­ში დათ­ვის ბელი შე­მოგ­ვიხ­ტა. მხო­ლოდ მა­შინ შე­ვამ­ჩნი­ეთ, რო­დე­საც ხან­ძა­რი ჩა­ვაქ­რეთ, მა­ნამ­დე ვის ეცა­ლა მის­თვის... არც ვიცი, რო­გორ მოხ­ვდა მან­ქა­ნა­ში, მაგ­რამ ჩვენს და­ნახ­ვა­ზე არ დამფრ­თხა­ლა. თან წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვყავ­და, ბოთ­ლით ვას­მევ­დით რძეს... თუმ­ცა, რაც უფრო იზ­რდე­ბო­და, ცხო­ვე­ლურ ინ­სტიქ­ტებს ავ­ლენ­და. ისე­თი ბას­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­და, სპე­ცხელ­თათ­მა­ნებ­შიც კი ატან­და... შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე კარ­გად წა­მო­ი­ზარ­და, ტყე­ში გა­ვუშ­ვით. ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო და ხან­და­ხან ახ­ლაც ვფიქ­რობ მას­ზე...

მომ­დევ­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­მოს­ვლამ­დე დრო ვი­ხელ­თე და სა­ხან­ძროს დის­პეტ­ჩერს, თა­მარ თა­ბუ­კაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­საც 18-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს...

- იმ წლებ­ში, რო­დე­საც ასე­თი გა­მარ­თუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­იო სის­ტე­მა არ იყო, ხე­ლით ვი­წერ­დით შე­მო­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ კი, ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონს ვი­ყე­ნებ­დით. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მცი­რე დრო­ში ვა­ხერ­ხებ­დით მო­ბი­ლი­ზე­ბას და ხან­ძრის ად­გილ­ზე გას­ვლას... ბოლო წლებ­ში, უფრო ფრთხი­ლობს ხალ­ხი და მეტი ინი­ცი­ა­ტო­რია. აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ იმა­ტა გა­ზის სუნ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბებ­მა... ზა­ფხულ­ში მეტი ხან­ძრე­ბია, რაც ბევ­რი რა­მით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, გამ­ხმარ ბა­ლახს და ტყეს ეკი­დე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნი და­უ­დოვ­რო­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ბუ­ნე­ბა­ში ქე­ი­ფის შემ­დეგ, კო­ცო­ნის ჩაქ­რო­ბა ავი­წყდე­ბათ... ბო­ლოს დროს, ეს დროს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა, მა­ინც ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად - რა ხდება იქამდე, სანამ საიმედო პროფესიის ადამიანები შემთხვევის ადგილზე გადიან

ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად - რა ხდება იქამდე, სანამ საიმედო პროფესიის ადამიანები შემთხვევის ადგილზე გადიან

გზას, რომელსაც მეხანძრე-მაშველები ცვლიდან-ცვლამდე ან სულაც ყოველდღიურად გადიან, ბეწვის ხიდს ჰგავს... შეტყობინებს შორის, მსოფლიო სტანდარტებით შედგენილ სხვადასხვა სახის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. როგორც კი შეტყობინება შემოდის, იქ სრულდება მშვიდი გარემო, - სრული ეკიპირებისთვის სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდებათ, დისპეჩერი საგზურს უწერს, რაც შეტყობინების გაფორმებას ნიშნავს.

მათი სამუშაო დღე 09:00 საათზე იწყება. მეხანძრე-მაშველები მას "გასაყარსაც" უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი და ახალი ცვლა ერთად იყრის თავს, 24-საათიანი მუშაობის შემდეგ, განიხილავენ ყველა დეტალს, ამოწმებენ ნივთებს... იშვიათადად, თუმცა, ზოგჯერ ესა თუ ის ნივთი იკარგება... ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველი გიორგი გელაშვილი გვეუბნება, რომ თავად აწესრიგებენ სამუშაო იარაღებს... მაგალითად ამოწმებენ ცულს, რომელიც ხანძრისას ჩაკეტილი კარისა და კედლის გასახსნელად, ან სულაც სახურავიდან თოკით დაშვებისას სჭირდებათ... მათი ყველა ნივთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დილიდან სიმშვიდეა. მეხანძრე-მაშველები ამბობენ, რომ ზოგჯერ მთელი დღე შეიძლება ისე გავიდეს, უმნიშვნელო ინცინდენტების გარდა, არაფერი მოხდეს, ზოგჯერ კი, ერთ დღეში ერთდროულად რამდენიმე დიდი ხანძარი ხდება. განსაკუთრებით ქარიან ამინდში, როდესაც ელექტრო სადენები ერთმანეთს ედება, შეიძლება ხე წაიქცეს, სადენები ჩამოწყვიტოს, ბანერები ჩამოგლიჯოს, რაც ხანძრის წარმოქმნის კერაა.

საკმაოდ ხშირია ფიქტიური, ცრუ გამოძახებები, როდესაც ინიციატორი ამბობს, რომ ხანძარია, ადგილზე მისულებს კი, ცეცხლის კვალიც არ ხვდებათ. მეხანძრეების ეკიპირება გრძელ მაგიდაზე ისეა დალაგებული, მზადყოფნისთვის ერთი წუთი დასჭირდათ. თერმული, სპეცნაჭრისგან შეკერილ ქურთუკი ისეა დაკეცილი, რომ ჩაცმაში დრო არ უნდა დაკარგონ. შემდეგ, ელვის სისწრაფით იცვამენ ძალიან მძიმე, სპეციალური მატერიისგან დამზადებულ უსაფრთხო ჩექმებს, ფეხსაცმლის წვერსა და ძირში რკინის ფირფიტებია ჩამაგრებული, რომ ცეცხლს, ნაკვერცხლებს, ქრობის პროცესში მიმობნეულ ცეცხლმოკიდებულ ან გავარვარებულ სახიფათო ნივთებს, ლურსმნებს და სხვა ბასრს საგნებს გაუძლოს...

ასევე იკეთებენ ქამარს, რომელშიც ცული აქვთ გარჭობილი, იხურავენ ჩაფხუტს, რომელსაც წინ სპეციალური სათვალე აქვს დამაგრებული, უკან კი საშიში ნივთებისა და ნაპერწკლების ცვენისგან დამცავით არის დახურული... ჩაფხუტი ქალაქში მუშაობისას სჭირდებათ, ტყეში, ხანძრის ქრობისას ძირითადად ნაჭრის ე.წ. თავსაბურავები აქვთ, კვამლის შესუნთქვა არ მოუწიოთ...

დღისით, თითქმის ყველანი ეზოში არიან, რათა დროული მობილიზება მოახდინონ, თუმცა, ღამე, განგაშის ზარის ჩართვისთანავე, ზედა სართულიდან სპეციალური ბოძის საშუალებით იმ მაგიდასთან ეშვებიან, სადაც ეკიპირება აწყვია...

მათი სამზადისი ერთგვარი ადრენილინია და შეუძლებელია არ გადაგედოს... 3-ტონიანი მანქანა, რომელშიც ეკიპაჟის 6 წევრი ჯდება, ძირითად ცვლაშია, ანუ შემთხვევის ადგილზე პირველი გადის, შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით, საქმეში ერთვება "მძიმე ტექნიკა", ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, 5-ტონიანი მანქანა, 4 ეკიპაჟით... ყველა ხანძარი ერთმანეთისგან განსხვავდება და შესაბამისად, ადგილზე იგეგმება, თუ რა პრინციპით უნდა ჩააქრონ.

ოცმეთაური ირაკლი დავითიძე მიხსნის, რომ სხვადასხვა ზომის კიბე აქვთ, მათ შორის ისეთიც, რომელსაც მაღალსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრისას იყენებენ... შეტყობინების მისამართზე გავდივართ...

ზოგჯერ მოქალაქეები პატარა ხანძარს თავად აქრობენ, თუმცა, ყოველთვის - არა... შეტყობინების ავტორს ვუკავშირდებით, ამჯერად სხვა მისამართს გვეუბნება, ახალ მისამართზე მივდივართ.

მეხანძრე-მაშველის პოზიციიდან დანახული თბილისის ქუჩებში არსებული მოძრაობა ცალკე ფენომენია, აქედან უფრო კარგად ჩანს სირენის ხმაზე დაბნეული მძღოლები და ეს მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენელ მძღოლებს არ ეხებათ. დაჩქარება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა დაიბნენ და საბედისწერო შეცდომა დაუშვან... ზოგი კი, ამდენ პიარ-კამპანიის მიუხედავად, მაინც არ თვლის საჭიროდ, სახანძრო მანქანას გზა დაუთმოს...

ქაოტური მშენებლობების ფონზე, თბილისის ქუჩებში ნუმერაცია არეულია, ლუწისა და კენტის პრინციპიც კი არ არის დაცული, მაგრამ მეხანძრე-მაშველებმა თავიანთ სამოქმედო არეალში ყველა შენობა და ობიექტის მდებარეობა ზეპირად იციან. ასევე ერთი შეხედვით შეუძლიათ შეაფასონ ხანძრის მასშტაბი, თუ რა ფართზეა ცეცხლი გავრცელებული...

მიტოვებულ შენობას ძველი ხანძრის კვალი ეტყობოდა. მეხანძრე-მაშველი რაციით დაუკავშირდა საოპერატორო სამსახურს, რომ ხანძარი არ ფიქსირდებოდა და სახანძრო-მანქანა ადგილზე ბრუნდებოდა.

ირაკლი დავითიძე, მეხანძრე-მაშველი, ოცეულის მეთაური:

- სითხეები, ბენზინი, ნავთი, დიზელი და ასეთი სახის ნივთიერებები ადვილად აალებადია და სწრაფად იწვის... ისევე, როგორც ხის ნივთები. სახიფათო ხანძარი აქვს ბამბას და მის შემცველ ნივთებს, ხრჩოლავს და მომწამვლელი კვამლი აქვს... სახიფათოა, ფრანგული ე.წ. შეკიდული ჭერები, რომელიც წვის შემდეგ აბლაბუდასავით რჩება და წვისას საშიშ კვამლს გამოყოფს...

- განსაკუთრებული ამბები თუ გახსენდებათ...

- ერთხელ ტყის ხანძრისას, სახანძრო მანქანაში დათვის ბელი შემოგვიხტა. მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ, როდესაც ხანძარი ჩავაქრეთ, მანამდე ვის ეცალა მისთვის... არც ვიცი, როგორ მოხვდა მანქანაში, მაგრამ ჩვენს დანახვაზე არ დამფრთხალა. თან წამოვიყვანეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვყავდა, ბოთლით ვასმევდით რძეს... თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა, ცხოველურ ინსტიქტებს ავლენდა. ისეთი ბასრი კბილები ჰქონდა, სპეცხელთათმანებშიც კი ატანდა... შემდეგ, როდესაც უკვე კარგად წამოიზარდა, ტყეში გავუშვით. ეს რამდენიმე წლის წინ იყო და ხანდახან ახლაც ვფიქრობ მასზე...

მომდევნო შეტყობინების შემოსვლამდე დრო ვიხელთე და სახანძროს დისპეტჩერს, თამარ თაბუკაშვილს გავესაუბრე, რომელსაც 18-წლიანი გამოცდილება აქვს...

- იმ წლებში, როდესაც ასეთი გამართული საკომუნიკაიო სისტემა არ იყო, ხელით ვიწერდით შემოსულ შეტყობინებებს, საკომუნიკაციოდ კი, ქალაქის ტელეფონს ვიყენებდით. შეძლებისდაგვარად, მცირე დროში ვახერხებდით მობილიზებას და ხანძრის ადგილზე გასვლას... ბოლო წლებში, უფრო ფრთხილობს ხალხი და მეტი ინიციატორია. აფეთქებების შემდეგ იმატა გაზის სუნზე გამოძახებებმა... ზაფხულში მეტი ხანძრებია, რაც ბევრი რამით არის განპირობებული, გამხმარ ბალახს და ტყეს ეკიდება, ბევრი მათგანი დაუდოვრობითაც არის გამოწვეული. ბუნებაში ქეიფის შემდეგ, კოცონის ჩაქრობა ავიწყდებათ... ბოლოს დროს, ეს დროს, ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა, თუმცა, მაინც ხდება.

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლითაც გარემოს ისე ვაზიანებთ, ვერც კი ვხვდებით - დაიმახსოვრეთ "10 მწვანე რჩევა"