პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგვზიანი ბადრიჯანი ამერიკული ტელევიზიის ეთერში და "ხინკლის ლანჩი" ელჩთან - შეიხედეთ აშშ-ში საქართველოს საელჩოს შიდა სამზარეულოში
ნიგვზიანი ბადრიჯანი ამერიკული ტელევიზიის ეთერში და "ხინკლის ლანჩი" ელჩთან - შეიხედეთ აშშ-ში საქართველოს საელჩოს შიდა სამზარეულოში

აშშ-ს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის FOX-ის ეთერ­ში ცოტა ხნის წინ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­დეს. ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი­სა და ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბა ამე­რი­კელ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს, ვა­შინგტო­ნის ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შეფ-მზა­რე­ულ­მა მალ­ხაზ მა­ი­საშ­ვილ­მა ას­წავ­ლა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა მრჩე­ველ­თან, სო­ფიო გე­გეჭ­კორ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

AMBEBI.GE სწო­რედ სო­ფიო გე­გეჭ­კორს და­უ­კავ­შირ­და და და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მოხ­ვდა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ამე­რი­კულ ეთერ­ში და რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ეგ­ზო­ტი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლოს ამე­რი­კელ მა­ყუ­რე­ბელ­ში:

"სა­ელ­ჩომ შარ­შან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვა­შინგტონ­ში შე­ფე­ბის პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში DC Embassy Chef Challenge, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ე­ბი თა­ვი­ანთ შე­ფებ­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კუ­ლი­ნა­რი­ის ნი­მუ­შებს. შარ­შან ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ვა­შინგტონ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის „სუფ­რას“ შეფ­თან მალ­ხაზ მა­ი­საშ­ვილ­თან ერ­თად.

VIDEO: რო­გორ ას­წავ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა FOX-ის ეთერ­ში ამე­რი­კელ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს ნიგვზი­ა­ნი ბად­რიჯ­ნის კე­თე­ბა

წელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტარ­და ეს კონ­კურ­სი რო­ნალდ რე­ი­გა­ნის შე­ნო­ბა­ში. ამ კონ­კურ­სში, ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლია მე­დია, შე­სა­ბა­მი­სად, ის მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აშუ­ქე­ბენ კონ­კურსს, და­ინ­ტე­რეს­დნენ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და Fox-ის­გან მოგ­ვი­ვი­და თხოვ­ნა, რომ წარ­გვედ­გი­ნა ჩვე­ნი კერ­ძე­ბი. ჩვენს შეფ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნი­მუ­შე­ბი - ხა­ჭა­პუ­რი და ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი წარ­ვად­გი­ნეთ ეთერ­ში" - გვი­თხრა გე­გეჭ­კორ­მა.

თუმ­ცა, ეს ერ­თა­დერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ არის სა­ელ­ჩოს­გან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "ხინ­კლის ლან­ჩი" ელჩთან, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი კონ­გრეს­ში და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის - ეს ის მცი­რე ქარ­თუ­ლი ხრი­კე­ბია, რომ­ლი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნას, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა­სა და გავ­ლე­ნი­ან წრე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნას ახერ­ხებს სა­ელ­ჩო.

„მე­ო­რე წე­ლია, ყო­ვე­ლი თვის ბოლო შა­ბათს ვა­კე­თებთ ელჩთან "ხინ­კლის ლანჩს". ვა­წყობთ ვიწ­რო ჯგუ­ფე­ბის­თვის და პარტნი­ო­რებს ვიწ­ვევთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან, თა­ვად ელჩი (და­ვით ბაქ­რა­ძე, ავტ.) ამ­ზა­დებს ხინ­კალს, თან მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს მას­ტერკლასს უტა­რებს, შემ­დეგ კი ნა­ხე­ლავს ერ­თად აგე­მოვ­ნე­ბენ.

ეს პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ასე­ვე პარტნი­ო­რებ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და უფრო მე­გობ­რულ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ზო­გა­დად Food diplomacy, რო­გორც ამას უწო­დე­ბენ, ძა­ლი­ან გვად­გე­ბა უცხო­ეთ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად და მეტი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად“ - გაგ­ვიმ­ხი­ლა სა­ელ­ჩოს შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო სო­ფიო გე­გეჭ­კორ­მა.

გარ­და ამი­სა, ხში­რად ეწყო­ბა თე­მა­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, მრგვა­ლი მა­გი­დე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ან რე­გი­ო­ნა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის კონ­ტრი­ბუ­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ჩვე­ნი ქვეყ­ნის, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რად და სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნას. შეხ­ვედ­რებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად ელჩი უძღვე­ბა, დამ­სწრე­ებს შო­რის კი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

„სა­ელ­ჩო­ში მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ღა­მო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად ჩვენს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და დი­ას­პო­რებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ეწყო­ბა აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ხე­ლო­ვან­თა გა­მო­ფე­ნე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი, რო­მელ­თაც, რა თქმა უნდა, ეს­წრე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­კუ­სი აქვს და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნას, ეს­წრე­ბი­ან ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის მცოდ­ნე ექ­სპერ­ტე­ბი, ასე­ვე აშშ-ს მთავ­რო­ბი­სა და სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის არის ღია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ვიც­ვათ" - გვე­უბ­ნე­ბა სა­ელ­ჩოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა მრჩე­ვე­ლი.

ღვი­ნო, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ასე­ვე Food diplomacy-ს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ამი­ტომ სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის წარ­მო­სა­ჩე­ნად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ:

"შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ღვი­ნის ფო­რუ­მი, რო­მე­ლიც სამ დღეს გაგ­რძელ­და და ასე­უ­ლო­ბით სტუ­მა­რი და­ეს­წრო. ვა­შინგტონ­ში არ არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც სა­ელ­ჩო ღვი­ნის მი­ღე­ბებს აკე­თებს კონ­გრე­სის შე­ნო­ბა­ში - ჩვე­ნი სა­ელ­ჩო კი ფაქ­ტობ­რი­ვად 2 თვე­ში ერთხელ აკე­თებს კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და კონ­გრე­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ას კონ­გრეს­ში. რაც ასე­ვე ძა­ლი­ან გა­მოგ­ვარ­ჩევს" - გვე­უბ­ნე­ბა გე­გეჭ­კო­რი.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ამ და სხვა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უ­ბა­რი არ წყდე­ბა. თუმ­ცა, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­საც ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს.

"გუ­შინ იმა­ვე კონ­გრეს­სა და სე­ნატ­ში, ნატო-ს სა­ი­უ­ბი­ლეო მოს­მე­ნებ­ზე პირ­და­პირ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ს წევ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე და­ის­ვა კი­თხვე­ბი და პა­სუ­ხე­ბიც გა­ე­ცა. ძა­ლი­ან დიდი ფო­კუ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ზე და აშშ-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მი­დის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას და ეს ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­შიც კარ­გად ჩანს.

რო­დე­საც ვა­შინგტონ­ში ხარ, ხე­დავ სხვა რე­ა­ლო­ბას და იმ დიდ ყუ­რა­დღე­ბას, რო­მელ­საც ჩვენს მი­მართ იჩე­ნენ მი­უ­ხე­და­ვად იმ ფო­ნი­სა, რაც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს და იმ დიდი პრობ­ლე­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­შია დღეს“ - ამ­ბობს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იზ­რდე­ბა და თუ აქამ­დე ამე­რი­კა­ში ჩა­სულ სო­ფიო გე­გეჭ­კორ­საც და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უხ­დე­ბო­დათ იმის გან­მარ­ტე­ბა, თუ რო­მე­ლი Georgia-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, ახლა შტა­ტებ­შიც კი ხვდე­ბი­ან, რომ სა­უ­ბა­რი ორ ზღვას შუა მდე­ბა­რე პა­ტა­რა, თუმ­ცა დიდი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ზეა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ნიგვზიანი ბადრიჯანი ამერიკული ტელევიზიის ეთერში და "ხინკლის ლანჩი" ელჩთან - შეიხედეთ აშშ-ში საქართველოს საელჩოს შიდა სამზარეულოში

ნიგვზიანი ბადრიჯანი ამერიკული ტელევიზიის ეთერში და "ხინკლის ლანჩი" ელჩთან - შეიხედეთ აშშ-ში საქართველოს საელჩოს შიდა სამზარეულოში

აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომპანიის FOX-ის ეთერში ცოტა ხნის წინ ქართული კერძები მოამზადეს. ნიგვზიანი ბადრიჯანისა და ხაჭაპურის მომზადება ამერიკელ ტელეწამყვანებსა და მილიონობით მაყურებელს, ვაშინგტონის ქართული რესტორნის და საქართველოს საელჩოს შეფ-მზარეულმა მალხაზ მაისაშვილმა ასწავლა, რომელიც გადაცემაში აშშ-ში საქართველოს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველთან, სოფიო გეგეჭკორთან ერთად იმყოფებოდა.

AMBEBI.GE სწორედ სოფიო გეგეჭკორს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა ქართული კერძები ამერიკულ ეთერში და როგორი გამოხმაურება მოჰყვა ეგზოტიკურ სამზარეულოს ამერიკელ მაყურებელში:

"საელჩომ შარშან მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში შეფების პრესტიჟულ კონკურსში DC Embassy Chef Challenge, სადაც სხვადასხვა საელჩოები თავიანთ შეფებთან ერთად წარადგენენ საკუთარი ქვეყნის კულინარიის ნიმუშებს. შარშან ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორნის „სუფრას“ შეფთან მალხაზ მაისაშვილთან ერთად.

VIDEO: როგორ ასწავლეს ქართველებმა FOX-ის ეთერში ამერიკელ ტელეწამყვანებს ნიგვზიანი ბადრიჯნის კეთება

წელსაც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ეს კონკურსი რონალდ რეიგანის შენობაში. ამ კონკურსში, ყოველთვის ჩართულია მედია, შესაბამისად, ის მედიაორგანიზაციები, რომლებიც აშუქებენ კონკურსს, დაინტერესდნენ ქართული სამზარეულოთი და Fox-ისგან მოგვივიდა თხოვნა, რომ წარგვედგინა ჩვენი კერძები. ჩვენს შეფთან ერთად ქართული სამზარეულოს ნიმუშები - ხაჭაპური და ნიგვზიანი ბადრიჯანი წარვადგინეთ ეთერში" - გვითხრა გეგეჭკორმა.

თუმცა, ეს ერთადერთი ღონისძიება არ არის საელჩოსგან, რაც საქართველოს კულინარიისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. "ხინკლის ლანჩი" ელჩთან, ქართული ღვინის დეგუსტაციები კონგრესში და კინოჩვენებები ფართო საზოგადოებისთვის - ეს ის მცირე ქართული ხრიკებია, რომლითაც საერთაშორისო დონეზე მეგობრების შეძენას, მათთან ურთიერთობის გამყარებასა და გავლენიან წრეებში ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას ახერხებს საელჩო.

„მეორე წელია, ყოველი თვის ბოლო შაბათს ვაკეთებთ ელჩთან "ხინკლის ლანჩს". ვაწყობთ ვიწრო ჯგუფებისთვის და პარტნიორებს ვიწვევთ სხვადასხვა სფეროდან, თავად ელჩი (დავით ბაქრაძე, ავტ.) ამზადებს ხინკალს, თან მოწვეულ სტუმრებს მასტერკლასს უტარებს, შემდეგ კი ნახელავს ერთად აგემოვნებენ.

ეს პირველ რიგში, ქართული სამზარეულოს გაცნობის კარგი საშუალებაა, ასევე პარტნიორებთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბების და უფრო მეგობრულ დონეზე აყვანის საშუალებას იძლევა.

ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო, ზოგადად Food diplomacy, როგორც ამას უწოდებენ, ძალიან გვადგება უცხოეთში ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად და მეტი მეგობრების შესაძენად“ - გაგვიმხილა საელჩოს შიდა სამზარეულო სოფიო გეგეჭკორმა.

გარდა ამისა, ხშირად ეწყობა თემატური კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, პრეზენტაციები, რომლებიც ეხება საქართველოს ან რეგიონალურ უსაფრთხოებას, საქართველოს სამხედრო ძალების კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკურად და საინვესტიციოდ წარმატებულ ქვეყანას. შეხვედრებს ხშირ შემთხვევაში თავად ელჩი უძღვება, დამსწრეებს შორის კი მაღალი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები არიან.

„საელჩოში მუდმივად ტარდება ქართული კულტურის საღამოები, რომლებსაც ხშირად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და დიასპორებთან ერთად ვახორციელებთ. ეწყობა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა გამოფენები, მუსიკალური საღამოები, რომელთაც, რა თქმა უნდა, ესწრება ფართო საზოგადოება.

ღონისძიებებს, რომელსაც პოლიტიკური ფოკუსი აქვს და ემსახურება საქართველოს, როგორც წარმატებული დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენას, ესწრებიან ჩვენი რეგიონის მცოდნე ექსპერტები, ასევე აშშ-ს მთავრობისა და სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საჯარო ღონისძიებები კი ფართო აუდიტორიისთვის არის ღია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ფართო საზოგადოება მოვიცვათ" - გვეუბნება საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველი.

ღვინო, როგორც ქართული კულტურის, ასევე Food diplomacy-ს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ საელჩოს წარმომადგენლები მის წარმოსაჩენად სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობენ:

"შარშან ნოემბერში პირველად ჩატარდა ღვინის ფორუმი, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა და ასეულობით სტუმარი დაესწრო. ვაშინგტონში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც საელჩო ღვინის მიღებებს აკეთებს კონგრესის შენობაში - ჩვენი საელჩო კი ფაქტობრივად 2 თვეში ერთხელ აკეთებს კონგრესმენებისა და კონგრესის თანამშრომლებისთვის ღვინის დეგუსტაციას კონგრესში. რაც ასევე ძალიან გამოგვარჩევს" - გვეუბნება გეგეჭკორი.

მისივე თქმით, სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ამერიკაში საქართველოზე საუბარი არ წყდება. თუმცა, კულტურული ღონისძიებების პარალელურად შტატების პოლიტიკურ წრეებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ყურადღებით ადევნებენ თვალს.

"გუშინ იმავე კონგრესსა და სენატში, ნატო-ს საიუბილეო მოსმენებზე პირდაპირ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საქართველოს ნატო-ს წევრობის პერსპექტივებზე დაისვა კითხვები და პასუხებიც გაეცა. ძალიან დიდი ფოკუსია საქართველოზე და აშშ-ში განსაკუთრებული მუშაობა მიდის ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაშიც კარგად ჩანს.

როდესაც ვაშინგტონში ხარ, ხედავ სხვა რეალობას და იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ მიუხედავად იმ ფონისა, რაც მსოფლიოში არსებობს და იმ დიდი პრობლემებისა, რომლებიც ზოგადად მსოფლიოშია დღეს“ - ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.

საქართველოს ცნობადობა პერმანენტულად იზრდება და თუ აქამდე ამერიკაში ჩასულ სოფიო გეგეჭკორსაც და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებსაც უხდებოდათ იმის განმარტება, თუ რომელი Georgia-ს წარმომადგენლები იყვნენ, ახლა შტატებშიც კი ხვდებიან, რომ საუბარი ორ ზღვას შუა მდებარე პატარა, თუმცა დიდი კულტურის მქონე ქვეყანაზეა...

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან