პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძველებული ვაგონები და ხშირი შეფერხება მეტროსადგურებში - არის თუ არა სახიფათო თბილისის მეტრო?
მოძველებული ვაგონები და ხშირი შეფერხება მეტროსადგურებში - არის თუ არა სახიფათო თბილისის მეტრო?

ბოლო სამ თვე­ში, თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა 5-ჯერ მა­ინც შე­ფერ­ხდა. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 4 აპ­რილს და­ფიქ­სირ­და - მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ველ­ზე“ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო, შე­მად­გენ­ლო­ბა მგზავ­რე­ბის­გან და­ცა­ლეს.

22 მარტს კი „სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე" მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, პირ­ველ ხაზ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, 21 მარტს „სამ­გორ­ში“ მა­ტა­რებ­ლის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რის გა­მოც მგზავ­რე­ბი მა­ტა­რებ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, 5 თე­ბერ­ვალს მეტ­რო­სად­გუ­რი „წე­რე­თე­ლი“ გა­ჩერ­და დრო­ე­ბით, 15 იან­ვარს ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო მე­ო­რე ხაზ­ზე შე­წყდა მოძ­რა­ო­ბა - ეს შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რმა მგზავ­რმა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და და თბი­ლი­სის მეტ­როს ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ, ცოტა სკეპ­ტი­კუ­რა­დაც გა­ნე­წყო.

დე­და­ქა­ლა­ქის მეტ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კახა კა­ლა­ძე­მაც. მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ველ­ზე“ მომ­ხდა­რი შე­ფერ­ხე­ბის შემ­დეგ მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­გო­ნე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"ვა­გო­ნე­ბი დაძ­ვე­ლე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. გა­სულ წელს ძვე­ლე­ბი ახა­ლი ვა­გო­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლდა. წელ­საც, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი. ვა­პი­რებთ ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. გარ­და ამი­სა, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან ვმუ­შა­ობთ და მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა. ასე­ვე, იქ­ნე­ბა ახა­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

თუმ­ცა, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­შვი­დებს და გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს ყვე­ლა სად­გუ­რი და მა­ტა­რებ­ლე­ბი გა­მარ­თუ­ლია, შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მე­მან­ქა­ნეს გა­წე­რი­ლი აქვს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და ინ­სტრუქ­ცი­ით მოქ­მე­დებს, რაც მგზავ­რთა უსაფრ­თხო გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უტარ­დე­ბათ ვა­გო­ნებს კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა და კი­თხვე­ბით თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას მივ­მარ­თეთ.

უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ მეტ­როს მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, გა­მოშ­ვე­ბი­დან 31 წელს შე­ად­გენს. მა­ტა­რებ­ლებს კი კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით უტარ­დე­ბა, რა დრო­საც ყვე­ლა საკ­ვან­ძო დე­ტა­ლი იც­ვლე­ბა. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბის ხარ­ჯზე, მა­ტა­რებ­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა 20-25 წლით იზ­რდე­ბა.

ამას­თან, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლი­სის მეტ­როს მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი, 20 სა­ათ­ში ერთხელ მოწ­მდე­ბა.

„შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის დე­პო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან დე­ლი­სის ჩიხ­ში. ლი­ან­და­გე­ბი, გვი­რაბ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მე­ბი, ეს­კა­ლა­ტო­რე­ბი ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს (მას შემ­დეგ, რაც მეტ­რო მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს), შე­მოვ­ლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოწ­მდე­ბა“, - გან­მარ­ტა­ვენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

მეტ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არამ­ხო­ლოდ მი­წის­ქვეშ, მი­წის­ზე­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ხი­დიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დახ­რი­ლია და ამის გამო მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სად­გურ­ზე მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა უსაფრ­თხოა.

„მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ ეს­ტა­კა­და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­მოწ­მდა და ის მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მა­ტა­რებ­ლებს მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა მო­ეხ­სნე­ბათ“ - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, დღეს, თბი­ლი­სის მეტ­რო კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სპე­ცი­ა­ლის­ტი ამის მი­ზე­ზად მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში და­საქ­მე­ბულ­თა მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლებს.

„კრი­ზისს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. ერთი არის მა­გა­ლი­თად, მე­მან­ქა­ნე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­თა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მათ გა­ფიც­ვე­ბიც გვახ­სოვს.

მე­ო­რე არის ინფრას­ტქუ­ტუ­რის ნა­წი­ლი თა­ვი­სი გვი­რა­ბე­ბით, ხი­დე­ბით, სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბით. ინ­სტრას­ტრუქ­ტუ­რა პრაქ­ტი­კუ­ლად ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია და შე­კე­თე­ბას ბევ­რი რამ აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამას თან ერ­თვის პრობ­ლე­მე­ბი ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტში. ეს არის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც არ არი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას თბი­ლი­სის მერს უმა­ლა­ვენ, ან მერ­მაც იცის კრი­ზი­სის შე­სა­ხებ და იძუ­ლე­ბუ­ლია, ასე ილა­პა­რა­კოს.

რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქა­ლა­ქის მერი ან ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ მეტ­რო არის უსაფრ­თხო, ჩემი აზ­რით, ეს ტყუ­ი­ლია და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კა არ წარ­მო­იქ­მნას! ზუს­ტად ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვით ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლონ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მეტ­რო იყოს უსაფრ­თხო, რო­დე­საც დღე არ გავა, რომ მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა არ გა­ჩერ­დეს და ავა­რი­უ­ლი შე­ჩე­რე­ბა არ მოხ­დეს?! მე პი­რა­დად, ამ სის­ტე­მას უსაფრ­თხოს ვერ და­ვარ­ქმევ და ვფიქ­რობ, რომ უფრო საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია.

მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თილ­ში“ ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შემ­დეგ გა­დავ­რჩით, ასე რომ, ვერ ვი­ტყვი, რომ მეტ­რო უსაფრ­თხოა. მა­შინ თბი­ლი­სის მერი, ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და სა­ჯა­როდ და­დონ პი­რო­ბა, რომ იქ შემ­ქნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და არ­სე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ანთ თავ­ზე იღე­ბენ პა­სუხსმგებ­ლო­ბას“ - აღ­ნიშ­ნა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

მეტ­როს შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის და­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, დღეს, მეტ­რო­ზე ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა მო­დის, რად­გან მი­წის­ზე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­უ­მარ­თა­ვია.

„კერ­ძო მან­ქა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მეტ­რო კი­დევ უფრო და­იტ­ვირ­თე­ბა, ამი­ტომ მეტ­როს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბის გა­დაყ­ვა­ნა კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

რა თქმა უნდა, თუ მეტ­რო­ში ჩა­ვალთ, მივ­ხვდე­ბით, რომ მო­დერ­ნი­ზა­ცია და გა­ნახ­ლე­ბა სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა იმა­ზე, რომ მეტ­რო მეტ მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­როს და ეს სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლი და უსაფრ­თხო იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი უფრო გა­და­ჭე­დი­ლია და დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნას ნამ­დვი­ლად ვერ უძ­ლებს.

ეს უნდა გა­ნე­იტ­რალ­დეს. რო­დე­საც მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან მგზავ­რე­ბი და ბა­ლან­სი შე­იქ­მნე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ ეს არის მო­დე­ლი, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა“ - აღ­ნიშ­ნა ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის მე­რია 2021 წლამ­დე თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის­თვის 12 ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და­მა­ტე­ბას გეგ­მავს. ასე­ვე, „ვარ­კე­თი­ლის“, „გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სა“ და „ავ­ლაბ­რის“ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ტენ­დე­რი 2019 წლის ბო­ლომ­დე თა­ვი­დან გა­მო­ცხად­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

მოძველებული ვაგონები და ხშირი შეფერხება მეტროსადგურებში - არის თუ არა სახიფათო თბილისის მეტრო?

მოძველებული ვაგონები და ხშირი შეფერხება მეტროსადგურებში - არის თუ არა სახიფათო თბილისის მეტრო?

ბოლო სამ თვეში, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობა 5-ჯერ მაინც შეფერხდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გუშინ, 4 აპრილს დაფიქსირდა - მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო, შემადგენლობა მგზავრებისგან დაცალეს.

22 მარტს კი „სადგურის მოედანზე" მომხდარი ტექნიკური პრობლემის გამო, პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა, 21 მარტს „სამგორში“ მატარებლის ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრები მატარებლიდან გამოიყვანეს, 5 თებერვალს მეტროსადგური „წერეთელი“ გაჩერდა დროებით, 15 იანვარს ტექნიკური ხარვეზის გამო მეორე ხაზზე შეწყდა მოძრაობა - ეს შემთხვევები ბევრმა მგზავრმა საკუთარ თავზე გამოსცადა და თბილისის მეტროს ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების მიმართ, ცოტა სკეპტიკურადაც განეწყო.

დედაქალაქის მეტროსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც. მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მომხდარი შეფერხების შემდეგ მერმა აღნიშნა, რომ ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია.

"ვაგონები დაძველებულია. შემთხვევითი არ არის, რომ დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია. გასულ წელს ძველები ახალი ვაგონებით ჩანაცვლდა. წელსაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ვაპირებთ ახალი ვაგონების შემოყვანას, რეაბილიტაციას. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ და მთლიანად განახლდება ვენტილაციის სისტემა. ასევე, იქნება ახალი ელექტროგაყვანილობა", - განაცხადა თბილისის მერმა.

თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ამშვიდებს და განმარტავს, რომ მეტროს ყველა სადგური და მატარებლები გამართულია, შეფერხების შემთხვევაში კი, მემანქანეს გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა და ინსტრუქციით მოქმედებს, რაც მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ინტენსივობით უტარდებათ ვაგონებს კაპიტალური შეკეთება და კითხვებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ.

უწყებაში განგვიმარტეს, რომ მეტროს მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის ვადა, გამოშვებიდან 31 წელს შეადგენს. მატარებლებს კი კაპიტალური შეკეთება მოდერნიზაციით უტარდება, რა დროსაც ყველა საკვანძო დეტალი იცვლება. კომპანიის ინფორმაციით, კაპიტალური შეკეთების ხარჯზე, მატარებლების ექსპლუატაციის ვადა 20-25 წლით იზრდება.

ამასთან, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები, 20 საათში ერთხელ მოწმდება.

„შემოწმება ხდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპოების ტერიტორიაზე ან დელისის ჩიხში. ლიანდაგები, გვირაბში არსებული კონსტრუქციები, ელექტროგაყვანილობის სისტემები, ესკალატორები ყოველი დღის ბოლოს (მას შემდეგ, რაც მეტრო მუშაობას დაასრულებს), შემოვლითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწმდება“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მეტროსთან დაკავშირებული პრობლემები არამხოლოდ მიწისქვეშ, მიწისზედა ტერიტორიაზეც შეინიშნება.

მაგალითად, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით, რომლის ხიდიც გავრცელებული ინფორმაციით, გადახრილია და ამის გამო მოძრავი შემადგენლობა შენელებული სიჩქარით გადაადგილდება, სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ სადგურზე მგზავრების გადაყვანა უსაფრთხოა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ ესტაკადა შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმდა და ის მგზავრთა გადაყვანისთვის სრულიად უსაფრთხოა. უახლოეს დღეებში მატარებლებს მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა მოეხსნებათ“ - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით მესხიშვილის მოსაზრებით, დღეს, თბილისის მეტრო კრიზისულ მდგომარეობაშია. სპეციალისტი ამის მიზეზად მეტროპოლიტენში დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

„კრიზისს რამდენიმე მიმართულება აქვს. ერთი არის მაგალითად, მემანქანეებთან დაკავშირებით ვითარება, რომელთა სამუშაო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მათ გაფიცვებიც გვახსოვს.

მეორე არის ინფრასტქუტურის ნაწილი თავისი გვირაბებით, ხიდებით, სხვა ნაგებობებით. ინსტრასტრუქტურა პრაქტიკულად ამორტიზებულია და შეკეთებას ბევრი რამ აღარ ექვემდებარება. ამას თან ერთვის პრობლემები ტოპ მენეჯმენტში. ეს არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სატრანსპორტო კომპანია, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები და მრჩება შთაბეჭდილება, რომ შექმნილ სიტუაციას თბილისის მერს უმალავენ, ან მერმაც იცის კრიზისის შესახებ და იძულებულია, ასე ილაპარაკოს.

როდესაც სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი, ქალაქის მერი ან ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ მეტრო არის უსაფრთხო, ჩემი აზრით, ეს ტყუილია და ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში პანიკა არ წარმოიქმნას! ზუსტად ამ დროს შეიძლება, ფაქტების დამალვით ტრაგედია დაატრიალონ. როგორ შეიძლება, მეტრო იყოს უსაფრთხო, როდესაც დღე არ გავა, რომ მოძრავი შემადგენლობა არ გაჩერდეს და ავარიული შეჩერება არ მოხდეს?! მე პირადად, ამ სისტემას უსაფრთხოს ვერ დავარქმევ და ვფიქრობ, რომ უფრო საფრთხისშემცველია.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ გადავრჩით, ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მეტრო უსაფრთხოა. მაშინ თბილისის მერი, ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელები გამოვიდნენ და საჯაროდ დადონ პირობა, რომ იქ შემქნილ სიტუაციასთან და არსებულ გართულებებთან დაკავშირებით თავიანთ თავზე იღებენ პასუხსმგებლობას“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მეტროს შემადგენლობების დამატების საჭიროებაზე საუბრობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. მისი თქმით, დღეს, მეტროზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, რადგან მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია.

„კერძო მანქანების შემცირების ხარჯზე ავტობუსები და მეტრო კიდევ უფრო დაიტვირთება, ამიტომ მეტროს გამტარუნარიანობა, მგზავრთა ნაკადების გადაყვანა კიდევ გაიზრდება.

რა თქმა უნდა, თუ მეტროში ჩავალთ, მივხვდებით, რომ მოდერნიზაცია და განახლება საჭიროა. ყველაზე მთავარი და მეტად მნიშვნელოვანი არის აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ მეტრო მეტ მგზავრს მოემსახუროს და ეს სისტემა გამართული და უსაფრთხო იყოს. განსაკუთრებით პიკის საათებში მეტროსადგურები უფრო გადაჭედილია და დღევანდელი ვითარება მოქალაქეების მოთხოვნას ნამდვილად ვერ უძლებს.

ეს უნდა განეიტრალდეს. როდესაც მეტროსა და ავტობუსში გადანაწილდებიან მგზავრები და ბალანსი შეიქმნება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის მოდელი, რომელმაც გაამართლა“ - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენისთვის 12 ახალი შემადგენლობის დამატებას გეგმავს. ასევე, „ვარკეთილის“, „გურამიშვილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლომდე თავიდან გამოცხადდება.

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

გოგონას, რომელიც ინფიცირებული მშობლებისთვის დახმარებას "ფეისბუქით" ითხოვდა, დედა გარდაეცვალა - "ერთი მაინც გადამირჩინეთ!"

ხმაური მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - აქტივისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ