საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცირეწლოვან გოგონებს აუპატიურებდა და შემდეგ სახლამდე აცილებდა..." - პედოფილიის შემზარავი შემთხვევები რუსეთში
"მცირეწლოვან გოგონებს აუპატიურებდა და შემდეგ სახლამდე აცილებდა..." - პედოფილიის შემზარავი შემთხვევები რუსეთში

რუ­სეთ­ში, ბო­ლო­გოდსკის მხა­რე­ში და­ა­კა­ვეს 41 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სე­რი­ულ პე­დო­ფი­ლი­ა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. Газета.Ru სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მა­მა­კა­ცი მო­ზარ­დებ­ზე 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დობ­და, თუმ­ცა, საქ­მის გახ­სნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

2004 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ქა­ლაქ ჩე­რე­პო­ვეც­ში, ბრალ­დე­ბულ­მა სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი 17 წლის გო­გო­ნა კორ­პუს­ში შე­ათ­რია, მას­ზე იძა­ლა­და, შემ­დეგ კი სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. იმა­ვე წელს, იმა­ვე ქა­ლაქ­ში 10 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Красный север წერ­და, რომ მო­ძა­ლა­დემ მსხვერ­პლი მე-10 სარ­თუ­ლის აი­ვან­ზე მი­იმ­წყვდია.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა, დამ­ნა­შა­ვე ვერ იპო­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2005 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა მოხ­და 8 წლის გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცი და­ე­მუქ­რა, თუ რა­მეს იტყო­და - მოკ­ლავ­და.

"ამის შემ­დეგ, შე­ში­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა თა­ვად ადი­ო­და იმ სარ­თულ­ზე, რო­მელ­ზეც მა­მა­კა­ცი იბა­რებ­და. შემ­დეგ კი, მას სახ­ლამ­დე აცი­ლებ­და... გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, მა­ნი­ა­კი ასე იმი­ტომ იქ­ცე­ო­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, გო­გო­ნე­ბი გზა­ში დახ­მა­რე­ბას არა­ვის თხოვ­დნენ და მის შე­სა­ხებ არა­ვის მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ" - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ბრალ­დე­ბუ­ლი ად­რეც იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და­კი­თხეს და მათ მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფო­ტო­რო­ბო­ტი შე­ად­გი­ნეს. ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ამო­იც­ნო 41 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ და­სახ­ლე­ბა­ში თა­ვის ახ­ლო­ბელ­თან ცხოვ­რობ­და და მტვირ­თა­ვად მუ­შა­ობ­და.

"4 კლა­სი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის და­ი­წუ­ნეს. მან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი უარ­ყო, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში გა­ამ­წე­სეს და 21 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს" - წერს Газета.Ru.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლო წლებ­ში, არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და. 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში, იმა­ვე ქა­ლაქ­ში, ჩე­რე­პო­ვეც­ში, 65 წლის მა­მა­კაც­მა 11 წლის გო­გო­ნა­ზე იძა­ლა­და. მო­ზარ­დი მო­ძა­ლა­დის შვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო და ერთ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. მა­მა­კაცს 12- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 10 წლის წინ მოს­კო­ვი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი გა­ი­ტა­ცა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კე­ტილ ბი­ნა­ში სექ­სუ­ა­ლურ მო­ნად ჰყავ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ბავ­შვის დედა სვამ­და და შემ­დეგ შვილს სცემ­და. ამი­ტომ, არას­რულ­წლო­ვა­ნი მუდ­მი­ვად გარ­ბო­და სახ­ლი­დან. ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვი­სას, ბავ­შვმა აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი გა­იც­ნო, რო­მელ­მაც მო­ზარ­დის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და თა­ვის ბი­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ჩა­კე­ტა.

“მომ­ხდარს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. საქ­მე ის არის, რომ მე­ზობ­ლებს, რომ­ლებ­საც ბი­ჭის ტი­რი­ლი­სა და ყვი­რი­ლის ხმა ეს­მო­დათ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის­თვის არც ერთხელ არ მი­უ­მარ­თავთ... მო­ძა­ლა­დეს ბიჭი ქუ­ჩა­ში, მხო­ლოდ მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გაჰ­ყავ­და. 2017 წელს, პო­ლი­ცი­ამ ქუ­ჩა­ში ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვით გა­ა­ჩე­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ორი­ვე იძებ­ნე­ბო­და... ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ მო­ძა­ლა­დეს მსგავ­სი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი ად­რეც ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი, თუმ­ცა ამის გამო არ დას­ჯი­ლა. მას 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს" - წერს УралПолит.Ru.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც 2019 წლის მარ­ტში, ისევ მოს­კოვ­ში მოხ­და ასე­თია - პე­დო­ფი­ლი ინ­ტერ­ნატ­ში მყოფ ბი­ჭებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას აფორ­მებ­და, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მათი სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვას იღებ­და, მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და შემ­დეგ ისევ უკან აბ­რუ­ნებ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, 50 წლის მა­მა­კაცს უკვე სხვა ბიჭი მიჰ­ყავ­და ინ­ტერ­ნა­ტი­დან.

"საქ­მე მას შემ­დეგ გა­იხ­სნა, რაც მან ინ­ტერ­ნა­ტის ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა სახ­ლში და იძა­ლა­და... მას­თან ერ­თად, საქ­მე აღ­ძრუ­ლია ინ­ტერ­ნა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თაც, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ ბავ­შვე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ" - წერს Lenta.ru.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მცირეწლოვან გოგონებს აუპატიურებდა და შემდეგ სახლამდე აცილებდა..." - პედოფილიის შემზარავი შემთხვევები რუსეთში

"მცირეწლოვან გოგონებს აუპატიურებდა და შემდეგ სახლამდე აცილებდა..." - პედოფილიის შემზარავი შემთხვევები რუსეთში

რუსეთში, ბოლოგოდსკის მხარეში დააკავეს 41 წლის მამაკაცი, რომელიც სერიულ პედოფილიაშია ბრალდებული. Газета.Ru საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი მოზარდებზე 14 წლის განმავლობაში ძალადობდა, თუმცა, საქმის გახსნა ვერ ხერხდებოდა.

2004 წლის შემოდგომაზე, ქალაქ ჩერეპოვეცში, ბრალდებულმა სახლისკენ მიმავალი 17 წლის გოგონა კორპუსში შეათრია, მასზე იძალადა, შემდეგ კი სახლამდე მიაცილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე წელს, იმავე ქალაქში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს. ადგილობრივი გამოცემა Красный север წერდა, რომ მოძალადემ მსხვერპლი მე-10 სართულის აივანზე მიიმწყვდია.

გამოძიება დაიწყო, თუმცა, დამნაშავე ვერ იპოვეს. მოგვიანებით, 2005 წლის გაზაფხულზე, სექსუალური ძალადობა მოხდა 8 წლის გოგონაზე, რომელსაც მამაკაცი დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა - მოკლავდა.

"ამის შემდეგ, შეშინებული გოგონა თავად ადიოდა იმ სართულზე, რომელზეც მამაკაცი იბარებდა. შემდეგ კი, მას სახლამდე აცილებდა... გამოძიების ვარაუდით, მანიაკი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ დარწმუნებულიყო, გოგონები გზაში დახმარებას არავის თხოვდნენ და მის შესახებ არავის მოუყვებოდნენ" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ბრალდებული ადრეც იყო ნასამართლევი სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის სექსუალურ ძალადობაზე.

სამართალდამცველებმა ადგილობრივები, მათ შორის არასრულწლოვნები დაკითხეს და მათ მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე ფოტორობოტი შეადგინეს. ყველა დაზარალებულმა ამოიცნო 41 წლის მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ დასახლებაში თავის ახლობელთან ცხოვრობდა და მტვირთავად მუშაობდა.

"4 კლასი აქვს დამთავრებული, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის დაიწუნეს. მან ჩადენილი დანაშაულებები უარყო, თუმცა, ექსპერტიზის საფუძველზე დამნაშავედ ცნეს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს და 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს" - წერს Газета.Ru.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო წლებში, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები გახშირდა. 2017 წლის აგვისტოში, იმავე ქალაქში, ჩერეპოვეცში, 65 წლის მამაკაცმა 11 წლის გოგონაზე იძალადა. მოზარდი მოძალადის შვილის მეგობარი იყო და ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მამაკაცს 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე, მიმდინარე წლის მარტში, მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 10 წლის წინ მოსკოვიდან არასრულწლოვანი ბიჭი გაიტაცა და წლების განმავლობაში დაკეტილ ბინაში სექსუალურ მონად ჰყავდა. როგორც გაირკვა, ბავშვის დედა სვამდა და შემდეგ შვილს სცემდა. ამიტომ, არასრულწლოვანი მუდმივად გარბოდა სახლიდან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, ბავშვმა აღნიშნული მამაკაცი გაიცნო, რომელმაც მოზარდის ნდობა მოიპოვა და თავის ბინაში წაიყვანა, სადაც ჩაკეტა.

“მომხდარს 10 წლის განმავლობაში ეძებდნენ. საქმე ის არის, რომ მეზობლებს, რომლებსაც ბიჭის ტირილისა და ყვირილის ხმა ესმოდათ, სამართალდამცავი უწყებებისთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ... მოძალადეს ბიჭი ქუჩაში, მხოლოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაჰყავდა. 2017 წელს, პოლიციამ ქუჩაში ორივე მათგანი შემთხვევით გააჩერა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე იძებნებოდა... ასევე გაირკვა, რომ მოძალადეს მსგავსი სახის დანაშაული ადრეც ჰქონდა ჩადენილი, თუმცა ამის გამო არ დასჯილა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს" - წერს УралПолит.Ru.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც 2019 წლის მარტში, ისევ მოსკოვში მოხდა ასეთია - პედოფილი ინტერნატში მყოფ ბიჭებზე მეურვეობას აფორმებდა, დაწესებულების ხელმძღვანელობისგან მათი სახლში წამოყვანის ნებართვას იღებდა, მათზე სექსუალურად ძალადობდა და შემდეგ ისევ უკან აბრუნებდა. გარკვეული დროის შემდეგ, 50 წლის მამაკაცს უკვე სხვა ბიჭი მიჰყავდა ინტერნატიდან.

"საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც მან ინტერნატის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილი წაიყვანა სახლში და იძალადა... მასთან ერთად, საქმე აღძრულია ინტერნატის თანამშრომლების მიმართაც, რომლებიც ვალდებული იყვნენ ბავშვებისთვის ყურადღება მიექციათ" - წერს Lenta.ru.

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

შვეიცარიაში მოსახლეობამ საჯარო ადგილებში სახის დაფარვის, მათ შორის ბურკასა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ