დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ასევე, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებას მოჰყვა ნგრევაც. ჩამონგრეული ერთ-ერთი სართულის კედელი.
დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მუშაობს 10 სამაშველო ბრიგადა.