სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი გზა რომელიც სიბრძნემდე მიგიყვანთ - ბერნარ ვერბერის "ანგელოზების იმპერია" ქართულად ითარგმნა
სამი გზა რომელიც სიბრძნემდე მიგიყვანთ - ბერნარ ვერბერის "ანგელოზების იმპერია" ქართულად ითარგმნა

მწერ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის მკით­ვე­ლამ­დე მი­სა­ტა­ნად ხში­რად სპე­ცი­ფი­კურ სტილს იყე­ნე­ბენ. ირ­ჩე­ვენ ფა­ბუ­ლას, ეპო­ქას, სი­ტუ­ა­ცი­ებს. ხან­და­ხან კი ახალ სამ­ყა­როს თვი­თონ­ვე ქმნი­ან. სწო­რედ ეს არის ბერ­ნარ ვერ­ბე­რის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის ეპო­ქას, ფა­ბუ­ლა­საც და სა­სურ­ველ სამ­ყა­რო­საც თვი­თონ­ვე ქმნის. მათ­თვის, ვინც უკვე წა­ი­კი­თხა "ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის" ტრი­ლო­გია, ეს სტი­ლი ნაც­ნო­ბი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა. ავ­ტო­რი მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არ­სე­ბუ­ლი სამ­ყა­როს იქით გა­ი­ხე­დოს, რა­ღაც ახა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნოს. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ეძე­ბოს. ბერ­ნარ ვერ­ბერს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა გა­მო­აქვს სა­აშ­კა­რა­ო­ზე, ყვე­ლა­ფერს უფრო ახ­ლი­დან გვიჩ­ვე­ნებს. ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და თა­ვის იდე­ებს სწო­რედ ასე ამ­ხელს.

ძა­ლი­ან მალე ქარ­თველ მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა ამ გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის წიგ­ნი "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია" ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­ლი იხი­ლოს! ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ბერ­ნარ ვერ­ბე­რი დე­და­მი­წას ცდე­ბა და ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს. სა­მო­თხე ყო­ველ­თვის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლად, და­სას­რუ­ლად აღიქ­მე­ბა. თუმ­ცა მწერ­ლის­თვის არც აქ ჩერ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ლტოლ­ვა სი­ახ­ლის­კენ და მუდ­მი­ვად და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ვერც სა­მო­თხე აკ­მა­ყო­ფი­ლებს. "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია" იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ იკი­თხე­ბა, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის უკეთ შეც­ნო­ბა­შიც გვეხ­მა­რე­ბა.

წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი, მე­რაბ ფი­ფია თვლის, რომ მკი­თხვე­ლი "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რი­ის" კი­თხვი­სას დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს. მისი აზ­რით, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი მხო­ლოდ ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის, ძა­ლი­ან ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია და მკი­თხველს ბევრ რა­მე­ზე და­ა­ფიქ­რებს.

"ბერ­ნარ ვერ­ბე­რი ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მწე­რა­ლია საფ­რან­გეთ­ში და არამ­ხო­ლოდ საფ­რან­გეთ­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას კარ­გად არ იც­ნობს, თუმ­ცა ამ ავ­ტო­რის ტრი­ლო­გი­ამ, "ჭი­ან­ჭვე­ლებ­მა" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია", უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, თუმ­ცა ნა­წარ­მო­ე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­საც არ და­ტო­ვებს გულ­გრილს, რომ­ლებ­თაც ეს ჟან­რი დი­დად არ იტა­ცებთ. "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რი­ი­ის" კი­თხვი­სას, გრჩე­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მწე­რა­ლი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ზე სა­უბ­რობს. აქ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით. თარ­გმნის პრო­ცეს­ში არ­ცერთ მო­მენ­ტში არ დამ­რჩე­ნია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნოდ სა­კი­თხავ წიგნს ვთარ­გმნი­დი, რად­გან ამ ნა­წარ­მო­ებ­ში უამ­რა­ვი რა­მაა ისე­თი, რა­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვა­წყდე­ბით. "ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია" ჩემ­თვის ერთი დიდი სცე­ნა­რია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბით. ყვე­ლა თა­ვის ამ­ბავს ყვე­ბა და მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლო­ბე­ლი ხდე­ბა. ნა­წარ­მო­ებ­ში ვხვდე­ბით ჩვენ­თვის უკვე ნაც­ნობ პერ­სო­ნა­ჟებს, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, მსა­ხი­ო­ბებს. კი­თხვი­სას ხში­რად მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თით­ქოს რა­ღაც ძველს ვიხ­სე­ნებ­დი."

6 აპ­რილს 18:00 სა­ათ­ზე, "Stamba's Books • სტამ­ბის წიგ­ნებ­ში" გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც მთარ­გმნე­ლი მე­რაბ ფი­ფია და ილუსტრა­ტო­რი მაკა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი გე­სა­უბ­რე­ბი­ან იმ სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც წიგ­ნის კი­თხვი­სას გა­დაგხდე­ბათ თავს. დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ავტორი:

სამი გზა რომელიც სიბრძნემდე მიგიყვანთ - ბერნარ ვერბერის "ანგელოზების იმპერია" ქართულად ითარგმნა

სამი გზა რომელიც სიბრძნემდე მიგიყვანთ - ბერნარ ვერბერის "ანგელოზების იმპერია" ქართულად ითარგმნა

მწერლები თავიანთი იდეების მკითველამდე მისატანად ხშირად სპეციფიკურ სტილს იყენებენ. ირჩევენ ფაბულას, ეპოქას, სიტუაციებს. ხანდახან კი ახალ სამყაროს თვითონვე ქმნიან. სწორედ ეს არის ბერნარ ვერბერის საყვარელი საქმიანობა. თავისი ნაწარმოებისთვის ეპოქას, ფაბულასაც და სასურველ სამყაროსაც თვითონვე ქმნის. მათთვის, ვინც უკვე წაიკითხა "ჭიანჭველების" ტრილოგია, ეს სტილი ნაცნობი და დიდი ალბათობით, ძალიან საინტერესოცაა. ავტორი მკითხველს საშუალებას აძლევს, არსებული სამყაროს იქით გაიხედოს, რაღაც ახალი აღმოაჩინოს. ჭეშმარიტება ირეალურ სამყაროში ეძებოს. ბერნარ ვერბერს ადამიანის ბუნება გამოაქვს სააშკარაოზე, ყველაფერს უფრო ახლიდან გვიჩვენებს. ირეალურ სამყაროში განვითარებული მოვლენებით ჩვენს რეალობაზე საუბრობს და თავის იდეებს სწორედ ასე ამხელს.

ძალიან მალე ქართველ მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა ამ გენიალური მწერლის წიგნი "ანგელოზების იმპერია" ქართულად თარგმნილი იხილოს! ამ ნაწარმოებში ბერნარ ვერბერი დედამიწას ცდება და ზეციურ სამყაროში გვამოგზაურებს. სამოთხე ყოველთვის საბოლოო წერტილად, დასასრულად აღიქმება. თუმცა მწერლისთვის არც აქ ჩერდება ადამიანების ლტოლვა სიახლისკენ და მუდმივად დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას ვერც სამოთხე აკმაყოფილებს. "ანგელოზების იმპერია" იმის პარალელურად, რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება, ადამიანის ბუნების უკეთ შეცნობაშიც გვეხმარება.

წიგნის მთარგმნელი, მერაბ ფიფია თვლის, რომ მკითხველი "ანგელოზების იმპერიის" კითხვისას დიდ სიამოვნებას მიიღებს. მისი აზრით, ეს ნაწარმოები მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის წარმომადგენელი არ არის, ძალიან ცხოვრებისეულია და მკითხველს ბევრ რამეზე დააფიქრებს.

"ბერნარ ვერბერი ერთ-ერთი პოპულარული მწერალია საფრანგეთში და არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქართველი მკითხველი მას კარგად არ იცნობს, თუმცა ამ ავტორის ტრილოგიამ, "ჭიანჭველებმა" საზოგადოებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. "ანგელოზების იმპერია", უპირველეს ყოვლისა, ფანტასტიკის მოყვარულ ადამიანებს დააინტერესებთ, თუმცა ნაწარმოები იმ ადამიანებსაც არ დატოვებს გულგრილს, რომლებთაც ეს ჟანრი დიდად არ იტაცებთ. "ანგელოზების იმპერიიის" კითხვისას, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მწერალი რეალურ სამყაროზე საუბრობს. აქ შეხვდებით ადამიანებს საინტერესო ცხოვრებით. თარგმნის პროცესში არცერთ მომენტში არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ სასიამოვნოდ საკითხავ წიგნს ვთარგმნიდი, რადგან ამ ნაწარმოებში უამრავი რამაა ისეთი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. "ანგელოზების იმპერია" ჩემთვის ერთი დიდი სცენარია თავისი მრავალფეროვანი პერსონაჟებით. ყველა თავის ამბავს ყვება და მკითხველისთვის ახლობელი ხდება. ნაწარმოებში ვხვდებით ჩვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟებს, ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს. კითხვისას ხშირად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაც ძველს ვიხსენებდი."

6 აპრილს 18:00 საათზე, "Stamba's Books • სტამბის წიგნებში" გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, სადაც მთარგმნელი მერაბ ფიფია და ილუსტრატორი მაკა ზედელაშვილი გესაუბრებიან იმ საინტერესო თავგადასავალზე, რომელიც წიგნის კითხვისას გადაგხდებათ თავს. დასწრება თავისუფალია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს