Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"
ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"

ბრუ­ნე­ის სულ­თნის კუთ­ვნი­ლი მდიდ­რუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გვერ­დე­ბი აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნო­ნე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჰო­მო­სექ­სუ­ალ მა­მა­კა­ცებს შო­რის სექ­სი ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვით, ქა­ლებს შო­რის კი - გა­როზგ­ვით ის­ჯე­ბა. კა­ნო­ნებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ სას­ტუმ­რო­ებს, რო­მელ­თაც ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნი ფლობს.

სა­უ­ბა­რია ცხრა სას­ტუმ­რო­ზე - „ბელ ეარი“ (ლოს-ან­ჯე­ლე­სი, აშშ), „ბე­ვერ­ლი ჰილზ ჰო­ტე­ლი“ (ბე­ვერ­ლი ჰილ­ზი, აშშ), „დორ­ჩეს­ტე­რი“ (ლონ­დო­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი), „45 პარკ ლე­ი­ნი“ (ლონ­დო­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი), „კო­ვორტ პარ­კი“ (ას­კო­ტი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი), Le Meurice (პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი), Hotel Plaza Athenee (პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი), „ედე­ნი“ (რომი, იტა­ლია), „პრინ­ცი­პე დი სა­ვო­ია“ (მი­ლა­ნი, იტა­ლია).

Hôtel Plaza Athénée, პა­რი­ზი

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბრუ­ნე­ის სულ­თნის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მას შემ­დეგ აგორ­და, რაც ტე­ლე­წამ­ყვან­მა ელენ დე­ჯე­ნე­რეს­მა მო­უ­წო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის ბო­ი­კო­ტი გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის „შე­სე­ვის“ გამო 8 სას­ტუმ­როს ან­გა­რი­შე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წაშ­ლი­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მხო­ლოდ მი­ლან­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს გვერ­დი, თუმ­ცა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ტვი­ტე­ბის და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბელ ეარი, ლოს ან­ჯე­ლე­სი

კომ­პა­ნი­ამ Dorchester Collection, რო­მე­ლიც ცხრა­ვე სას­ტუმ­როს მარ­თავს, მა­ნამ­დე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა არ ჩერ­დე­ბა.

უფრო მე­ტიც, პრო­ტეს­ტი სას­ტუმ­რო­ებ­საც გას­ცდა - ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ Virgin Australia ჩა­შა­ლა გა­რი­გე­ბა ბრუ­ნე­ის სა­მე­ფო ავი­ა­ხა­ზებ­თან.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სას­ტუმ­რო­ე­ბის გვერ­დებ­ზე უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბებ­თან ერ­თად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, რა ბედი ელით გეი თა­ნამ­შრომ­ლებს და არის თუ არა მათი ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვა უკვე და­გეგ­მი­ლი.

Le Meurice, პა­რი­ზი

გვერ­დე­ბის წაშ­ლას კომ­პა­ნი­ა­ში Dorchester Collection ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ აგ­რე­სი­ას სოცქსე­ლებ­ში კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მო­ხა­ტა­ვენ, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, გვერ­დე­ბი გა­ა­უქ­მონ.

ავტორი:

ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"

ბრუნეის სულთნის მდიდრული სასტუმროები სოცქსელებიდან გაქრა - მომხმარებლებმა გვერდები "ააფეთქეს"

ბრუნეის სულთნის კუთვნილი მდიდრული სასტუმროების სოციალური მედიის გვერდები აღარ ფუნქციონირებს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანაში ძალაში შევიდა კანონების ახალი პაკეტი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის სექსი ქვებით ჩაქოლვით, ქალებს შორის კი - გაროზგვით ისჯება. კანონებს მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ცნობილი ადამიანები მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ სასტუმროებს, რომელთაც ბრუნეის სულთანი ფლობს.

საუბარია ცხრა სასტუმროზე - „ბელ ეარი“ (ლოს-ანჯელესი, აშშ), „ბევერლი ჰილზ ჰოტელი“ (ბევერლი ჰილზი, აშშ), „დორჩესტერი“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), „45 პარკ ლეინი“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), „კოვორტ პარკი“ (ასკოტი, დიდი ბრიტანეთი), Le Meurice (პარიზი, საფრანგეთი), Hotel Plaza Athenee (პარიზი, საფრანგეთი), „ედენი“ (რომი, იტალია), „პრინციპე დი სავოია“ (მილანი, იტალია).

Hôtel Plaza Athénée, პარიზი

სოციალურ ქსელებში ბრუნეის სულთნის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა მოუწოდა საზოგადოებას, აღნიშნული სასტუმროებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

მომხმარებლების „შესევის“ გამო 8 სასტუმროს ანგარიშები სოციალურ ქსელებში წაშლილია, ფუნქციონირებს მხოლოდ მილანში მდებარე სასტუმროს გვერდი, თუმცა გააქტიურებული შეზღუდვების გამო ტვიტების დანახვა შეუძლებელია.

ბელ ეარი, ლოს ანჯელესი

კომპანიამ Dorchester Collection, რომელიც ცხრავე სასტუმროს მართავს, მანამდე გაავრცელა განცხადება, რომ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა მათთვის მიუღებელია, თუმცა განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა, სასტუმროების ბოიკოტირება და სოციალურ ქსელებში მათ წინააღმდეგ აგორებული ტალღა არ ჩერდება.

უფრო მეტიც, პროტესტი სასტუმროებსაც გასცდა - ავიაკომპანიამ Virgin Australia ჩაშალა გარიგება ბრუნეის სამეფო ავიახაზებთან.

სოციალური ქსელების მომხმარებლები სასტუმროების გვერდებზე უარყოფით შეფასებებთან ერთად ინტერესდებოდნენ, რა ბედი ელით გეი თანამშრომლებს და არის თუ არა მათი ქვებით ჩაქოლვა უკვე დაგეგმილი.

Le Meurice, პარიზი

გვერდების წაშლას კომპანიაში Dorchester Collection ეხმიანებიან და ამბობენ, რომ აგრესიას სოცქსელებში კომპანიაში დასაქმებულების მისამართით გამოხატავენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გვერდები გააუქმონ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე