სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოუწევთ თუ არა მე-12 კლასელებს გამოცდების ჩაბარება - დეპუტატების განმარტება
მოუწევთ თუ არა მე-12 კლასელებს გამოცდების ჩაბარება - დეპუტატების განმარტება

ორი მოს­მე­ნით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ით აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს ჰქონ­და მხარ­და­ჭე­რა, ამ­დე­ნად აქ მხარ­და­ჭე­რის პრობ­ლე­მა არ გახ­ლდათ, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა იყო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაში მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის ჩაგ­დე­ბას, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ბა ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

„რამ­დე­ნი­მე ჩემ­მა კო­ლე­გამ აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რომ არ­სე­ბობს დარ­ბაზ­ში ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი აკუს­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ­დე­ნად, ჩვენ გვაქვს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი, არა­უგ­ვი­ა­ნეს 16 აპ­რი­ლი­სა და­ვა­ყე­ნებთ გან­მე­ო­რე­ბით კენ­ჭისყრა­ზე.

ასე­ვე არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ დღეს­ვე მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რეგ­ლა­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხე­ლა­ხა­ლი კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თოს და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექტს ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა," - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჯაშ­მა.

ამას­თან, ჯაში მოს­წავ­ლე­ებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­საც მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რია.

"მინ­და მოს­წავ­ლე­ებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მივ­მარ­თო და და­ვამ­შვი­დო, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, აღ­ნიშ­ნუ­ლით არ იც­ვლე­ბა ის მო­ცე­მუ­ლო­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გუნდს აქვს მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯაშ­მა.

საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, “ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი დღეს­ვე დად­გეს კენ­ჭისყრა­ზე.

“ვერ გე­ტყვით მი­ზეზს, რა­ტომ ჩა­ვარ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ცხა­დია, რომ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მოგ­როვ­და. რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინი­ცი­ა­ტორს უფ­ლე­ბა აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით და­ა­ყე­ნოს კენ­ჭისყრა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ დღეს­ვე დად­გეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი კენ­ჭისყრა­ზე. თუ ეს დღეს­ვე ვერ მოხ­დე­ბა, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით მომ­დევ­ნო პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის კვი­რა­ში მოხ­დე­ბა გან­მე­ო­რე­ბით, მე­სა­მე მოს­მე­ნით კენ­ჭისყრა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მე­სა­მე მოს­მე­ნით კენ­ჭისყ­რის დროს ჩა­აგ­დო.

კა­ნონპ­რო­ექტს მხო­ლოდ 54 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი და კენ­ჭისყ­რის ამ შე­დე­გით მისი დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მოუწევთ თუ არა მე-12 კლასელებს გამოცდების ჩაბარება - დეპუტატების განმარტება

მოუწევთ თუ არა მე-12 კლასელებს გამოცდების ჩაბარება - დეპუტატების განმარტება

ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება ორი შესაძლებლობა.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია.

"მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული", - განაცხადა ჯაშმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დღესვე დადგეს კენჭისყრაზე.

“ვერ გეტყვით მიზეზს, რატომ ჩავარდა კანონპროექტი. ცხადია, რომ მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ინიციატორს უფლება აქვს აღნიშნული კანონპროექტი ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს კენჭისყრაზე. შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, რომ დღესვე დადგეს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. თუ ეს დღესვე ვერ მოხდება, ძალიან დიდი ალბათობით მომდევნო პლენარული სხდომების კვირაში მოხდება განმეორებით, მესამე მოსმენით კენჭისყრა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ