საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოხსნეს დიმიტრი ლორთქიფანიძის ძალოსანი ქალიშვილი ჩემპიონატიდან - "დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა"
რატომ მოხსნეს დიმიტრი ლორთქიფანიძის ძალოსანი ქალიშვილი ჩემპიონატიდან - "დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა"

ქალ­თა რი­ცხვში სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტი, ძა­ლო­სა­ნი თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სტა­ტუს­ში აღ­დგე­ნას და ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლო­ბის მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მა­მამ, ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მელ­მაც დღეს აიღო სტარ­ტი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო გუნ­დის კა­პი­ტანს, ძა­ლო­სან თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, თუმ­ცა ის შე­ჯიბ­რი­დან ჩუ­მად მოხ­სნეს.

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მომ­ხდარს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ვანშს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ოჯახს შეგ­ნე­ბუ­ლად მო­უ­წყვეს იმ მი­ზე­ზით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვონ. ამას­თან, ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ძა­ლოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ თე­მურ ჯან­ჯა­ღა­ვა­სა და თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

„თე­მურ ჯან­ჯა­ღა­ვა არ არის ძა­ლო­სა­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­ლე­ბა არ აქვს ავარ­ჯი­შოს სპორ­ტსმე­ნი. მო­ვი­თხოვთ, თა­თი­ას სტა­ტუს­ში აღ­დგე­ნას, იმი­ტომ, რომ 10 აპ­რილს გა­მოს­ვლა აქვს ბა­თუმ­ში და ვე­რი­ფი­კა­ცი­ი­დან ჩუ­მად მოხ­სნეს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ იცო­და. ეს არის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შიგ­ნით მო­ხარ­შუ­ლი ამ­ბა­ვი, სა­დაც არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი ზონ­დერე­ბი: კახი კა­ხი­აშ­ვი­ლი, გია ასა­ნი­ძე, თე­მურ ჯან­ჯღა­ვა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვენ, რე­ა­ლუ­რად, შეთ­ქმუ­ლე­ბა მოგ­ვი­წყვეს. ეს არის ჩვე­ნი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა, იმ კუ­თხით, რომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პრე­ტენ­ზია ვი­ქო­ნი­ოთ.

ახლა ბა­თუმ­ში გა­იხ­სნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ძა­ლოს­ნო­ბა­ში. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ქალი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 25 წლის თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის რე­კორდსმე­ნი და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­დი­ო­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ვარ­ჯიშს თა­ვის მწვრთნელ­თან, გელა მა­ხა­რაშ­ვილ­თან ერ­თად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ფე­დე­რა­ცი­ას­თან, იმი­ტომ, რომ თა­თია უარს ამ­ბობ­და თე­მურ ჯან­ჯღა­ვას­თან ვარ­ჯიშ­ზე.

თე­მურ ჯან­ჯღა­ვა იყო ქალ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. თა­თია მას­თან ვარ­ჯიშ­ზე უარს ამ­ბობ­და ორი მი­ზე­ზის გამო: პირ­ვე­ლი, რომ ის იყო არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და აყე­ნებ­და ტრავ­მებს და მე­ო­რე, ადა­ნა­შა­უ­ლებ­და მას შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში, აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფიქ­სირ­დე­ბო­და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ კახა კა­ხი­აშ­ვილ­თან, რო­გორც ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის, ისე ზე­პირსტყვი­ე­რე­ბის სა­ხით, რათა მას ამ სა­კი­თხზე რე­ა­გი­რე­ბა ჰქო­ნო­და.

ფე­დე­რა­ცი­ა­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მათ შო­რის, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ და მის­მა მწვრთნელ­მა. ეს კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და იმას, რომ ესე­ნი თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს სი­ი­დან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღებ­დნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს ბავ­შვს სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა და ჩა­ი­დი­ნეს მო­რა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

ძა­ლო­სან თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დებთ, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ობს სპორ­ტსმე­ნი ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

მი­სი­ვე თქმით, თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე დიდი იმე­დე­ბი იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი. „მე მინ­და ერთი სა­კი­თხი გა­ვაჟ­ღე­რო. ეს არის ის უსა­მარ­თლო­ბა და სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია, არ მეს­მის ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, როცა ადა­მი­ანს ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს და მას­ზე დიდი იმე­დე­ბი იყო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ასა­ნი­ძე. მისი გან­მარ­ტე­ბით, სპორ­ტსმე­ნი მწვრთნე­ლე­ბის მი­თი­თე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და შეკ­რე­ბებს არ ეს­წრე­ბო­და, რის გა­მოც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

„ყვე­ლას ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ და­ე­მორ­ჩი­ლოს წესს, რაც ფე­დე­რა­ცი­ას გა­აჩ­ნია. იყო ვარ­ჯი­შე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი გაც­დე­ნა. უფ­რო­სი მწვრთნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მას აქვს შან­სი გა­ი­აზ­როს შე­ნიშ­ვნე­ბი და ამის შემ­დეგ ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შემ­დეგ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. თა­თია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ევ­რო­პის ჩენ­პი­ო­ნატ­ზე ვერ გა­მო­ვა. ეს მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო 14 მარტს, რო­დე­საც დას­კვნით შეკ­რე­ბა­ზე არ გა­მო­ცხად­და“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ასა­ნი­ძემ.

ავტორი:

რატომ მოხსნეს დიმიტრი ლორთქიფანიძის ძალოსანი ქალიშვილი ჩემპიონატიდან - "დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა"

რატომ მოხსნეს დიმიტრი ლორთქიფანიძის ძალოსანი ქალიშვილი ჩემპიონატიდან - "დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა"

ქალთა რიცხვში საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სტატუსში აღდგენას და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილობის მიღებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თათია ლორთქიფანიძის მამამ, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც დღეს აიღო სტარტი, მონაწილეობა უნდა მიეღო გუნდის კაპიტანს, ძალოსან თათია ლორთქიფანიძეს, თუმცა ის შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათ ოჯახს შეგნებულად მოუწყვეს იმ მიზეზით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ. ამასთან, ლორთქიფანიძემ ძალოსნობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანჯაღავასა და თათია ლორთქიფანიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი და შესაბამისად, უფლება არ აქვს ავარჯიშოს სპორტსმენი. მოვითხოვთ, თათიას სტატუსში აღდგენას, იმიტომ, რომ 10 აპრილს გამოსვლა აქვს ბათუმში და ვერიფიკაციიდან ჩუმად მოხსნეს. ეს არის პოლიტიკური და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ. ხელისუფლებამ ეს არ იცოდა. ეს არის ფედერაციაში შიგნით მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერები: კახი კახიაშვილი, გია ასანიძე, თემურ ჯანჯღავა და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც ჩვენ, რეალურად, შეთქმულება მოგვიწყვეს. ეს არის ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულება, იმ კუთხით, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან პრეტენზია ვიქონიოთ.

ახლა ბათუმში გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჰყავს ქალი წარმომადგენელი, 25 წლის თათია ლორთქიფანიძე. ის საერთაშორისო სპორტის ოსტატი, საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. თათია ლორთქიფანიძე გადიოდა ინდივიდუალურ ვარჯიშს თავის მწვრთნელთან, გელა მახარაშვილთან ერთად. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო ფედერაციასთან, იმიტომ, რომ თათია უარს ამბობდა თემურ ჯანჯღავასთან ვარჯიშზე.

თემურ ჯანჯღავა იყო ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თათია მასთან ვარჯიშზე უარს ამბობდა ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ის იყო არაკვალიფიციური და აყენებდა ტრავმებს და მეორე, ადანაშაულებდა მას შევიწროვებაში, აყენებდა შეურაცხყოფას და ეს ყველაფერი ფიქსირდებოდა ფედერაციის პრეზიდენტ კახა კახიაშვილთან, როგორც ახსნა-განმარტების, ისე ზეპირსტყვიერების სახით, რათა მას ამ საკითხზე რეაგირება ჰქონოდა.

ფედერაციაში ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, ლაშა ტალახაძემ და მისმა მწვრთნელმა. ეს კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ესენი თათია ლორთქიფანიძეს სიიდან საერთოდ ამოიღებდნენ. ფაქტობრივად, დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა და ჩაიდინეს მორალური მკვლელობა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ძალოსან თათია ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატში არმონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებთ, გაუგებარია, რატომ არ მონაწილეობს სპორტსმენი ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში.

მისივე თქმით, თათია ლორთქიფანიძეზე დიდი იმედები იყო დამყარებული. „მე მინდა ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა და საერთოდ გაუგებარია, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილება, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს და მასზე დიდი იმედები იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. მისი განმარტებით, სპორტსმენი მწვრთნელების მითითებას არ ითვალისწინებდა და შეკრებებს არ ესწრებოდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

„ყველას ვალდებულებაა, რომ დაემორჩილოს წესს, რაც ფედერაციას გააჩნია. იყო ვარჯიშების სისტემატური გაცდენა. უფროსი მწვრთნელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მას აქვს შანსი გაიაზროს შენიშვნები და ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღოს. თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩენპიონატზე ვერ გამოვა. ეს მისთვის ცნობილი იყო 14 მარტს, როდესაც დასკვნით შეკრებაზე არ გამოცხადდა“, - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ