პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები
"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები

ქო­რე­ოგ­რა­ფი და მსა­ხი­ო­ბი მაკა მა­ხა­რა­ძე ის­ტო­რი­ულ სახ­ლში და სწო­რედ იმ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ნატო ვაჩ­ნა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი მაკა სახ­ლის, სა­ო­ჯა­ხო რე­ლიკ­ვი­ე­ბი­სა და სა­მახ­სოვ­რო ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ამ ბი­ნას ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტო­სა და ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი ჰყავ­და. 16 წლის წინ სახ­ლი ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ნა­ტომ და სი­ძემ ნიკა თა­ვა­ძემ შე­ი­ძი­ნეს. რაც აქ ძვე­ლე­ბურ ავეჯს და ძვე­ლე­ბურ ნივ­თებს ხე­დავთ, ნა­ტომ მშრალ ხიდ­ზე იყი­და. მათ შო­რი­საა ხის კა­რა­დე­ბი, სკივ­რი, მა­გი­დის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, კედ­ლის ხა­ლი­ჩა და ა.შ.

ნატა მურ­ვა­ნი­ძის ხე­ლით შექ­მნი­ლი ჭაღი

სა­კუ­თა­რი ძვე­ლი ნივ­თე­ბი­დან გვაქვს რო­ი­ა­ლი, რო­მე­ლიც ჩემს დე­დამ­თილს - ნა­ტა­ლია (ტუ­სია) გი­ორ­გო­ბი­ანს ეკუთ­ვნო­და. იგი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ.

არის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვენ­თვის ზე­ის­ტო­რი­უ­ლი, დე­და­ჩე­მის მშობ­ლე­ბი­სე­უ­ლი სა­ვარ­ძე­ლი. მა­ნამ­დე არ ვიცი, ვისი იყო, საკ­მა­ოდ ძვე­ლი დრო­ის ნა­კე­თო­ბაა. დე­დას ერგო მზი­თევ­ში და და­წე­სე­ბუ­ლი იყო - ქა­ლის ხა­ზით გა­და­დი­ო­და. თუმ­ცა, ჩემ­თან ამ ნიშ­ნით არ მოხ­ვედ­რი­ლა.

საქ­მე ასე იყო: მა­მა­ჩემ­მა, კოტე მა­ხა­რა­ძემ ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რი როცა და­ა­არ­სა, პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის­თვის „რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია“ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და სა­ვარ­ძე­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში დედა და მამა დიდი ხნის გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. დე­დამ მა­მას ათხო­ვა ეს სა­ვარ­ძე­ლი და თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში მა­მა­ჩე­მის­თვის თან­მდე­ვი რეკ­ვი­ზი­ტი გახ­და. ჩემ­თან კი სა­ვარ­ძე­ლი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა.

- შენ­გე­ლა­ი­ებს ყო­ფი­ლი სახ­ლის ნოს­ტალ­გია როცა აქვთ, არ გსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე?

- 5-6 წლის წინ სახ­ლის ფა­სად­ზე ნატო ვაჩ­ნა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას ახა­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფე­ბი და­ა­მაგ­რეს. სა­ზე­ი­მო გახ­სნის და­წყე­ბამ­დე, ბა­ტონ­მა ელ­დარ­მა მიკრო­ფო­ნის შე­ერ­თე­ბა მთხო­ვა. რა თქმა უნდა, სახ­ლში შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე, და­ი­ა­რა ოთა­ხე­ბი და ხა­სი­ა­თი და­უმ­ძიმ­და, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე დამ­ხვდაო, - თქვა. სახ­ლის შიდა ოთა­ხებ­ში გა­მა­ვა­ლი ყვე­ლა ძვე­ლი კარი და ფან­ჯა­რა ზუს­ტად ისე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

მე­ზობ­ლე­ბის­გან ვიცი, თურ­მე ნატო ვაჩ­ნა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფან­ჯრი­დან ყუ­რე­ბა, და­ი­დებ­და ბა­ლიშს და და­ეყ­რდნო­ბო­და. უცებ გავ­რცელ­დე­ბო­და ხმა - ფან­ჯრი­დან ნატო იყუ­რე­ბაო, და ხალ­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­დი­ო­და მის სა­ნა­ხა­ვად... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ მეტი ფოტო

ავტორი:

"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები

"რასაც აქ ძველებურ ავეჯს ხედავთ, ჩემმა შვილმა მშრალ ხიდზე იყიდა" - მაკა მახარაძის ისტორიული სახლი და საოჯახო რელიკვიები

ქორეოგრაფი და მსახიობი მაკა მახარაძე ისტორიულ სახლში და სწორედ იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახი ცხოვრობდა. ქალბატონი მაკა სახლის, საოჯახო რელიკვიებისა და სამახსოვრო ნივთების შესახებ გვესაუბრება.

- ამ ბინას ქალბატონი ნატოსა და ბატონი ნიკოლოზის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 16 წლის წინ სახლი ჩემმა ქალიშვილმა ნატომ და სიძემ ნიკა თავაძემ შეიძინეს. რაც აქ ძველებურ ავეჯს და ძველებურ ნივთებს ხედავთ, ნატომ მშრალ ხიდზე იყიდა. მათ შორისაა ხის კარადები, სკივრი, მაგიდის გადასაფარებელი, კედლის ხალიჩა და ა.შ.

ნატა მურვანიძის ხელით შექმნილი ჭაღი

საკუთარი ძველი ნივთებიდან გვაქვს როიალი, რომელიც ჩემს დედამთილს - ნატალია (ტუსია) გიორგობიანს ეკუთვნოდა. იგი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ზეისტორიული, დედაჩემის მშობლებისეული სავარძელი. მანამდე არ ვიცი, ვისი იყო, საკმაოდ ძველი დროის ნაკეთობაა. დედას ერგო მზითევში და დაწესებული იყო - ქალის ხაზით გადადიოდა. თუმცა, ჩემთან ამ ნიშნით არ მოხვედრილა.

საქმე ასე იყო: მამაჩემმა, კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრი როცა დააარსა, პირველი სპექტაკლისთვის „რაც მტრობას დაუნგრევია“ ესაჭიროებოდა სავარძელი. იმ პერიოდში დედა და მამა დიდი ხნის განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ მამას ათხოვა ეს სავარძელი და თითქმის ყველა სპექტაკლში მამაჩემისთვის თანმდევი რეკვიზიტი გახდა. ჩემთან კი სავარძელი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.

- შენგელაიებს ყოფილი სახლის ნოსტალგია როცა აქვთ, არ გსტუმრობენ ხოლმე?

- 5-6 წლის წინ სახლის ფასადზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ახალი მემორიალური დაფები დაამაგრეს. საზეიმო გახსნის დაწყებამდე, ბატონმა ელდარმა მიკროფონის შეერთება მთხოვა. რა თქმა უნდა, სახლში შემოვიპატიჟე, დაიარა ოთახები და ხასიათი დაუმძიმდა, ყველაფერი ისევ ისე დამხვდაო, - თქვა. სახლის შიდა ოთახებში გამავალი ყველა ძველი კარი და ფანჯარა ზუსტად ისე შევინარჩუნეთ.

მეზობლებისგან ვიცი, თურმე ნატო ვაჩნაძეს ძალიან უყვარდა ფანჯრიდან ყურება, დაიდებდა ბალიშს და დაეყრდნობოდა. უცებ გავრცელდებოდა ხმა - ფანჯრიდან ნატო იყურებაო, და ხალხი სპეციალურად მოდიოდა მის სანახავად... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის