კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მივლინება, შვებულება, დენი, წნევა... - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს და როგორ იქმნებოდა ტერმინები
მივლინება, შვებულება, დენი, წნევა... - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს და როგორ იქმნებოდა ტერმინები

ბევ­რი ტერ­მი­ნი, რო­მელ­საც მე­ტყვე­ლე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ, არც კი ვი­ცით ქარ­თულ ენა­ში რო­დი­დან არ­სე­ბობს და ვის მი­ე­რაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი.

ტერ­მი­ნო­ლო­გია მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე დარ­გში არ­სე­ბულ ტერ­მინ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის ამა თუ იმ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა გან­სა­ზღვრავს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რია სა­თა­ვეს იღებს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შექ­მნის და­სა­წყი­სი­დან­ვე. ჩვენ­თან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა 1921 წლი­დან და­ი­წყო, 1941-დან კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი დღემ­დე მუ­შა­ობს.

რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნის შე­სა­ხებ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ქა­რო­სა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ტერ­მი­ნე­ბი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, მივ­ლი­ნე­ბა, შვე­ბუ­ლე­ბა, საშ­ვი ვუ­კოლ ბე­რი­ძის მიერ შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნე­ბია.

ვუ­კოლ ბე­რი­ძის შვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე - ვახ­ტან ბე­რი­ძე იგო­ნებს: „მძი­მე სა­მუ­შაო იყო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ლექ­სი­კო­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მძი­მე და გამო­უ­ჩე­ნე­ლი. ამ სა­ქმი­სა­თვის ამ­დე­ნი დრო და ძა­ლა რომ არ მი­ე­ძღვნა მა­მას, რა თქმა უნ­და, ბევ­რად მე­ტი შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა „თა­ვის­თვის“, ე. ი. მე­ტი „სა­კუ­თა­რი“ გა­მოკ­ვლე­ვა და­ე­წე­რა და და­ე­ბეჭ­და. უთ­ქვამს ხოლ­მე, ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ო­ბას ქვის კოდ­ვა სჯობ­სო, მაგ­რამ მას უყ­ვარ­და ეს სა­ქმე იმი­ტომ, რომ ეს­მო­და მი­სი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და იმი­ტომ, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი ენა. ჰქონ­და ენის სა­კვირ­ვე­ლი ალ­ღო, რაც, რა თქმა უნ­და, დი­დად შვე­ლო­და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში. მეც მო­მიხ­და ჩემს ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, მა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე და მა­გონ­დე­ბა, რო­გორ შექ­მნა მან ჩვე­ნ თვალ­წინ რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნი, რო­მელ­თაც მა­ლე მო­ი­კი­დეს ფე­ხი (მა­გა­ლი­თად, განა­შე­ნი­ა­ნე­ბა - застройка, რო­მელ­მაც შე­ცვა­ლა სულ სხვა აზ­რის მქო­ნე გა­შე­ნე­ბა. კო­მი­სი­ი­სა და გან­ყო­ფი­ლე­ბის სხდო­მე­ბი, რო­გორც გა­მი­გო­ნია, ცო­ცხლად, სა­ინ­ტე­რე­სოდ და ხა­ლი­სი­ა­ნად ტარ­დე­ბო­და. იყო კა­მა­თიც, სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა და „აღმო­ჩე­ნის სი­ხა­რუ­ლიც“, რო­ცა მარ­ჯვე ტერ­მინს მი­აგ­ნებ­დნენ. ამ სხდო­მა­თა მო­ნა­წი­ლე­ნი მხი­ა­რუ­ლად იგო­ნებ­დნენ ხოლ­მე: რო­ცა ახა­ლი ტერ­მი­ნი მი­უჩ­ვევ­ლო­ბის გამო გვე­ხა­მუ­შე­ბო­და, ბა­ტო­ნი ვუ­კო­ლი გვე­ტყო­დაო - ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ია­რეთ ოთახ­ში დი­ა­გო­ნა­ლუ­რად კუ­თხი­დან კუ­თხე­ში და იმე­ო­რეთ ეს ტერ­მი­ნი. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მო­გე­წო­ნე­ბათ და მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ მას უკ­ვე დი­დი ხა­ნია, იც­ნობ­თო. მა­მას შე­მო­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ახა­ლი უკვე სავ­სე­ბით შეთ­ვი­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - საშ­ვე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა, შვე­ბუ­ლე­ბა” (ბე­რი­ძე, 1987 :162). ახალ ტერ­მინს ად­ვი­ლად არ იღებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ვუ­კოლ ბე­რი­ძის შვი­ლის - ვახ­ტანგ ბე­რი­ძის - მო­გო­ნე­ბა: „ანეკ­დო­ტი­ვით მი­ამ­ბეს ერთი კა­ცის ამ­ბა­ვი: ქუ­ჩა­ში მა­მამ ჩა­ი­ა­რა და იმ კა­ცის ნაც­ნობ­მა, რო­მე­ლიც მა­მას მი­ე­სალ­მა, მას უთხრა: ამი­სი მო­გო­ნი­ლია სი­ტყვა „შვე­ბუ­ლე­ბაო“. იმას უპა­სუხ­ნია, მა­გას რომ „შვე­ბუ­ლე­ბა“ არ გა­მო­ე­გო­ნა, ოტ­პუსკში ვერ წავი­დოდი, თუო?“ კრე­ბუ­ლე­ბი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­კი­თხე­ბი, 2014, გვ. 177-185).

- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვუ­კოლ ბე­რი­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს.

- 2017 წელს შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­კოლ ბე­რი­ძის ტერ­მი­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც იმა­ვე წლი­დან ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია. 2018 წელს ეს­პა­ნეთ­ში გა­ი­მარ­თა ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლოგ­თა სა­მი­ტი. ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი სა­ან­გა­რი­შო სი­ტყვა ვუ­კოლ ბე­რი­ძის სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა: „ყო­ვე­ლი ერი, რო­მე­ლიც სრულ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას ეტა­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მეც­ნი­ე­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას“.

- ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნე­ბი. რომ­ლე­ბია ისი­ნი?

- დენი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნია. მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვი­სა­გან - მდე­ნი (ის, რაც მო­ე­დი­ნე­ბა) (http://termbank.ge/, კრე­ბუ­ლე­ბი)

წნე­ვაც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ტერ­მი­ნია. სი­ტყვა „საწ­ნე­ხე­ლი­დან“ ამო­ი­ღეს ძირი - წნე - და შექ­მნეს ახა­ლი ტერ­მი­ნი. ვა­სილ კა­კა­ბა­ძე იგო­ნებს: „Прессование-სთვის სა­უ­კე­თე­სო ხალ­ხუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ტყვა გვაქვს წნეხ­ვა („სა­წნე­ხე­ლი’’ აქე­დან წარ­მო­შო­ბი­ლი) пресс ამი­ტომ წნე­ხი და­ვარქ­ვით. აქე­დან давление-ს ფეს­ვად წნე ამო­ვირ­ჩი­ეთ. გამო­ვი­და давление წნე­ვა, ამ ორი ცნე­ბის (Прессование და давление) და­ახ­ლო­ვე­ბა ძა­ლი­ან აა­მე­ტყვე­ლებს ჩვენს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას. წნეხ­ვა დე­ფორ­მა­ცი­ის გამო­მწვე­ვი давление არის (ფრან­გუ­ლი pressage), წნე­ვა კი - უბ­რა­ლოდ „დავ­ლე­ნიე’’ pression, გა­ზის­თვის. ეს ორი ცნე­ბა სი­ნო­ნი­მე­ბია“.

ასე­ვეა რაგ­ბის არა­ერ­თი ტერ­მი­ნი ზაალ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი შექ­მნი­ლი ან გა­ცო­ცხლე­ბუ­ლია. ლელო დღეს ლე­ლოს იმ ად­გილს უწო­დე­ბენ, სა­დაც ბურ­თი უნდა და­ა­მი­წო. 1989 წლამ­დე მას „ჩათ­ვლის მო­ე­და­ნი“ ეწო­დე­ბო­და“. ნა­წყვე­ტი ზაალ გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის სტა­ტი­ი­დან „რაგ­ბის ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია“

ლე­ლო­ბურ­თი­დან

თა­ვის დრო­ზე ინ­გლი­სუ­რი "ინ გო­ულ ერია", ფრან­გუ­ლი "ან ბი­უტ", რუ­მი­ნუ­ლი "ტე­რენ დე ცინ­ტა" რუ­სუ­ლად ითარ­გმნა, რო­გორც "ზა­ჩოტ­ნოე პო­ლე" და აქე­დან ქარ­თუ­ლად მი­ვი­ღეთ ჩა­თვლის მო­ე­და­ნი. რა­კი ტერ­მი­ნი გრძე­ლი და ორ­სი­ტყვი­ა­ნია და, ამ­დე­ნად, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი, რაგ­ბის თემ­ში ფე­ხი ვერ მო­ი­კი­და და იქ­ცა გონჯ "ზა­ჩოტ­კად".

არა­და, რუ­სებ­მაც კი იმ­თა­ვით­ვე პა­რა­ლე­ლუ­რად და­ნერ­გეს არა­ფორ­მა­ლუ­რი "გო­როდ" - რა­კი თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ თა­მაშ ლაპ­ტა­ში ჰქონ­დათ ეგ ცნე­ბა, და მხო­ლოდ 1989 წელ­ს შე­ი­წყნა­რა იმ­ხა­ნად ერ­თა­დერთ­მა ქარ­თულ­მა სპორ­ტულ­მა გა­ზეთ­მა "ლე­ლომ" ტერ­მი­ნად ლე­ლო მო­ედ­ნის იმ ნა­კვე­თის აღ­სა­ნიშ­ნად, სა­დაც ბურ­თი უნ­და და­ა­მი­წო.

ამ შე­მთხვე­ვა­ში ტერ­მი­ნი გად­მო­ვი­ღეთ ჩვე­ნი­ვე ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი­დან: ლე­ლო­ბურ­თი ხომ იგი­ვე რაგ­ბია, ოღონ­დაც - ქარ­თუ­ლი, და ლე­ლოც ის ად­გი­ლია, სა­დაც ბურ­თი უნ­და მი­ი­ტა­ნო. ძნე­ლი ასახ­სნე­ლია, ამ­დენ ხანს არა­ვის აზ­რად რად არ მო­უ­ვი­და, ტერ­მინს ლე­ლო­ბურთს და­სეს­ხე­ბო­და, მით უფ­რო, თუ ერ­თი ხა­ნო­ბა (1977-79) ერ­თი­ა­ნი, "ლე­ლო - რეგ­ბის ფე­დე­რა­ცი­აც" კი არ­სე­ბობ­და.

პერ­პენ­დი­კუ­ლა­რის შე­სა­ტყვი­სად ტერ­მი­ნი მარ­თო­ბი 1920 წლის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ავ­ტო­რებ­მა შექ­მნეს.

- ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის გვერ­დით უცხო სი­ტყვე­ბის მი­წე­რა ლექ­სი­კო­ნებ­ში რა­ტო­მაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო?

- ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლი გახ­და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის ბრძა­ნე­ბით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბის თან­და­თან და­კარ­გვა, მა­გა­ლი­თად, აბა­ჟურს 1920 წლის ლექ­სი­კონ­ში შუქ­ფა­რი ერ­ქვა, შემ­დგომ მას ქარ­თუ­ლის გვერ­დით აბა­ჟუ­რიც მი­ე­წე­რა. დღეს მხო­ლოდ აბა­ჟურს ვი­ყე­ნებთ.

მა­გა­ლი­თად, ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვა „სი­ტუ­ა­ცია“ თან­და­თან აქ­რობს რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ სი­ტყვას: ვი­თა­რე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­რე­მო­ე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბამ ცხად­ყო, რომ სი­ტყვა სი­ტუ­ა­ცია ბევ­რს ქარ­თუ­ლი ჰგო­ნია.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში "საქ­მის’’ მა­გივ­რად დე­ლოს იყე­ნებ­დნენ, დღეს - კე­ისს.

ტერ­მი­ნი მე­კლდე­უ­რი, რო­გორც მა­სა­ლე­ბი­დან, კერ­ძოდ, ლე­ლოს 1970 წლის 15 ნო­ემ­ბრის ნომ­რი­დან, ირ­კვე­ვა, ნი­კო კე­ცხო­ვე­ლის ტერ­მი­ნი ყო­ფი­ლა. აქ სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რის მი­ერ რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­აა შემო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი: კლდე­ლაშ­ქრო­ბა, კლდე­მო­ლაშ­ქრე, კლდემ­ლახ­ვე­ლი, კლდე­თამ­ძლე. ნი­კო კე­ცხო­ვე­ლის ყვე­ლა­ზე მცი­რე თვალ­საზ­რი­სი ასე იწყე­ბა: „ამას წი­ნათ გამო­ვი­და პროფ. პ. ხუ­ბუ­ტი­ას შრო­მა „თუ­შუ­რი კი­ლო“. ამ წიგ­ნის ლექ­­სი­კონ­ში არის ერ­თი სი­ტყვა მე­კდე­უ­რა­დი - კლდე­ებ­ში კარ­გად მო­სი­ა­რუ­ლე სა­ქო­ნე­ლი. თუ­შე­ბი კლდეს ხში­რად „კილ­დეს“ ან კლდეს უწო­დე­ბენ, იქ­ნებ „კლდე­ზე მცო­ცა­ვის“ ნა­ცვლად გამო­დგეს. მე­კდე­უ­რი – კლდე­ებ­ში და კლდე­ში კარ­გად მო­სი­ა­რუ­ლე. შემ­დეგ ამა­ტებს: ნუ შე­გვა­ში­ნებს გან­მარ­ტე­ბა­ში სა­ქო­ნე­ლი, თუ­შეთ­ში ოთხჯერ ვი­ყავ და ჩვენ შე­სა­ხე­ბაც ამ­ბობ­დნენ: მე­ბა­ლა­ხე­ნი, მე­კდე­უ­რე­ბიო“.

რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ ლექ­სი­კო­ნებ­ზე, თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე. ამო­ნა­წე­რი თსუ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი­დან:

1959 წელი, თე­ბერ­ვა­ლი, ოქმი N43:

„სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან: გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი, ვარ­ლამ თო­ფუ­რია, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვა, ალექ­სან­დრე კო­ბა­ხი­ძე, ლია კა­ი­შა­უ­რი, თავ­მჯდო­მა­რე - ქე­თე­ვან ლომ­თა­თი­ძე, მდი­ვა­ნი - ნუნუ საყ­ვა­რე­ლი­ძე. „დღის წეს­რიგ­შია: с ასო­ზე სა­კო­მი­სი­ოდ წარ­მოდ­გე­ნილ სი­ტყვა­თა თარ­გმა­ნე­ბის გან­ხილ­ვა; 1.самоотвод თვი­თა­ცი­ლე­ბა. გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნის აზ­რით, თვით აქ არ გა­მოდ­გე­ბა, უნდა იყოს „თა­ვის აცი­ლე­ბა“. არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას შე­საძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია დარ­ჩეს „თვი­თა­ცი­ლე­ბა“, რად­გან თვით უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია მრა­ვალ სი­ტყვა­ში: თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა და სხვ. 2. აზრი გა­მოთ­ქვეს სი­ტყვა­ზე свёрток: გი­ორ­გი ახვლე­დი­ანს არ მოს­წონს „შეკ­რუ­ლა“. ქე­თე­ვან ლომ­თა­თი­ძემ „ხვე­უ­ლაც“ და­ვა­მა­ტო­თო. არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია თარ­გმა­ნი „შეკ­ვრა“, „შეკ­რუ­ლი რამ“. დად­გინ­და: свёрток „შეკ­ვრა“, "შეკ­რუ­ლი რამ“.

მადლობა!
0

არა მხოლოდ საინტერესო, საცოდნელად საჭირო სტატიაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

მივლინება, შვებულება, დენი, წნევა... - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს და როგორ იქმნებოდა ტერმინები

მივლინება, შვებულება, დენი, წნევა... - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ქართულ ენას ეს სიტყვები აჩუქეს და როგორ იქმნებოდა ტერმინები

ბევრი ტერმინი, რომელსაც მეტყველებაში ვიყენებთ, არც კი ვიცით ქართულ ენაში როდიდან არსებობს და ვის მიერაა დამკვიდრებული.

ტერმინოლოგია მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რომელიმე დარგში არსებულ ტერმინთა ერთობლიობაა. ტერმინოლოგიის განვითარებას მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება განსაზღვრავს.

საქართველოში ტერმინოლოგიის ისტორია სათავეს იღებს ქართული მწერლობის შექმნის დასაწყისიდანვე. ჩვენთან ტერმინოლოგიაში სამეცნიერო მუშაობა 1921 წლიდან დაიწყო, 1941-დან კი ამ მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დღემდე მუშაობს.

რამდენიმე ტერმინის შესახებ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი ლია ქაროსანიძე გვესაუბრება:

- ტერმინები განაშენიანება, მივლინება, შვებულება, საშვი ვუკოლ ბერიძის მიერ შექმნილი ტერმინებია.

ვუკოლ ბერიძის შვილი ხელოვნებათმცოდნე - ვახტან ბერიძე იგონებს: „მძიმე სამუშაო იყო ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობა, მძიმე და გამოუჩენელი. ამ საქმისათვის ამდენი დრო და ძალა რომ არ მიეძღვნა მამას, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეეძლო გაეკეთებინა „თავისთვის“, ე. ი. მეტი „საკუთარი“ გამოკვლევა დაეწერა და დაებეჭდა. უთქვამს ხოლმე, ლექსიკონზე მუშაობას ქვის კოდვა სჯობსო, მაგრამ მას უყვარდა ეს საქმე იმიტომ, რომ ესმოდა მისი ეროვნული მნიშვნელობა და იმიტომ, რომ თავდავიწყებით უყვარდა ქართული ენა. ჰქონდა ენის საკვირველი ალღო, რაც, რა თქმა უნდა, დიდად შველოდა ტერმინოლოგიურ მუშაობაში. მეც მომიხდა ჩემს ამხანაგებთან ერთად, მამის ხელმძღვანელობით მუშაობა არქიტექტურის ტერმინოლოგიაზე და მაგონდება, როგორ შექმნა მან ჩვენ თვალწინ რამდენიმე ტერმინი, რომელთაც მალე მოიკიდეს ფეხი (მაგალითად, განაშენიანება - застройка, რომელმაც შეცვალა სულ სხვა აზრის მქონე გაშენება. კომისიისა და განყოფილების სხდომები, როგორც გამიგონია, ცოცხლად, საინტერესოდ და ხალისიანად ტარდებოდა. იყო კამათიც, სერიოზული მსჯელობა და „აღმოჩენის სიხარულიც“, როცა მარჯვე ტერმინს მიაგნებდნენ. ამ სხდომათა მონაწილენი მხიარულად იგონებდნენ ხოლმე: როცა ახალი ტერმინი მიუჩვევლობის გამო გვეხამუშებოდა, ბატონი ვუკოლი გვეტყოდაო - ნახევარი საათი იარეთ ოთახში დიაგონალურად კუთხიდან კუთხეში და იმეორეთ ეს ტერმინი. ნახევარი საათის შემდეგ მოგეწონებათ და მოგეჩვენებათ, რომ მას უკვე დიდი ხანია, იცნობთო. მამას შემოღებულია რამდენიმე ახალი უკვე სავსებით შეთვისებული ტერმინი - საშვები, მივლინება, შვებულება” (ბერიძე, 1987 :162). ახალ ტერმინს ადვილად არ იღებდა საზოგადოება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ვუკოლ ბერიძის შვილის - ვახტანგ ბერიძის - მოგონება: „ანეკდოტივით მიამბეს ერთი კაცის ამბავი: ქუჩაში მამამ ჩაიარა და იმ კაცის ნაცნობმა, რომელიც მამას მიესალმა, მას უთხრა: ამისი მოგონილია სიტყვა „შვებულებაო“. იმას უპასუხნია, მაგას რომ „შვებულება“ არ გამოეგონა, ოტპუსკში ვერ წავიდოდი, თუო?“ კრებულები, ტერმინოლოგიის საკითხები, 2014, გვ. 177-185).

- როგორც ვიცი, საქართველოში ვუკოლ ბერიძის საზოგადოება არსებობს.

- 2017 წელს შეიქმნა საქართველოს ვუკოლ ბერიძის ტერმინოლოგთა საზოგადოება, რომელიც იმავე წლიდან ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების წევრია. 2018 წელს ესპანეთში გაიმართა ევროპის ტერმინოლოგთა სამიტი. ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა თავისი საანგარიშო სიტყვა ვუკოლ ბერიძის სიტყვებით დაასრულა: „ყოველი ერი, რომელიც სრულ კულტურულ ცხოვრებას ეტანება, აუცილებლად საჭიროებს მეცნიერულად დამუშავებულ ტერმინოლოგიას“.

- ცნობილია, რომ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ტერმინები. რომლებია ისინი?

- დენი ხელოვნურად შექმნილი ტერმინია. მომდინარეობს სიტყვისაგან - მდენი (ის, რაც მოედინება) (http://termbank.ge/, კრებულები)

წნევაც ხელოვნურად შექმნილი ტერმინია. სიტყვა „საწნეხელიდან“ ამოიღეს ძირი - წნე - და შექმნეს ახალი ტერმინი. ვასილ კაკაბაძე იგონებს: „Прессование-სთვის საუკეთესო ხალხური ბუნებრივი სიტყვა გვაქვს წნეხვა („საწნეხელი’’ აქედან წარმოშობილი) пресс ამიტომ წნეხი დავარქვით. აქედან давление-ს ფესვად წნე ამოვირჩიეთ. გამოვიდა давление წნევა, ამ ორი ცნების (Прессование და давление) დაახლოვება ძალიან აამეტყველებს ჩვენს ტერმინოლოგიას. წნეხვა დეფორმაციის გამომწვევი давление არის (ფრანგული pressage), წნევა კი - უბრალოდ „დავლენიე’’ pression, გაზისთვის. ეს ორი ცნება სინონიმებია“.

ასევეა რაგბის არაერთი ტერმინი ზაალ გიგინეიშვილი შექმნილი ან გაცოცხლებულია. ლელო დღეს ლელოს იმ ადგილს უწოდებენ, სადაც ბურთი უნდა დაამიწო. 1989 წლამდე მას „ჩათვლის მოედანი“ ეწოდებოდა“. ნაწყვეტი ზაალ გიგინეიშვილის სტატიიდან „რაგბის ქართული ტერმინოლოგია“

ლელობურთიდან

თავის დროზე ინგლისური "ინ გოულ ერია", ფრანგული "ან ბიუტ", რუმინული "ტერენ დე ცინტა" რუსულად ითარგმნა, როგორც "ზაჩოტნოე პოლე" და აქედან ქართულად მივიღეთ ჩათვლის მოედანი. რაკი ტერმინი გრძელი და ორსიტყვიანია და, ამდენად, მოუხერხებელი, რაგბის თემში ფეხი ვერ მოიკიდა და იქცა გონჯ "ზაჩოტკად".

არადა, რუსებმაც კი იმთავითვე პარალელურად დანერგეს არაფორმალური "გოროდ" - რაკი თავიანთ ეროვნულ თამაშ ლაპტაში ჰქონდათ ეგ ცნება, და მხოლოდ 1989 წელს შეიწყნარა იმხანად ერთადერთმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ტერმინად ლელო მოედნის იმ ნაკვეთის აღსანიშნად, სადაც ბურთი უნდა დაამიწო.

ამ შემთხვევაში ტერმინი გადმოვიღეთ ჩვენივე ეროვნული საგანძურიდან: ლელობურთი ხომ იგივე რაგბია, ოღონდაც - ქართული, და ლელოც ის ადგილია, სადაც ბურთი უნდა მიიტანო. ძნელი ასახსნელია, ამდენ ხანს არავის აზრად რად არ მოუვიდა, ტერმინს ლელობურთს დასესხებოდა, მით უფრო, თუ ერთი ხანობა (1977-79) ერთიანი, "ლელო - რეგბის ფედერაციაც" კი არსებობდა.

პერპენდიკულარის შესატყვისად ტერმინი მართობი 1920 წლის პირველი ქართული ტენიკური ტერმინოლოგიის ავტორებმა შექმნეს.

- ქართული ტერმინების გვერდით უცხო სიტყვების მიწერა ლექსიკონებში რატომაა სავალდებულო?

- ეს სავალდებული გახდა ფილიპე მახარაძის ბრძანებით, რამაც გამოიწვია ქართული სიტყვების თანდათან დაკარგვა, მაგალითად, აბაჟურს 1920 წლის ლექსიკონში შუქფარი ერქვა, შემდგომ მას ქართულის გვერდით აბაჟურიც მიეწერა. დღეს მხოლოდ აბაჟურს ვიყენებთ.

მაგალითად, ლათინური სიტყვა „სიტუაცია“ თანდათან აქრობს რამდენიმე ქართულ სიტყვას: ვითარება, მდგომარეობა, გარემოება. დაკვირვებამ ცხადყო, რომ სიტყვა სიტუაცია ბევრს ქართული ჰგონია.

XIX საუკუნეში "საქმის’’ მაგივრად დელოს იყენებდნენ, დღეს - კეისს.

ტერმინი მეკლდეური, როგორც მასალებიდან, კერძოდ, ლელოს 1970 წლის 15 ნოემბრის ნომრიდან, ირკვევა, ნიკო კეცხოველის ტერმინი ყოფილა. აქ სხვადასხვა ავტორის მიერ რამდენიმე ვერსიაა შემოთავაზებული: კლდელაშქრობა, კლდემოლაშქრე, კლდემლახველი, კლდეთამძლე. ნიკო კეცხოველის ყველაზე მცირე თვალსაზრისი ასე იწყება: „ამას წინათ გამოვიდა პროფ. პ. ხუბუტიას შრომა „თუშური კილო“. ამ წიგნის ლექსიკონში არის ერთი სიტყვა მეკდეურადი - კლდეებში კარგად მოსიარულე საქონელი. თუშები კლდეს ხშირად „კილდეს“ ან კლდეს უწოდებენ, იქნებ „კლდეზე მცოცავის“ ნაცვლად გამოდგეს. მეკდეური – კლდეებში და კლდეში კარგად მოსიარულე. შემდეგ ამატებს: ნუ შეგვაშინებს განმარტებაში საქონელი, თუშეთში ოთხჯერ ვიყავ და ჩვენ შესახებაც ამბობდნენ: მებალახენი, მეკდეურებიო“.

როგორ მუშაობდნენ ლექსიკონებზე, თითოეულ სიტყვაზე. ამონაწერი თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოუქვეყნებელი მასალებიდან:

1959 წელი, თებერვალი, ოქმი N43:

„სხდომას ესწრებიან: გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე კობახიძე, ლია კაიშაური, თავმჯდომარე - ქეთევან ლომთათიძე, მდივანი - ნუნუ საყვარელიძე. „დღის წესრიგშია: с ასოზე საკომისიოდ წარმოდგენილ სიტყვათა თარგმანების განხილვა; 1.самоотвод თვითაცილება. გიორგი ახვლედიანის აზრით, თვით აქ არ გამოდგება, უნდა იყოს „თავის აცილება“. არნოლდ ჩიქობავას შესაძლებლად მიაჩნია დარჩეს „თვითაცილება“, რადგან თვით უკვე დამკვიდრებულია მრავალ სიტყვაში: თვითგანვითარება, თვითმმართველობა და სხვ. 2. აზრი გამოთქვეს სიტყვაზე свёрток: გიორგი ახვლედიანს არ მოსწონს „შეკრულა“. ქეთევან ლომთათიძემ „ხვეულაც“ დავამატოთო. არნოლდ ჩიქობავას უფრო მოხერხებულად მიაჩნია თარგმანი „შეკვრა“, „შეკრული რამ“. დადგინდა: свёрток „შეკვრა“, "შეკრული რამ“.