სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან
"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან

ISIS-ს და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის ჯერ კი­დევ საფრ­თხედ რჩე­ბა. ამას­თან ერ­თად არის კი­დევ სა­კი­თხი - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, ასე­ვე და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში არი­ან მი­მო­ფან­ტუ­ლი და რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, მათი უკვე აქვთ იარ­ლი­ყი - "ტე­რო­რის­ტე­ბის შვი­ლე­ბი".

რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა უკვე მი­ი­ღო ISIS-ის წევრთა ცო­ლე­ბი და შვი­ლე­ბი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მათი რე­პატ­რი­ა­ცია, სხვა­დას­ხვა საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ა­ჩე­რა. ამი­ტო­მაც ისი­ნი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დრო­ე­ბით თავ­შე­საფ­რებ­ში ან ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ ცხოვ­რე­ბას.

თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ და­ბა­დე­ბამ­დე არას­რულ­ფა­სო­ვან გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მის შემ­დე­გაც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა "უდა­ნა­შა­უ­ლო დამ­ნა­შა­ვე ბავ­შვე­ბის" ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თა ასა­კის გან­სა­ზღვრა ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ფო­ტოგ­რა­ფი ნა­ტა­ლია სან­ჩა ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა elpais.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ ფო­ტო­რე­პორ­ტაჟ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რე­ბის ბავ­შვებ­ზე ყვე­ბა, რომ­ლე­ბიც ან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნა­ში და­ი­ღუპ­ნენ ან ცი­ხე­ში არი­ან... ისი­ნი დღემ­დე გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან. სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, ბა­ღუ­ზას პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქურ­თე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ე.წ. ხა­ლი­ფა­ტის და­მარ­ცხე­ბამ­დე იქ არ­სე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 75 მო­ზარ­დი მკურ­ნა­ლობ­და. ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, ისი­ნი დღემ­დე იქ რჩე­ბი­ან. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, კვე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო, ასო­ბით ბავ­შვი და­ი­ხო­ცა.

ისი­ნი, ვინც გა­დარ­ჩნენ სპე­ცი­ა­ლურ ბა­ნა­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ახლა დე­დებ­თან ან ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის...

ერთ-ერთი მედ­და ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტს "მა­ი­ას" ფსევ­დო­ნი­მით გა­ეც­ნო, რად­გან ISIS-ის წევ­რე­ბის ჯერ კი­დევ ეში­ნია. ის 12 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ტე­რო­რის­ტი გა­იქ­ცა ცი­ხი­დან. ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძლე­დე­ბა და გვე­ში­ნია, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის წა­საყ­ვა­ნად ისი­ნი აქ არ მო­ვიდ­ნენ. ამი­ტო­მაც მე ღიად ვერ ვი­სა­უბ­რებ" - თქვა მან.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბის შვი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა თა­ვის­თა­ვად პრობ­ლე­მაა ქვეყ­ნის­თვის და რაც მთა­ვა­რია, მშობ­ლე­ბის გამო მათ ყო­ველ­თვის და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ.

32 წლის უკ­რი­ა­ნე­ლი კა­ტე­რი­ნა, რო­მე­ლიც ჯი­ჰა­დის­ტის ცოლი იყო, იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვის ქა­ლის ტრავ­მი­სა და მრავ­ლო­ბით მო­ტე­ხი­ლო­ბით მკურ­ნა­ლობს. ის ბა­ღუ­ზას პრო­ვინ­ცი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ გად­მო­იყ­ვა­ნეს.

"3500-მდე ბავ­შვი სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ მი­ღე­ბა­ზე ყვე­ლა ქვე­ყა­ნა თავს იკა­ვებს, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო - მათ ISIS-ის წევ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ეში­ნი­ათ" - ამ­ბობს CIR-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პოლ დო­ნო­ჰი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი უმე­ტე­სო­ბა 3-წლამ­დე ასა­კის არის, თუმ­ცა არი­ან ჩვი­ლე­ბიც, რო­მელ­თა ასა­კიც 1-წლამ­დეა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ობო­ლია, თუმ­ცა ზოგს გა­უ­მარ­თლა და დედა ცო­ცხა­ლი ჰყავს.

"რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ ობ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა... მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის არის და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩანს, მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთს მუდ­მი­ვი და ხმა­მა­ღა­ლი ხვე­ლე­ბა აქვს, ხმა­უ­რით სუნ­თქავს ან სუ­ლაც გა­მუდ­მე­ბით, ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ტი­რის", - წერს გა­მო­ცე­მა.

ფოტო: elpais.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან

"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან

ISIS-ს დამარცხების შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება ცივილური სამყაროსთვის ჯერ კიდევ საფრთხედ რჩება. ამასთან ერთად არის კიდევ საკითხი - "ისლამური სახელმწიფოს" ბავშვები, რომლებიც როგორც სირიასა და ერაყში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში არიან მიმოფანტული და როგორც დასავლური მედია წერს, მათი უკვე აქვთ იარლიყი - "ტერორისტების შვილები".

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა უკვე მიიღო ISIS-ის წევრთა ცოლები და შვილები, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მათი რეპატრიაცია, სხვადასხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეაჩერა. ამიტომაც ისინი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დროებით თავშესაფრებში ან ლტოლვილთა ბანაკებში განაგრძობენ ცხოვრებას.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე არასრულფასოვან გარემოში იმყოფებოდნენ და მის შემდეგაც უმძიმეს პირობებში მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება. მსოფლიო მედიაში მუდმივად ვრცელდება "უდანაშაულო დამნაშავე ბავშვების" ფოტოები, რომელთა ასაკის განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია.

ფოტოგრაფი ნატალია სანჩა ინტერნეტ გამოცემა elpais.com-ისთვის მომზადებულ ფოტორეპორტაჟში "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების ბავშვებზე ყვება, რომლებიც ან საომარი მოქმედებების ზონაში დაიღუპნენ ან ციხეში არიან... ისინი დღემდე გადარჩენისთვის იბრძვიან. სირიის ჩრდილოეთით, ბაღუზას პროვინციაში, ქურთების დასახლებაში ე.წ. ხალიფატის დამარცხებამდე იქ არსებულ საავადმყოფოში 75 მოზარდი მკურნალობდა. ევაკუაციის შემდეგ, ისინი დღემდე იქ რჩებიან. არსებული ცნობებით, კვების არარსებობისა და რესპირატორული დაავადებების გამო, ასობით ბავშვი დაიხოცა.

ისინი, ვინც გადარჩნენ სპეციალურ ბანაკებში გადაიყვანეს, სადაც ახლა დედებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის...

ერთ-ერთი მედდა ფოტოკორესპონდენტს "მაიას" ფსევდონიმით გაეცნო, რადგან ISIS-ის წევრების ჯერ კიდევ ეშინია. ის 12 პაციენტის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ტერორისტი გაიქცა ციხიდან. ეს პროცესი დღემდე გრძლედება და გვეშინია, თავიანთი შვილების წასაყვანად ისინი აქ არ მოვიდნენ. ამიტომაც მე ღიად ვერ ვისაუბრებ" - თქვა მან.

გამოცემის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრების შვილების არსებობა თავისთავად პრობლემაა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, მშობლების გამო მათ ყოველთვის და ყველა ქვეყანაში პრობლემები შეექმნებათ.

32 წლის უკრიანელი კატერინა, რომელიც ჯიჰადისტის ცოლი იყო, იმავე საავადმყოფოში თავის ქალის ტრავმისა და მრავლობით მოტეხილობით მკურნალობს. ის ბაღუზას პროვინციდან ევაკუაციის შემდეგ გადმოიყვანეს.

"3500-მდე ბავშვი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სხვადასხვა ბანაკში იმყოფება. ისინი უდანაშაულოები არიან, მაგრამ მათ მიღებაზე ყველა ქვეყანა თავს იკავებს, გასაგები მიზეზების გამო - მათ ISIS-ის წევრების დაბრუნების ეშინიათ" - ამბობს CIR-ის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი პოლ დონოჰი.

სავარაუდოდ, მათი უმეტესობა 3-წლამდე ასაკის არის, თუმცა არიან ჩვილებიც, რომელთა ასაკიც 1-წლამდეა. მათი უმრავლესობა ობოლია, თუმცა ზოგს გაუმართლა და დედა ცოცხალი ჰყავს.

"რამდენიმე ქვეყანამ ობლების მიღების სურვილი გამოთქვა... მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმის არის და ვიზუალურადაც ჩანს, მაგალითად, ზოგიერთს მუდმივი და ხმამაღალი ხველება აქვს, ხმაურით სუნთქავს ან სულაც გამუდმებით, ხმის ჩახლეჩამდე ტირის", - წერს გამოცემა.

ფოტო: elpais.com

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები და სხვა ნათესავები წარადგინა