მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილუზიონისტები 21 წლის ბიჭის გადასარჩენად გაერთიანდნენ
ილუზიონისტები 21 წლის ბიჭის გადასარჩენად გაერთიანდნენ

11 ილუ­ზი­ო­ნის­ტი ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის, გი­ორ­გი კა­ლი­ა­ე­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ერ­თი­ან­და. 21 წლის ბი­ჭის მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, მას­შტა­ბუ­რი შოუ გა­მარ­თონ და მას ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით და­ეხ­მა­რონ.

გი­ორ­გი კა­ლი­ა­ე­ვი ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის და ახლა თურ­ქეთ­ში, სატ­რან­სპლან­ტა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. ამის შე­სა­ხებ მან ცოტა ხნის წინ Facebook-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

„და­ი­წყო სა­ბო­ლოო და გა­დამ­წყვე­ტი გზის გავ­ლა. ვი­ფიქ­რე, ყო­ველ­დღე დღი­უ­რი­ვით პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბი დავ­წე­რო ხოლ­მე, ისე... თუ რა­მეა ახა­ლი ან უბ­რა­ლოდ, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გარ­თო­ბის მიზ­ნით. ან იქ­ნებ, ლა­ი­ვის ჩარ­თვა­ზეც ვი­ფიქ­რო… თუმ­ცა, დი­დად არ ვიცი არც მო­მა­ვა­ლი ხა­სი­ა­თე­ბი, არც - მოვ­ლე­ნე­ბი… ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

სულ მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე ხოლ­მე. ისე­თე­ბი ხართ, ჩემ­თვის რთუ­ლია ამ­დე­ნი რა­ღა­ცის გა­მო­ხატ­ვა, იცო­დეთ რომ ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ და მე­ა­მა­ყე­ბით" - წერს გი­ორ­გი კა­ლი­ა­ე­ვი.

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის მე­გობ­რებ­მა კამ­პა­ნია "გა­და­მარ­ჩი­ნეთ მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნით" წა­მო­ი­წყეს. სწო­რედ ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბაც.

ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბის შოუ არ­ტჰო­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში 12 აპ­რილს, 19:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. მა­ყუ­რე­ბელს მა­გი­ურ შოუს შეს­თა­ვა­ზე­ბენ ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბი: სერ­გი დო­ლი­ძე, ლაშა გე­ლაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ გო­გეშ­ვი­ლი, ავთო ციცქიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი გრიზ­ლი, ლე­ვან ქორ­ქია, ლე­ვან გრი­გო­ლია, რეზი ბა­კო­ე­ვი, გი­ორ­გი ბუ­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩი­ქო­ბა­ვა და თემო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა Biletebi.ge-ზე შე­უძ­ლი­ათ.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ლა­რო­ებ­ში, შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: თბი­ლი­სი -ჭა­ვა­ჭა­ვა­ძის #7 (ბიბ­ლუს გა­ლე­რი); კან­დე­ლა­კის #3 UniPAY; ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის #3 (VTB ბან­კის გვერ­დზე, მეტ­რო ახ­მე­ტელ­თან ახ­ლოს) UniPAY; წე­რეთ­ლის #77ა UniPAY; მეტ­რო ნა­ძა­ლა­დევ­თან UniPAY; ბა­თუ­მი - მე­მედ აბა­ში­ძის #52 (ბიბ­ლუს გა­ლე­რი); 26 მა­ი­სის #25 UniPAY; გორი - სტა­ლი­ნის #10 UniPAY; რუს­თა­ვი - მე­გობ­რო­ბის #2 UniPAY; ქუ­თა­ი­სი - ჭავ­ჭა­ვა­ძის #37 UniPAY; ქო­ბუ­ლე­თი - აღ­მა­შე­ნებ­ლის #264 UniPAY; ზუგ­დი­დი - გამ­სა­ხურ­დი­ას #8 UniPAY.

გი­ორ­გის და­სახ­მა­რებ­ლად ან­გა­რი­ში სამ სხვა­დას­ხვა ბან­კშია გახ­სნი­ლი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GE44BG0000000607618300;

თი­ბი­სი ბან­კი: GE17TB7712145061100086;

ლი­ბერ­თი ბან­კი: GE54LB0111142322316000 (მიმ­ღე­ბი – მაკა ვა­რი­ნა).

ასე­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ტო­რი­დან ნო­მერ­ზე - 0901700483 და­რეკ­ვი­სას, 1 ლარი გი­ორ­გის და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნილ ფონდში გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ილუზიონისტები 21 წლის ბიჭის გადასარჩენად გაერთიანდნენ

ილუზიონისტები 21 წლის ბიჭის გადასარჩენად გაერთიანდნენ

11 ილუზიონისტი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, გიორგი კალიაევის მხარდასაჭერად გაერთიანდა. 21 წლის ბიჭის მეგობრებმა გადაწყვიტეს, მასშტაბური შოუ გამართონ და მას ღონისძიებიდან მიღებული თანხით დაეხმარონ.

გიორგი კალიაევი ლეიკემიას ებრძვის და ახლა თურქეთში, სატრანსპლანტაციო განყოფილებაში წევს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დაიწყო საბოლოო და გადამწყვეტი გზის გავლა. ვიფიქრე, ყოველდღე დღიურივით პატარა რაღაცები დავწერო ხოლმე, ისე... თუ რამეა ახალი ან უბრალოდ, ინფორმაციისა და გართობის მიზნით. ან იქნებ, ლაივის ჩართვაზეც ვიფიქრო… თუმცა, დიდად არ ვიცი არც მომავალი ხასიათები, არც - მოვლენები… ვნახოთ, რა იქნება.

სულ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ მოვიქცე ხოლმე. ისეთები ხართ, ჩემთვის რთულია ამდენი რაღაცის გამოხატვა, იცოდეთ რომ ყველა მიყვარხართ და მეამაყებით" - წერს გიორგი კალიაევი.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის მეგობრებმა კამპანია "გადამარჩინეთ მეგობრის გადარჩენით" წამოიწყეს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა საქველმოქმედო ღონისძიებაც.

ილუზიონისტების შოუ არტჰოლის საკონცერტო დარბაზში 12 აპრილს, 19:30 საათზე დაიწყება. მაყურებელს მაგიურ შოუს შესთავაზებენ ილუზიონისტები: სერგი დოლიძე, ლაშა გელაშვილი, ავთანდილ გოგეშვილი, ავთო ციცქიშვილი, ირაკლი გრიზლი, ლევან ქორქია, ლევან გრიგოლია, რეზი ბაკოევი, გიორგი ბუბაშვილი, გიორგი ჩიქობავა და თემო სიხარულიძე.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზე შეუძლიათ.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი -ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი); კანდელაკის #3 UniPAY; ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY; წერეთლის #77ა UniPAY; მეტრო ნაძალადევთან UniPAY; ბათუმი - მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი); 26 მაისის #25 UniPAY; გორი - სტალინის #10 UniPAY; რუსთავი - მეგობრობის #2 UniPAY; ქუთაისი - ჭავჭავაძის #37 UniPAY; ქობულეთი - აღმაშენებლის #264 UniPAY; ზუგდიდი - გამსახურდიას #8 UniPAY.

გიორგის დასახმარებლად ანგარიში სამ სხვადასხვა ბანკშია გახსნილი:

საქართველოს ბანკი GE44BG0000000607618300;

თიბისი ბანკი: GE17TB7712145061100086;

ლიბერთი ბანკი: GE54LB0111142322316000 (მიმღები – მაკა ვარინა).

ასევე, ნებისმიერი ოპერატორიდან ნომერზე - 0901700483 დარეკვისას, 1 ლარი გიორგის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი