მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს
"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი და­ან­გრია, სა­ძირ­კველ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი და სვე­ტე­ბი იპოვ­ნეს.

ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ცოტა ხნის წინ წერ­და. ყვე­ლა­ფე­რი ორი თვის წინ და­ი­წყო, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა 18 წლის ლავ­რენ­ტის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი შე­ნიშ­ნეს. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარ­დი ხში­რად სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და, გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, ბიჭი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მისი ქცე­ვე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. ამის შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბი ლავ­რენ­ტის დე­დას, ლალი მღებ­რიშ­ვი­ლსაც და­ე­წყო. ოჯახ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­არ­კვია, რომ მათი სახ­ლი ძვე­ლი ტაძ­რის ნან­გრე­ვებ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი და უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბიც სწო­რედ ამას და­უ­კავ­ში­რა...

ოჯა­ხის წევ­რე­ბის და სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რის თქმით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო დან­გრე­უ­ლი ძვე­ლი ტაძ­რის ოთხკუ­თხა ქვე­ბი, სვე­ტე­ბი და თა­ღო­ვა­ნი სარ­კმლის ფრაგ­მენ­ტე­ბი.

"ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის დან­გრე­ვა მთლი­ა­ნად და­ვას­რუ­ლეთ. კედ­ლებ­სა და სა­ძირ­კველ­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის არა­ერ­თი ქვა ვი­პოვ­ნეთ. ეს გახ­ლავთ თლი­ლი ქვე­ბი, სვე­ტე­ბი, ასე­ვე, არის სარ­კმლის ოვა­ლუ­რი თა­ღე­ბიც. ერთ-ერთ თლილ ქვა­ზე, რო­მე­ლიც სა­ძირ­კვლი­დან ამო­ვი­ღეთ, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე გა­მო­ი­სა­ხა, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვი იყო წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და შემ­დეგ გა­ფერ­მკრთალ­და...

მად­ლო­ბა უფალს, შევ­ძე­ლით და მი­ვი­ღეთ ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სახ­ლი დაგ­ვენგრია... ამის შემ­დეგ უკე­თაა ყვე­ლა­ფე­რი - ჩემი მე­უღ­ლეც გა­მო­კეთ­და და შვი­ლიც" - ამ­ბობს რაჯი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის უკვე დან­გრე­უ­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ელექტრო კი­ოს­კის მშე­ნებ­ლო­ბის­თვი­საც (კი­ოს­კის აგუ­რის შე­ნო­ბის კუ­თხე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­ბი­თაა ნა­შე­ნი).

სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის, მამა ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი რომ, ძვე­ლად სო­ფელ­ში, სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი იდგა, ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლ­თა აღ­წე­რი­ლო­ბას“ ასა­ხე­ლებს (გა­მოც. 1990 წ.), სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში სო­ფე­ლი (იმ­ჟა­მად სა­ღუ­ა­ლა­შე­ნის სა­ხე­ლით) პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია XV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ამი­რე­ჯიბ­თა გვა­როვ­ნულ სი­გელ­ში.

წყა­როს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია, იმ­ჟა­მად ცნო­ბილ სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს, ქუც­ნა ამი­რე­ჯიბს თა­ვი­სი შვი­ლის­თვის, რა­მი­ნის­თვის უყი­დია. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს თა­ნახ­მად დას­ტურ­დე­ბა, რომ სო­ფელ­ში ორი ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა, ერთი - ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დია და მე­ო­რე - შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე მდგა­რა, ანუ სწო­რედ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ეკ­ლე­სი­ას გა­ლა­ვა­ნიც ჰქო­ნია შე­მოვ­ლე­ბუ­ლი.

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში მცხოვ­რე­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლს, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­დნენ.

შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დგომ, ნა­ტაძ­რალ და შემ­დგომ ნა­სახ­ლარ ად­გი­ლას, სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და ეპარ­ქია, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს.

ვი­საც ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, თან­ხა შე­უძ­ლია ჩა­რი­ცხოს "ლი­ბერ­თი ბან­კში“ გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე: GE49LB0711116417566000

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს

"საძირკველიდან ამოღებულ ერთ-ერთ ქვაზე წმინდა ეკატერინე გამოისახა..." - რა ხდება ქარელში, ხარაზიშვილების ოჯახში, რომლებმაც საკუთარი სახლი დაანგრიეს

ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში, სადაც ხარაზიშვილების ოჯახმა ნატაძრალ ადგილზე აშენებული სახლი დაანგრია, საძირკველში ჩატანებული ეკლესიის ქვები და სვეტები იპოვნეს.

ხარაზიშვილების ოჯახში განვითარებული უჩვეულო მოვლენების შესახებ AMBEBI.GE ცოტა ხნის წინ წერდა. ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები არაადეკვატური იყო. ამის შემდეგ პრობლემები ლავრენტის დედას, ლალი მღებრიშვილსაც დაეწყო. ოჯახმა მოგვიანებით გაარკვია, რომ მათი სახლი ძველი ტაძრის ნანგრევებზე იყო აშენებული და უჩვეულო მოვლენებიც სწორედ ამას დაუკავშირა...

ოჯახის წევრების და სოფლის ეკლესიის მოძღვარის თქმით, სახლის მშენებლობისას გამოყენებული იყო დანგრეული ძველი ტაძრის ოთხკუთხა ქვები, სვეტები და თაღოვანი სარკმლის ფრაგმენტები.

"ორსართულიანი სახლის დანგრევა მთლიანად დავასრულეთ. კედლებსა და საძირკველში ძველი ეკლესიის არაერთი ქვა ვიპოვნეთ. ეს გახლავთ თლილი ქვები, სვეტები, ასევე, არის სარკმლის ოვალური თაღებიც. ერთ-ერთ თლილ ქვაზე, რომელიც საძირკვლიდან ამოვიღეთ, წმინდა ეკატერინე გამოისახა, ორი დღის განმავლობაში შესამჩნევი იყო წმინდანის გამოსახულება და შემდეგ გაფერმკრთალდა...

მადლობა უფალს, შევძელით და მივიღეთ ეს რთული გადაწყვეტილება, რომ სახლი დაგვენგრია... ამის შემდეგ უკეთაა ყველაფერი - ჩემი მეუღლეც გამოკეთდა და შვილიც" - ამბობს რაჯი ხარაზიშვილი.

აღნიშნულის გარდა, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძველი ეკლესიის ქვები გამოყენებულია ხარაზიშვილების უკვე დანგრეული სახლის მიმდებარედ არსებული ელექტრო კიოსკის მშენებლობისთვისაც (კიოსკის აგურის შენობის კუთხეები აღნიშნული ქვებითაა ნაშენი).

საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრის, მამა იაკობის განცხადებით, ის ფაქტი რომ, ძველად სოფელში, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ხარაზიშვილების სახლი იდგა, ეკლესია ყოფილა, წერილობითი წყაროებითაც დასტურდება.

სასულიერო პირი "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობას“ ასახელებს (გამოც. 1990 წ.), სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი (იმჟამად საღუალაშენის სახელით) პირველად მოხსენიებულია XV საუკუნის დასაწყისში, ამირეჯიბთა გვაროვნულ სიგელში.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტერიტორია, იმჟამად ცნობილ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ქუცნა ამირეჯიბს თავისი შვილისთვის, რამინისთვის უყიდია. ისტორიული წყაროს თანახმად დასტურდება, რომ სოფელში ორი ეკლესია ყოფილა, ერთი - ღვთისმშობლის სახელობის, რომელიც ამჟამად მოქმედია და მეორე - შემაღლებულ ადგილზე, სოფლის სასაფლაოზე მდგარა, ანუ სწორედ იმ ადგილას, სადაც ხარაზიშვილების სახლი იყო აშენებული. ამ ეკლესიას გალავანიც ჰქონია შემოვლებული.

ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ანგრევდნენ.

შესაბამისი კვლევების და ინფორმაციის მოძიების შემდგომ, ნატაძრალ და შემდგომ ნასახლარ ადგილას, სოფლის მაცხოვრებლები და ეპარქია, წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიის მშენებლობას გეგმავს.

ვისაც ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდება, თანხა შეუძლია ჩარიცხოს "ლიბერთი ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე: GE49LB0711116417566000

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ