Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშვიათი ხელობის მქონე მამაკაცი თელავიდან, რომელიც 200 წლის ქვევრს აღადგენს - "ის უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც უნიკალური განძი"
იშვიათი ხელობის მქონე მამაკაცი თელავიდან, რომელიც 200 წლის ქვევრს აღადგენს - "ის უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც უნიკალური განძი"

და­სა­წე­ბებ­ლად იზო­ლი­რე­ბულ ბე­ტონს ვი­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც ქვევ­რს გა­რე­დან ეს­მე­ბა. იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბე­ტო­ნი თი­ხას­თან რე­აქ­ცი­ა­ში არ შე­დის. შიგ­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი სან­თლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ქვევ­რის მო­სან­თვლა. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ სი­თხის გა­რეთ გა­მოს­ვლის შან­სი არ არ­სე­ბობს.

ხე­ლო­სა­ნი აბე­სა­ლო­მი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძის ფილმში ქვევ­რს წე­ბო­თი აწე­ბებს.­ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ამ­გვა­რი "აქი­მო­ბა"­, ამა­ზე პა­სუ­ხი თე­ლა­ველ­მა ივა­ნე ბახ­ბა­ხა­შვ­ილმა­ იცის. ვარ­დი­სუბ­ნე­ლი ივა­ნე ქვევ­რის­ რეს­ტავ­რა­ტო­რია - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქვევ­რე­ბის შემ­კე­თე­ბელ-აღ­მდგე­ნი.

- ოჯახ­ში მა­რა­ნი სულ გვქონ­და და პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე, 10-12 წლი­დან, მა­მას­თან ერ­თად 500-ლიტ­რი­ან ქვევ­რებს ვრე­ცხავ­დი... ეს საქ­მე კი 5 წლის წინ და­ვი­წყე. ჩვე­ნი სო­ფე­ლი კა­ხეთ­ში ოდით­გან­ვე გან­თქმუ­ლი იყო თი­ხი­თა და მექ­ვევ­რე­ო­ბით. ახ­ლაც არი­ან დიდი ქვევ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. შე­მორ­ჩე­ნი­ლია წინა თა­ო­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიც, ჩვენ მათ ახა­ლი მარ­ნე­ბის­თვის ვამ­ზა­დებთ, რეს­ტავ­რა­ცი­ას ვუ­კე­თებთ.

გე­ო­ლო­გი კი ვარ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არც მი­მუ­შა­ვია. შე­მო­სა­ვა­ლი არ არის მთა­ვა­რი, მიყ­ვარს ეს საქ­მე და მომ­წონს. ხალ­ხშიც იღ­ვი­ძებს ინ­ტე­რე­სი, თუ ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბა: კაცი რომ მა­რანს მო­უვ­ლის, ღვი­ნოს და­ა­ყე­ნებს, ვაზს უპატ­რო­ნებს, იმე­დი არის, რომ გა­დავ­რჩე­ბით.

- რა აზი­ა­ნებს ქვევ­რს?

- შე­საძ­ლოა გა­ტყდეს, მაგ­რამ უმე­ტე­სად ნეს­ტი, ობი და სოკო აზი­ა­ნებს. ღრმა ნი­ა­დაგ­ში სი­ნეს­ტე მე­ტია. ქვევ­რი­სა და ღვი­ნის შე­ნახ­ვის­თვის სი­ნეს­ტე, ერთი მხრივ, კარ­გია, მაგ­რამ როცა ქვევ­რი და­იც­ლე­ბა, თუ არ მივ­ხე­დავთ, შე­საძ­ლოა დაგ­ვი­ზი­ან­დეს.

- დაც­ლი­ლი ქვევ­რი უფრო ზი­ან­დე­ბა?

- ღვი­ნოს ქვევ­რი ინა­ხავს და ქვევ­რს - ღვი­ნო. ცალ-ცალ­კე უნდა ყუ­რა­დღე­ბა და მი­ხედ­ვა. ამი­ტომ ქვევ­რი ყო­ველ­თვის ღვი­ნით სავ­სე უნდა გვქონ­დეს, რომ მე­ტად იყოს და­ცუ­ლი.

- რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ?

- წვე­ნი რომ ჩა­ი­წუ­რე­ბა, კა­ხუ­რი წე­სით ქვევრში 6 თვეს აჩე­რე­ბენ. ცხა­დია, იქ მთე­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და დრო სჭირ­დე­ბა. გახ­სნის შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ცია უნდა მოხ­დეს, ისე, რომ ჰა­ერ­მა ღვი­ნო ძა­ლი­ან არ და­ა­ზი­ა­ნოს. ეს მეღ­ვი­ნე­ე­ბის საქ­მეა.

ქვევ­რი რომ და­იც­ლე­ბა, უნდა გა­მო­ევ­ლოს წყა­ლი და გა­ი­რე­ცხოს 2%-იანი ლი­მონმჟა­ვით. შემ­დეგ ლი­მონმჟა­ვაც უნდა მოს­ცილ­დეს, კირი წა­ეს­ვას და კარ­გად გაშ­რეს. სი­თეთ­რე კარ­გად უნდა და­ე­ტყოს, ხოლო, თუ სად­მე ლა­ქე­ბი და­აჩ­ნდა, ესე იგი, ან მჟა­ვა დარ­ჩა, ან ის ად­გი­ლე­ბი კარ­გად ვერ გავ­ხე­ხეთ. ამი­ტომ ხე­ლახ­ლა უნდა გა­ი­ხე­ხოს. ქვევ­რს ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბაც აზი­ა­ნებს, გა­ტე­ხა და გაბ­ზარ­ვა კი ბევ­რმა რა­მემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ქვევ­რი გრძე­ლია და ღრმა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნი­ა­დაგ­ში ფე­ნე­ბი ძვრებს გა­ნიც­დის და ქვევ­რის ყელ­ზე მოქ­მე­დებს. ზე­მო­დან ქვევ­რს ლა­მა­ზად რომ მო­ა­ბე­ტონ-მო­ა­პირ­კე­თე­ბენ, ამით მთლი­ა­ნად და­უ­კავ­ში­რე­ბენ ია­ტაკს, ანუ ქვევ­რს მას­ზე ყე­ლით და­კი­დე­ბენ, ამ დროს ყელი ბე­ტონს უჭი­რავს და ქვევ­რიც იქ იწყებს ტყდო­მას, იმი­ტომ, რომ და­ნარ­ჩენ ნა­წილს, 2 მეტრზე დაბ­ლა დაშ­ვე­ბულს, უკვე მიწა ძრავს. შე­საძ­ლოა ბზა­რი გრძი­ვიც იყოს, გა­აჩ­ნია, რო­გორ არის ჩაგ­დე­ბუ­ლი მი­წა­ში. მა­გა­ლი­თად, გზის და­გე­ბი­სას გა­რეთ რომ მძი­მე ტექ­ნი­კამ გა­ი­ა­როს, ზან­ზა­რის დროს მი­წა­ში ქვევ­რი, მით უფრო დიდი და ცა­რი­ე­ლი, ზრი­ალს იწყებს, რაც ამ­ტვრევს და აზი­ა­ნებს. მექ­ვევ­რემ უნდა შე­ა­მოწ­მოს, აქვს თუ არა სად­მე ბზა­რი. პრო­ფე­სი­ო­ნალს ეს არ გა­მო­ე­პა­რე­ბა.

- ად­ვი­ლია ქვევ­რის რეს­ტავ­რა­ცია?

- ბზა­რე­ბი იკე­რე­ბა, შე­მიძ­ლია გა­დავ­ჭრა და გა­დავ­კე­რო ისე, რომ ღვი­ნოს არ გა­უშ­ვებს. ისე კი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ქვევ­რის დამ­ზა­დე­ბი­სას თიხა რო­გორ მო­ი­ზი­ლე­ბა და და­მუ­შავ­დე­ბა.

- როცა და­ზი­ა­ნე­ბულ ქვევ­რს ხე­დავთ, ალ­ბათ, ნა­თე­ლია, რა შეც­დო­მაა ქვევ­რის გა­კეთ­ები­სას დაშ­ვე­ბუ­ლი.

- კი, რა თქმა უნდა... მექ­ვევ­რე­ო­ბა იშ­ვი­ა­თი ხე­ლო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ვარ­დი­სუ­ბან­ში, ჩემს სო­ფელ­ში, რო­მელ­საც მექ­ვევ­რე­ო­ბის დიდი ტრა­დი­ცია აქვს, ადრე თით­ქმის ყვე­ლა ოჯა­ხი ქვევ­რს აკე­თებ­და. დღეს ამ საქ­მეს 3-4 თუ გა­ნაგ­რძობს, ამი­ტომ მათ მხარ­ში ამოდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ.

ადრე ქვევ­რი გლე­ხის­თვის დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო. ის ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­იხ­ვე­წა რო­გორც დი­ზა­ი­ნით, ისე გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ხალ­ხმა იცო­და, რო­გო­რი ფორ­მა, ყელი, სიმრგვა­ლე უნდა ჰქო­ნო­და, გამ­ძლე და მყა­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო.

ამ­ჟა­მად კა­ხეთ­ში ნაკ­ლე­ბად, და­სავ­ლეთ­ში კი ქვევ­რის დამ­ზა­დე­ბის უფრო ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს მის­დე­ვენ. ყე­ლიც მა­გა­რი აქვს, თუმ­ცა ისე­თე­ბიც შემ­ხვედ­რია, ყელი მრუ­დე რომ ჰქონ­და. რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვიხ­ვე­წეს და გად­მოგ­ვცეს, ჯო­ბია, იმას მივ­ყვეთ და ის ტრა­დი­ცია შე­ვი­ნა­ხოთ.

- თქვე­ნი სა­მუ­შაო სე­ზო­ნუ­რია?

- ზამ­თარ­ში ძვე­ლი მარ­ნე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ას ვა­კე­თებ, გა­ზა­ფხუ­ლი­დან კი ვი­წყებ ქვევ­რე­ბის მო­ძი­ე­ბას, მი­წი­დან ამო­ღე­ბას. თვე-ნა­ხე­ვა­რი მარ­ტო ამას ვუნ­დე­ბი,­ მერე კლი­ენტს რეს­ტავ­რი­რე­ბულ ქვევ­რებს ვუბ­რუ­ნებ. მარ­ნებ­საც ვა­მონ­ტა­ჟებ. ქვევ­რე­ბი ტრან­სპორ­ტით ჩემ­თა­ნაც მო­აქვთ და ჩვენც მივ­დი­ვართ ად­გილ­ზე.

- ყვე­ლა­ზე დიდი ქვევ­რი, რო­მე­ლიც სა­რეს­ტავ­რა­ცი­ოდ შეგ­ხვედ­რი­ათ, რამ­დე­ნი წლის იყო და რა ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი?

- ახლა მაქვს 200 წლის ქვევ­რი, რო­მელ­ზეც მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ვმუ­შა­ობთ. მარ­თლაც 200 წლამ­დეა, თუმ­ცა წარ­წე­რა არ­სად აქვს. რო­გორც წესი, მექ­ვევ­რე­ე­ბი შტამპს ქვევ­რის ყელ­ზე უკე­თე­ბენ. ქვევ­რს ძირი მო­ამ­ტვრი­ეს და ახლა მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გვი­წევს. შილ­და-ყვა­რელ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქვევ­რი ეგ არის. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ და­ი­ლე­წა. ახლა ძირი უნდა და­ვუ­კე­როთ და მერე წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ რო­გორც უნი­კა­ლუ­რი გან­ძი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ამ შე­მო­ი­ნა­ხა. ვფიქ­რობ, კა­ხეთ­ში მას­ზე დიდი ქვევ­რი არც არის.

- ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ზო­მის ქვევ­რი რამ­ხე­ლაა?

- შე­იძ­ლე­ბა ათ­გრა­მი­ა­ნიც კი გა­ა­კე­თო, ფან­ტა­ზი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 10-ლიტ­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რი მოხ­მა­რე­ბის ჭურ­ჭე­ლი იყო. დიდი ქვევ­რი ბევ­რჯერ რომ არ გახ­სნა, ღვი­ნოც რომ არ გა­ფუჭ­დეს, პა­ტა­რა ქვევ­რს ამი­ტომ მო­იხ­მა­რენ.

- კი­ნო­ფილმ "ქვევ­რის" არ იყოს, გა­ტე­ხილ ქვევ­რს წე­ბო­თი რომ აწე­ბე­ბენ... თქვენ რას იყე­ნებთ მის გა­სამ­თე­ლებ­ლად?

- წებო არ შე­იძ­ლე­ბა... და­სა­წე­ბებ­ლად იზო­ლი­რე­ბულ ბე­ტონს ვი­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც ქვევ­რს გა­რე­დან ეს­მე­ბა. იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბე­ტო­ნი თი­ხას­თან რე­აქ­ცი­ა­ში არ შე­დის. შიგ­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი სან­თლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ქვევ­რის მო­სან­თვლა. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ სი­თხის გა­რეთ გა­მოს­ვლის შან­სი არ არ­სე­ბობს.

- რას ურ­ჩევთ მეღ­ვი­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს?

- მა­რან­ში უპირ­ვე­ლე­სად ჰი­გი­ე­ნა უნდა იყოს და­ცუ­ლი. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ლი­მონმჟა­ვა­თი უნდა და­მუ­შავ­დეს რო­გორც ქვევ­რი, ასე­ვე მა­რა­ნი, ნეს­ტი და სოკო უნდა აღ­მოვ­ფხვრათ. ეს კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

იშვიათი ხელობის მქონე მამაკაცი თელავიდან, რომელიც 200 წლის ქვევრს აღადგენს - "ის უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც უნიკალური განძი"

იშვიათი ხელობის მქონე მამაკაცი თელავიდან, რომელიც 200 წლის ქვევრს აღადგენს - "ის უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც უნიკალური განძი"

დასაწებებლად იზოლირებულ ბეტონს ვიყენებთ, რომელიც ქვევრს გარედან ესმება. იზოლირებული ბეტონი თიხასთან რეაქციაში არ შედის. შიგნიდან შეიძლება ნატურალური სანთლის გამოყენება, ქვევრის მოსანთვლა. ამ პროცედურების შემდეგ სითხის გარეთ გამოსვლის შანსი არ არსებობს.

ხელოსანი აბესალომი ირაკლი კვირიკაძის ფილმში ქვევრს წებოთი აწებებს. რამდენად რეალურია ამგვარი "აქიმობა", ამაზე პასუხი თელაველმა ივანე ბახბახაშვილმა იცის. ვარდისუბნელი ივანე ქვევრის რესტავრატორია - დაზიანებული ქვევრების შემკეთებელ-აღმდგენი.

- ოჯახში მარანი სულ გვქონდა და პატარაობიდანვე, 10-12 წლიდან, მამასთან ერთად 500-ლიტრიან ქვევრებს ვრეცხავდი... ეს საქმე კი 5 წლის წინ დავიწყე. ჩვენი სოფელი კახეთში ოდითგანვე განთქმული იყო თიხითა და მექვევრეობით. ახლაც არიან დიდი ქვევრის სპეციალისტები. შემორჩენილია წინა თაობის ნამუშევრებიც, ჩვენ მათ ახალი მარნებისთვის ვამზადებთ, რესტავრაციას ვუკეთებთ.

გეოლოგი კი ვარ, მაგრამ პროფესიით არც მიმუშავია. შემოსავალი არ არის მთავარი, მიყვარს ეს საქმე და მომწონს. ხალხშიც იღვიძებს ინტერესი, თუ ერთმანეთს დავეხმარებით, საქართველო ფეხზე წამოდგება: კაცი რომ მარანს მოუვლის, ღვინოს დააყენებს, ვაზს უპატრონებს, იმედი არის, რომ გადავრჩებით.

- რა აზიანებს ქვევრს?

- შესაძლოა გატყდეს, მაგრამ უმეტესად ნესტი, ობი და სოკო აზიანებს. ღრმა ნიადაგში სინესტე მეტია. ქვევრისა და ღვინის შენახვისთვის სინესტე, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ როცა ქვევრი დაიცლება, თუ არ მივხედავთ, შესაძლოა დაგვიზიანდეს.

- დაცლილი ქვევრი უფრო ზიანდება?

- ღვინოს ქვევრი ინახავს და ქვევრს - ღვინო. ცალ-ცალკე უნდა ყურადღება და მიხედვა. ამიტომ ქვევრი ყოველთვის ღვინით სავსე უნდა გვქონდეს, რომ მეტად იყოს დაცული.

- როგორ უნდა მოვუაროთ?

- წვენი რომ ჩაიწურება, კახური წესით ქვევრში 6 თვეს აჩერებენ. ცხადია, იქ მთელი პროცესები მიმდინარეობს და დრო სჭირდება. გახსნის შემდეგ კონსერვაცია უნდა მოხდეს, ისე, რომ ჰაერმა ღვინო ძალიან არ დააზიანოს. ეს მეღვინეების საქმეა.

ქვევრი რომ დაიცლება, უნდა გამოევლოს წყალი და გაირეცხოს 2%-იანი ლიმონმჟავით. შემდეგ ლიმონმჟავაც უნდა მოსცილდეს, კირი წაესვას და კარგად გაშრეს. სითეთრე კარგად უნდა დაეტყოს, ხოლო, თუ სადმე ლაქები დააჩნდა, ესე იგი, ან მჟავა დარჩა, ან ის ადგილები კარგად ვერ გავხეხეთ. ამიტომ ხელახლა უნდა გაიხეხოს. ქვევრს ჰიგიენის დაუცველობაც აზიანებს, გატეხა და გაბზარვა კი ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ქვევრი გრძელია და ღრმა. მოგეხსენებათ, ნიადაგში ფენები ძვრებს განიცდის და ქვევრის ყელზე მოქმედებს. ზემოდან ქვევრს ლამაზად რომ მოაბეტონ-მოაპირკეთებენ, ამით მთლიანად დაუკავშირებენ იატაკს, ანუ ქვევრს მასზე ყელით დაკიდებენ, ამ დროს ყელი ბეტონს უჭირავს და ქვევრიც იქ იწყებს ტყდომას, იმიტომ, რომ დანარჩენ ნაწილს, 2 მეტრზე დაბლა დაშვებულს, უკვე მიწა ძრავს. შესაძლოა ბზარი გრძივიც იყოს, გააჩნია, როგორ არის ჩაგდებული მიწაში. მაგალითად, გზის დაგებისას გარეთ რომ მძიმე ტექნიკამ გაიაროს, ზანზარის დროს მიწაში ქვევრი, მით უფრო დიდი და ცარიელი, ზრიალს იწყებს, რაც ამტვრევს და აზიანებს. მექვევრემ უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა სადმე ბზარი. პროფესიონალს ეს არ გამოეპარება.

- ადვილია ქვევრის რესტავრაცია?

- ბზარები იკერება, შემიძლია გადავჭრა და გადავკერო ისე, რომ ღვინოს არ გაუშვებს. ისე კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვევრის დამზადებისას თიხა როგორ მოიზილება და დამუშავდება.

- როცა დაზიანებულ ქვევრს ხედავთ, ალბათ, ნათელია, რა შეცდომაა ქვევრის გაკეთებისას დაშვებული.

- კი, რა თქმა უნდა... მექვევრეობა იშვიათი ხელობაა. მაგალითად, ვარდისუბანში, ჩემს სოფელში, რომელსაც მექვევრეობის დიდი ტრადიცია აქვს, ადრე თითქმის ყველა ოჯახი ქვევრს აკეთებდა. დღეს ამ საქმეს 3-4 თუ განაგრძობს, ამიტომ მათ მხარში ამოდგომა სჭირდებათ.

ადრე ქვევრი გლეხისთვის დიდი ფუფუნება იყო. ის ასწლეულების განმავლობაში დაიხვეწა როგორც დიზაინით, ისე გამოყენების თვალსაზრისით. ხალხმა იცოდა, როგორი ფორმა, ყელი, სიმრგვალე უნდა ჰქონოდა, გამძლე და მყარი რომ ყოფილიყო.

ამჟამად კახეთში ნაკლებად, დასავლეთში კი ქვევრის დამზადების უფრო ახალ ტექნოლოგიებს მისდევენ. ყელიც მაგარი აქვს, თუმცა ისეთებიც შემხვედრია, ყელი მრუდე რომ ჰქონდა. რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიხვეწეს და გადმოგვცეს, ჯობია, იმას მივყვეთ და ის ტრადიცია შევინახოთ.

- თქვენი სამუშაო სეზონურია?

- ზამთარში ძველი მარნების რესტავრაციას ვაკეთებ, გაზაფხულიდან კი ვიწყებ ქვევრების მოძიებას, მიწიდან ამოღებას. თვე-ნახევარი მარტო ამას ვუნდები, მერე კლიენტს რესტავრირებულ ქვევრებს ვუბრუნებ. მარნებსაც ვამონტაჟებ. ქვევრები ტრანსპორტით ჩემთანაც მოაქვთ და ჩვენც მივდივართ ადგილზე.

- ყველაზე დიდი ქვევრი, რომელიც სარესტავრაციოდ შეგხვედრიათ, რამდენი წლის იყო და რა ჰქონდა დაზიანებული?

- ახლა მაქვს 200 წლის ქვევრი, რომელზეც მე და ჩემი მეგობარი ვმუშაობთ. მართლაც 200 წლამდეა, თუმცა წარწერა არსად აქვს. როგორც წესი, მექვევრეები შტამპს ქვევრის ყელზე უკეთებენ. ქვევრს ძირი მოამტვრიეს და ახლა მისი ტრანსპორტირება გვიწევს. შილდა-ყვარელში ყველაზე დიდი ქვევრი ეგ არის. მადლობა ღმერთს, რომ არ დაილეწა. ახლა ძირი უნდა დავუკეროთ და მერე წარმოვაჩინოთ როგორც უნიკალური განძი, რომელიც ისტორიამ შემოინახა. ვფიქრობ, კახეთში მასზე დიდი ქვევრი არც არის.

- ყველაზე პატარა ზომის ქვევრი რამხელაა?

- შეიძლება ათგრამიანიც კი გააკეთო, ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 10-ლიტრიანი საქართველოში ხშირი მოხმარების ჭურჭელი იყო. დიდი ქვევრი ბევრჯერ რომ არ გახსნა, ღვინოც რომ არ გაფუჭდეს, პატარა ქვევრს ამიტომ მოიხმარენ.

- კინოფილმ "ქვევრის" არ იყოს, გატეხილ ქვევრს წებოთი რომ აწებებენ... თქვენ რას იყენებთ მის გასამთელებლად?

- წებო არ შეიძლება... დასაწებებლად იზოლირებულ ბეტონს ვიყენებთ, რომელიც ქვევრს გარედან ესმება. იზოლირებული ბეტონი თიხასთან რეაქციაში არ შედის. შიგნიდან შეიძლება ნატურალური სანთლის გამოყენება, ქვევრის მოსანთვლა. ამ პროცედურების შემდეგ სითხის გარეთ გამოსვლის შანსი არ არსებობს.

- რას ურჩევთ მეღვინეობით დაინტერესებულებს?

- მარანში უპირველესად ჰიგიენა უნდა იყოს დაცული. როგორც მოგახსენეთ, ლიმონმჟავათი უნდა დამუშავდეს როგორც ქვევრი, ასევე მარანი, ნესტი და სოკო უნდა აღმოვფხვრათ. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს